საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია.
“საქართველოდან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.0 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ- ივლისში, 4 938.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს, დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 67,5%-ით გაიზარდა და 2,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (97,9 მლნ მეტი, ვიდრე 2023 წლის მარტის წინასწარი მონაცემებით), – ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის, “საქსტატის” კვლევაში.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2020-2023 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- სომხეთი (495.0 მლნ. აშშ დოლარი), (მთლიანი ექსპორტის 13,8%),
- აზერბაიჯანი (485.3 მლნ. აშშ დოლარი) (13,5%),
- რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი)(11,6%),
- ყაზახეთი – 354,5 მილიონი აშშ დოლარი (9,9%)
- ყირგიზეთი – 350,7 მილიონი აშშ დოლარი (9,8%)
2023 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფების საექსპორტო ათეულის პირველი სამი ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- მსუბუქი ავტომობილები 1 177.8 მლნ. აშშ დოლარი,(მთელი ექსპორტის 32.9%)
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 10.6 პროცენტი),
- ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ. აშშ დოლარი (4.2 პროცენტი).
საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივმა ექსპორტმა (რეექსპორტის გარეშე) შეადგინა მთლიანი ექსპორტის 48,2% (3,583 მილიარდი აშშ დოლარი). ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22,0%-ით შემცირდა და 1,728 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მთლიან მოცულობაში 76.2% შეადგინა. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნებია:
- რუსეთი 323,6 მილიონი აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18,7%).
- თურქეთი – 236,7 მილიონი აშშ დოლარი (13,7%),
- ჩინეთი – 217,5 მილიონი აშშ დოლარი (12,6%)
- ბულგარეთი – 153,2 მილიონი აშშ დოლარი (8,9%)
- სომხეთი – 93,5 მილიონი აშშ დოლარი (5,4%).
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ტოპ სამეული ასეთია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 375,5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 21,7%).
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 149,8 მილიონი აშშ დოლარი (8,7%),
- ფეროშენადნობები – 111.2 მილიონი აშშ დოლარი (6.4%),
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-ივლისში, იმპორტიორი ქვეყნების ათეულის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70,7% შეადგინა. სამეულში შედიოდნენ:
- თურქეთი (1 420.6 მლნ. აშშ დოლარი) (მთლიანი იმპორტიდან 16,7%),
- რუსეთი (1 087.5 მლნ. აშშ დოლარი) (12,8%),
- აშშ (975.3 მლნ. აშშ დოლარი) (11,4%),
- ჩინეთი – 701,5 მილიონი აშშ დოლარი (8,2%),
- გერმანია – 520,7 მილიონი აშშ დოლარი (6,1%).
საქართველოში იმპორტის ყველაზე დიდი სასაქონლო ჯგუფებია:
- მსუბუქი ავტომობილები – 1,62 მილიარდი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 19%).
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 608,5 მილიონი აშშ დოლარი (7,1%),
- დაფასოებული მედიკამენტები – 307,7 მლნ აშშ დოლარი (3,6%).