სომხეთში იმდენად ბევრი ლიტერატურული (პროფესიული თუ სხვა) კონკურსი და პრემია არსებობს, რომ ავტორებიც კი ვერ ასწრებენ ახალი ნაწარმოებების დაწერას. ასეთი ღონისძიებების უმრავლესობა ყოველგვარი მატერიალური დანახარჯებისა და განსაკუთარებული შრომის გარეშე, პირდაპირ სოციალურ ქსელში ტარდება, სადაც გამარჯვებულები “ლაიქების” მიხედვით ვლინდებიან. “საუკეთესოებს” გაურკევველი კრიტერიუმების მიხედვით ავლენენ. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ლიტერატურული კალმის ალესვისა და საკუთარი ნაწარმოებების მკითხველის სასამართლოზე გამოტანის მსურველი ბევრია. შესაბამისად არ წყდება კონკურსებიც.

ერთ-ერთი კონკურსი “თავისუფალი ლიტერატორები” ერევანში ცოტა ხნის წინათ გაიმართა და მრავალი ლიტერატურული პრემიებით გამოირჩა. ღონისძიებაზე აქცენტი ძალიან ახალგაზრდა, სამწერლო გზაზე ახლად ფეხადგმულ მწერლებზე გაკეთდა.

“ლიტერატურული კონკურსი ბევრია, დაჯილდოვების ცერემონიალი – სხვადასხვა, – განაცხადა პროექტის კოორდინატორმა და ჟიურის წევრმა ანი მაგაკიანმა, – მიზნად არ დაგვისახავს გვეჩვენებინა, რომ სხვებისგან გამორჩეულები და განსაკუთრებულები ვართ, ან ჩვენი უპირატესობა გვეჩვენებინა. საერთო ჯამში, მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ ერთ საერთო მიზანს ემსახურება: კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ვისაუბროთ ლიტერატურაზე. ვეცადეთ ყურადღება ლიტერატორების ახალგაზრდა თაობაზე გაგვემახვილებინა. კონკურსი ლიტერატურის 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მოყვარულების გამოვლენისა და ლიტერატურაში მათ მოსაყვანად გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არანაირი ჟანრობრივი შეზღუდვა არ ყოფილა. ამიტომაც ღონისძიებას “თავისუფალი” ეწოდა. განიხილავდნენ როგორც მოთხრობებს, ისე ლექსებსა და ესეებს. ახალგაზრდა მწერლები არც ნაწარმოებების მოცულობაში იყვნენ შეზღუდულები. ჩვენთვის უმთავრესია ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის საკუთარი თავის გამოხატვისა და წარმოჩენის შესაძლებლობა მიგვეცა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჩვენს ახალგაზრდებში მართლაც დიდი პოტენციალია”.

ანი მაგაკიანი
ანი მაგაკიანი

სომხეთის სხვადასხვა კუთხიდან საკუთარ ნაშრომებს ნიჭიერი ლიტერატორები ორი თვის განმავლობაში გზავნიდნენ. კონკურსის ორგანიზატორები არიან ყოველკვირეული “TV ალიკ”-ის რედაქცია და “შავიხ+”-ის სახელწოდების ლიტერატურული რუბრიკის ახალგაზრდული რედაქცია.

 

“შავიხ+”-ის ლიტერატურული რედაქციის უფროსი თაობის თანამშრომლებმა 70 ნამუშევარი განიხილეს და შეაფასეს. მაქსიმალურად მიუკერძოებელი და სამართლიანი შეფასებისთვის ყველა ნამუშევარი ანონიმურობის დაცვით, სპეციალური კოდით იყო წარმოდგენილი. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულების ვინაობები მხოლოდ დაჯილდოვების ცერემონიალზე შეიტყეს.

დეტალური ანალიზისა და ხანგრძლივი განხილვების შედეგად 10 ლიტერატურული ნაწარმოები გამოავლინეს. მათგან 4 ფულადი პრემიით დააჯილდოვდა, ხოლო დანარჩენი – სპეციალური პრიზით. პრიზიორებს შორის არ მოხვედრილა არც ერთი ლექსი.

კონკურსში გაიმარჯვა ანი ამსეიანის მოთხრობამ “წითლის მონატრებაში”. მეორე ადგილზე გავიდა ლუსინე ატაბეკიანი ნახატებიანი “სირ” (შემოკლებული “სირანუში”). მესამე ადგილი ორმა მონაწილემ – მილენა ხაჩიკიანმა ნაწარმოებით “ჩაი” და სამველ კირაკოსიანმა მოთხრობით “იასამნისფერი გარემო” გაინაწილეს. სხვათა შორის, სამველი ამჟამად სავალდეულო სამხედრო სამსახურში იმყოფება.

მთავარი პრიზიორი ანი ამსეიანი
მთავარი პრიზიორი ანი ამსეიანი

სპეციალური მანუგეშებელი პრიზებით დააჯილდოეს: ლიუსი კარაპეტიანი (“სახურავის იქითა მხარეს”), ანი ხაჩატრიანი (“ნამსეკი -აღთქმული მიწა”), ვარუჟან ხოდაბაშხიანი (“კუბი”) , ამალიკ სოგომონიანი (“ეტიუსი”), ნარინე ვარდანიანი (“უკანასკნელი ზღაპარი”), ნაზიკ გასპარიანი (“ალუბალი დამწიფდა”). ასევე ჯილდოს სახით, ყველა საპრიზო (და არა მხოლოდ) ნამუშევარი ყოველკვირეული გამოცემა “TV ალიკ”-ის გვერდებზე გამოქვეყნდა.

კონკურსის გამარჯვებულები
კონკურსის გამარჯვებულები

დაჯილდოვების ცერემონიალი “TV ალიკ”-ის რედაქციაში მოეწყო. თავად ორგანიზატორების თქმით, ამან ხელი შეუწყო თბილი და უშუალო გარემოს შექმნას. ახალგაზრდა ავტორები და ჟიურის წევრები ლიტერატურასა და კონკურსის შედეგებზე საუბრობდნენ. ჟიურის თითოეულმა წევრმა საუკეთესო ნამუშევრების შერჩევისას საკუთარ მიდგომებსა და კრიტერიუმებზე ისაუბრა.

ჟიურის ათმა წევრმა ჯილდო 10 კონკურსანტს გადასცა. პრესისთვის უცნობი დარჩა რა იყო სასაჩუქრე ყუთებში, თუმცა დაჯილდოებულების რეაქციებით თუ ვიმსაჯელებთ, საჩუქრებმა ისინი ძალიან გაახარა.

პრიზიორების დასაჩუქრება
პრიზიორების დასაჩუქრება

ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა სირან გრიგორიანმა აღიარა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ამ კონკურსში მონაწილეობა. “დიდი გულმოდგინებით ველოდი თითოეულ ახალ ნამუშევარს. ნაწარმოებების ავტორების შესახებ არაფერი ვიცოდით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ თითოეული მათგანი ძალიან ნათელი პიროვნება იყო. ახალგაზრდების გაცნობის შემდეგ ჩემს მოსაზრებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი-ისინი ვერ იქნებიან ბოროტი და ცუდი ადამიანები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკურსმა უკვე გამოავლინა ახალი ნიჭიერი ადამიანები და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება თანამედროვე სომხურ ლიტერატურაზე”.

ზოგრაბ აროიანის აზრით, კონკურსი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ გაეგოთ საზოგადოებრივი განწყობა, ახალგაზრდა თაობის ფიქრები და მხატვრული შესაძლებლობები.

“როგორც სჩანს, ჩვენი ახალგაზრდობა წერს ომზე, საბავშვო მოგონებებსა და ემიგრანტების ცხოვრებაზე. გამოვყოფ ერთ-ერთ ნამუშევარს, რომელიც სპეციალური მანუგეშებელი პრიზით დააჯილდოეს. საუბარია ნაწარმოებზე სათაურით “კუბი”. ძალიან საინტერესო და თანამედროვე ფილოსოფიური ნამუშევარია, მაგრამ ძალიან დაუდევრად დაწერილი.

ჩემს გულს ყველაზე უფრო მოთხრობა “სირ”-ი შეეხო. მასში მოთხრობილია ფსიქოლოგიური გადახრების მქონე გოგონაზე, რის გამოც მის გარდა მისი მშობლებიც იტანჯებიან.

დანარჩენმა კონკურსანტებმა ემოციურ- სიუჟეტურ ხაზზე სცადეს აქცენტირება, მაგრამ სიუჟეტი – ჯერ კიდევ არ არის თხრობა, ის ყოველდღიურობაში იბადება. სიუჟეტს თავად ცხოვრება გვკარნახობს, მაგრამ მთავარია ის, თუ, როგორ მიაწვდი ამ სიუჟეტს მკითხველს”.

სირან გრიგორიანი და ზოგრაბ არონიანი
სირან გრიგორიანი და ზოგრაბ არონიანი

მეორე პრემიის მფლობელი 18 წლის ლუსინე ატაბეკიანი ამბობს, რომ მის თანატოლ ადამიანებში ძალიან ცოტაა, ვისაც წერა სურს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია პროცესის მხატვრული მხარე, ვინც სიტყვას ფაქიზად ეპყრობა.

“ჩვენთვის ეს გამოცდილება კარგი ცხოვრებისეული სკოლაა. ჰემინგუეი ამბობდა, რომ წიგნის დაწერამდე და მის შემდეგ ავტორის განცდები სხვადასხვაგვარია. თითოეულმა ჩვენგანმა გადმოვეცით ის, რასაც ვგრძნობდით. ჩვენ ისიც გამოვცადეთ, თუ როგორ აფასებენ ჩვენს ნამუშევრებს. შეუძლებელია, კრიტიკა გავლენას არ ახდენდეს ავტორზე. პირადად მე კონკურსმა ბევრი მასწავლა”.

კონკურსის 19 წლის გამარჯვებული, ერევნის სახელმწიფო სამხატვრო-თეატრალური აკადემიის სტუდენტი ამალია ამსეიანი “სულისთვის” წერს და ეს მას შესანიშნავად გამოსდის.

“კონკურსში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ მინდოდა ლიტერატურის მოყვარული ადამიანები გამეცნო. მოხარული ვარ, რომ ჩემი ნამუშევარი ასე კარგად შეფასდა და ჩემი ისტორია ვიღაცის გულს შეეხო. მაგრამ ყველაზე უფრო შთამაგონა იმან, რომ დავრწმუნდი ჩემი თაობის ადამიანებს, როგორ უყვართ ლიტერატურა და ცდილობენ ამ სფეროში თავის დამკვიდრებას”,- ამბობს ამალია.

ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ კონკურსი ერთჯერადი არ იქნება. მომავალში მსგავსი ღონისძიებების მოწყობა იგეგმება. ჯერ-ჯერობით კი ცნობილია, რომ მორიგი ლიტერატურული დუელი მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება.

Lina Levine-ის ფოტოსურათები