ბოლო რამოდენიმე თვეში, სომხეთის ენერგეტიკაში ორი სერიოზული მოვლენა მოხდა, რამაც სრულიად შეცვალა ქვეყნის საერთო სურათი. პირველ რიგში, დახურული სააქციო საზოგადოება “სომხეთის ელექტროქსელების” მესაკუთრე შეიცვალა. მეორე, ვოროტანის ჰესის კასკადი ამერიკელებმა შეიძინეს. საერთო ჯამში სომხეთის ენერგეტიკა სექტემბერში ისეთი აღარ არის, როგორიც მაისში იყო. გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, გაკეთდა ახალი ფსონები და ძალებიც ახლებურად გადანაწილდა.
თუ რა მოხდა “ელექტროქსელებთან” დაკავშირებით ყველამ იცის: გაუგებარია საიდან მოვიდა ეს მონოპოლისტი რუსული Интер РАО-ს შვილობილი კომპანია, საიდან დაგროვდა ასობით მილიონი აშშ დოლარის ვალი, მოსახლეობისთვის ტარიფების გაზრდა მოითხოვა, ამ ყველაფერს მოჰყვა მწვავე პროტესტი. ყოველივე ჯერ კიდევ ზაფხულში მოხდა, მაშინ, როდესაც პირველ ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “სომხეთის ელექტრო ქსელები” შეიძინა სამველ კარაპეტიანმა – იგი არის სომხური წარმოშობის რუსი მილიარდელი, Tashir Group-ის მფლობელი. ერთის მხრივ ელექტროქსელების აქტივების შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებდა საზოგადოებაში, თუმცა მათ სისტემატურად უარყოფდნენ. რამდენიმე თვეში გაფორმებული ხელშეკრულება მოულოდნელი აღარავისთვის ყოფილა. მეორეს მხრივ, ელექტროქსელების Tashir Group-ის კონტროლის ქვეშ გადასვლა მეტ კითხვებს აჩენს, ვიდრე პასუხებს.
შეგახსენებთ, თუ რაზე ვაჭრობდა Tashir Group-ი მთელი ამ დროის განმავლობაში? ჯერ კიდევ გაზაფხულიდან მოყოლებული სომხური და რუსული მედიით ჟონავდა ინფორმაცია, რომ ელექტროქსელებს შეიძენდა სამველ კარაპეტიანი. მაგრა Tashir Group-ში აცხადებდნენ, რომ ეს არ მოხდება და ეს მხოლოდ ჭორებია. ამის მიუხედავად სომხეთის ელექტროქსელები რუსეთის ხელში აღმოჩნდა. მართალია, ამ სომეხს ძმაც ჰყავს, კარენ კარაპეტიანი, რომელიც სომხეთის პარლამენტის დეპუტატი და სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრია. დამეთანხმეთ ამ ვითარების არგათვალისწინება ძნელია, როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ ინვესტორზე, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ქვეყნის მთელი ელექტროენერგიის განაწილებას.
საგამოძიებო ჟურნალისტიკის სომხური პორტალი Hetq.am-ი ამასთან დაკავშირებით საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელიც საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბიზნესმენი დათანხმდა საკუთარ თავზე მთელი დავალიანებიდან მხოლოდ 30 მლნ აშშ დოლარის გადახდა აიღოს, რომელიც სომხეთის ელექტროქსელებს დაუგროვდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიის საერთო დავალიანება შეადგენს 250 აშშ დოლარს, გამოდის, რომ Интер РАО-ს ინვესტიციით Tashir Group-ით ჩანაცვლება პრინციპულად არ აგვარებს პრობლემას, მხოლოდ დავალიანება მცირდება 12%-ით. ახალი ოპერატორი მენეჯმენტის გაუმჯობესების, ხარჯის სტრუქტურიზაციისა და სხვა საკითხების მოგვარების პირობას დებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ დაპირებებია.
ერთი სიტყვით, თუ ვაჭრობის საგნად მათემატიკური ნიშანი ± , რომელიც 30 მლნ აშშ დოლართან დგას, მაშინ ასე, თუ ისე, აქ ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ეს ვარაუდებია, თანაც მეტად სუსტი. საქმე იმაშია, რომ ჩვენთვის უცნობია ამ ვაჭრობის მონაწილეები. ფორმალურად ყველაფერი ლამაზად გამოიყურება. სომხეთის მთავრობამ თანამემამულე სამველ კატაპეტიანს აქტივების შეძენა სთხოვა… მაგრამ ერთი ნიუანსი გამოიკვეთა: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Tashir Group-ი ყიდულობს სომხეთის ელექტროქსელებს, ჯერ რუსეთის Интер РАО-ს პრესსამსახურმა გაავრცელა, შემდეგ კი Tashir Group-მა… მეორე დღეს კი სომხეთის მთავრობამ გასცა ნებართვა. შავით თეთრზე ეს ნიშნავს, რომ სომხეთის მთავრობისთვის არავის უკითხავს, ხელშეკრულება Tashir Group-სა და ქვეყანას შორის მის გარეშე დაიდო. ვინ დგას ყოველივე ამის უკან ჯერჯერობით უცნობია, როგორც უცნობია, რამდენია ეს “ვინ?” მაგრამ ამ როლზე არც თუ ისე ბევრი პრეტენდენტია. ეს ასევე შესაძლოა იყოს Интер РАО-ც. ასევე უცნობია ჯერჯერობით ჩრდილში მყოფი ინვესტორი, რომელიც შეიძენს სომხეთის ელექტოქსელებს უკვე სამველ კარაპეტიანისგან. საკმაოდ ბევრი ვარიანტი არსებობს.
თუ Hetq.am-მა სიმართლე თქვა, მაშინ რჩება მოუგვარებელი საკითხი დარჩენილ 220 მლნ აშშ დოლართან დაკავშირებით – ვიღაცამ ხომ უნდა გადაიხადოს ეს თანხა? სომხეთის მთავრობის სხდომაზე გამოაცხადეს აუდიტის პირველი შედეგები. დასკვნა ასეთია: ტარიფების 17%-იანი ზრდა გამართლებული ზომაა, თუ გავითვალისწინებთ კომპანიაში შექმნილ ვითარებას. ეს პროტესტის პირველი შტრიხია სახელწოდებით “უახლოეს მომავალში ტარიფების გარდაუვალი გაძვირება,” რომელსაც დაწერს და დამოუკიდებელი აუდიტი 2015 წელს მოაწერს ხელს. ეს თავის მხრივ ნიშნავს, რომ 220 მლნ აშშ დოლარს საერთო ჯამში მაინც გადაიხდიან ელექტროენერგიის მომხმარებლები. ეს ეხება, როგორც რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ტელევიზორები, კომპიუტერები, ფენი და უთოები, ასევე გადასახადების გადამხდელებს, რომლებსაც აქვთ მძიმე მრეწველობა, ათასობით სამუშაო ადგილი, ექსპორტი… წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს სამთო მრეწველობის კომპანიებისთვის ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე ორი ათეულით ფასის მომატება? ეს არის დარტყმა წელს ქვემოთ.
თუ კი ვალები მაინც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს, რისთვის გახდა საჭირო ამაში სამველ კარაპეტიანის ჩართვა? ერთი სიტყვით, Tashir Group-ი ერთ-ერთი რგოლია ამ ჯაჭვში, რომელიც არავინ ისიც საით მიდის.
ამ ფონზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სომხეთის მოსახლეობის პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაცია არ მოხდა. გენერალურ დირექტორის Интер РАО-დან შეცვლის გენერალური დირექტორი ვასია პუპკინი, რომელიც მართავს არა ინტერ რაოდან, მაგრამ საიდანღაც. ვალი რჩება, ფასები აიწევს და მერე? სამაგიეროდ ახლა ყველა, ვისაც არ ეზარება მიდის ბაღრამიანის გამზირზე და ქმნის სამოქალაქო ინიციატივას რაღასაცთან საბრძოლველად. ჟურნალისტებს უბრალოდ ეზარებათ აზრს მოკლებული თემის გაშუქება, ბაღრამიანის მიტინგები არ განმეორდება, მითუმეტეს, მალე აცივდება.
არის კიდევ მეორე მოვლენა- ვოროტანის კასკადის ამერიკელების მფლობელობაში გადასვლა… სომხეთის მთავრობამ მოიწონა სამივე (ტატევის, შამბსკისა და სტანდარიანის) ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მიყიდვა ამერიკულ კომპანია Contour Global-ისთვის. სომხეთში რატომღაც გამყარდა მოსაზრება, რომ ამ გაყიდვიდან ფული (180 აშშ $) სომხეთის ელექტროქსელების ვალების დაფარვას მოხმარდება. იდეალურ ქვეყანაში იდეალური მშვიდობა ასეც შეიძლება დამყარდეს. მაგრამ ამის წინაპირობა არ იკვეთება.
როგორც არ უნდა იყოს, აქ თავს იჩენს პასიური პრობლემა: გამოდის, რომ სამველ კარაპეტიანი რუსეთიდან, თავისი კომპანიის მეშვეობით შეიძენს სომხეთის ელექტროსადგურებს ამერიკელებისგან. სომხეთის ელექტროქსელები და მისი სტრუქტურები არ აწარმოებენ ელექტროენერგიას, ისინი მზა საქონელს ყიდულობენ ადგილობრივი მეწარმეებისგან და მოსახლეობას აწვდიან. ამერიკელებმა კი შეიძინეს აქტივები, რომლებიც სომხეთში ყველაზე იაფ ელექტროენერგიას აწარმოებს. უჩემოდაც იცით, როგორ უყვართ ამერიკელებსა და რუსებს ერთმანეთი, განსაკუთარებით ბოლო დროს?
სახეზე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი, ნელი მოქმედების ნაღმი. ამერიკულ კომანია Contour Global-ს სომხეთის ვოროტანის კასკადი და მთელი ეს თემა 180 მლნ აშშ დოლარი უჯდება, რუსული მხარე კი შესაძლოა ამას სხვაგვარად აღიქვამდეს. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კითხვები იყო, მაგრამ მათი რაოდენობა შემცირდა. აქ საქმე არც ენერგეტიკაში, არც მენეჯმენტსა და ელექტროენერგიაში, არამედ პოლიტიკასა და ფულში, რომელიც სადღაც უნდა ჩაიდოს. ვითარება იმდენად ჩახლართულია, რომ ძნელია იმის გარკვევა, თუ რა მოხდება ხვალ. უცხოელმა ინვესტორმა ყველაფერი წინასწარ იცის, სომხეთის მთავრობა კი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას მეორე დილით განიხილავს.
ისღა დაგვრჩენია სანამ არ გაძვირებულა ბატი-ბუტი მოვიმარაგოთ და დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. კინო თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ ყავის ნალექზე იმკითხაოთ. ეფექტი იგივეა.