ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, 23 წლის ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი “მედუზა”, მსოფლიოში წამყვან Sotheby’s არტაუქციონზე მოხვდა, რომელიც ნიუ-იორკში ოქტომბერში გაიმართება.
თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ლევანი შარშან წარმატებით ჩიარიცხა ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში და 30 000 დოლარიანი საგრანტო ჯილდოც მოიპოვა. იგი განათლებისა და კულტურის სამინისტროების მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებული ვიზუალური ხელოსვნების სამაგისტროს სასწავლებელის პირველი ქართველი სტუდენტია.
ნიუ-იორკში გატარებული ათი თვე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანისთვის წარმატებული გამოდგა. ამავე სასწავლებელში იგი მიმღები კომისიის რჩეული გახდა და 7 000 აშშ დოლარიანი სასტიპენდიო ჯილდო გადასცეს. მთელი წლის განმავლობაში ლევანი საქართველოს სახელით აქტიურად მონაწილეობდა ნიუ-იორკში გამართულ გამოფენებსა და მნიშვნელოვან სახელოვნებო პროექტებში. 2014 წლის ბოლოს კი ამერიკელ, ევროპელ და აზიელ ხელოვანებს შორის, აკადემიის მთავარი “Portrait Scholarship Award 2015”-ის ჯილდოს, 10 000 აშშ დოლარის მფლობელი გახდა. ეს ჯილდო დღემდე არც ერთ ქართველ ხელოვანს არ მიუღია.
“ძალიან მინდოდა მაგისტრატურა ევროპაში, ან ამერიკაში გამეგრძელებინა, თუმცა მაინც ევროპაზე ვფიქრობდი, რადგან ევროპული კულტურა გაცილებით ახლოს არის საქართველოსთან. მაგრამ ნიუ-იორკის აკადემიამ დამაინტერესა და ძალები მოვსინჯე, გავაგზავნე პორფელიო. ძალიან ბევრი წლობით აგზავნის მანდ თავის პორტფელიოს დადებითი პასუხის მოლოდინში. სპეციალურმა კომისიამ შეაფასა ჩემი ნამუშავრები და დროზე ადრე შემატყობინეს დადებითი პასუხი, “- აცხადებს ლევან სონღულაშვილი.
თბილისის სამხატვრო აკადემიაში მან გრაფიკის მიმართულება დაამთავრა, თუმცა ნიუ-იორკში მაგისტრატურას ფერწერის მიმართულებით განაგრძობს. ახალგაზრდა ხელოვანისთვის მნიშვნელოვანი არ არის მატერია. ადამიანის პორტეტის შექმნისას აინტერესებს არა მისი მისი ფიზიკური გარეგნობა, არამედ სულიერი სიღრმე. როგორც თავად ამბობს, – ადამიანის გარეგნობის მიღმა გადის. ამიტომ მის მიერ შექმნილი პორტრეტების სერია მოიცავს ეგზისტენციალურ თემატიკას. ეს არის ადამიანის არსებობისა და რაობის განზოგადებული თემებით სიმბოლური ხასიათის პოტრეტები.
ლევანის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ და მსოფლიოში ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებს ამშვენებს. ყოველწლიურ “Deck The Wall” -ის ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ლევანის ნამუშევრები წარმატებით იყიდება. 2015 წლის ზაფხულში ასეულობით აპლიკანტიდან, სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს შორის, ჯეფ კუნსმა არჩევანი სწორედ მასზე გააკეთა და მანჰეტენში თავის კომპანიაში უმნიშვნელოვანეს პროექტზე მუშაობა შესთავაზა.
ლევან სონღულაშვილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო “Tribeca Ball 2015”, სადაც ხელოვნების ცნობილი სააუქციონო სახლების, ასევე “ნიუ-იორკ თაიმსის”, “არტ ინ ამერიკას,” “უო სთრით ჯორნალის”, “ნიუ-იორკერის” რედაქტორები და მათი წარმომადგენლები, ხელოვნების კრიტიკოსები, მხატვრები და ჰოლივურიდს ვარსკვლავები იყვნენ მიწვეულნი. სტუმრები ქართველი მხატვრის სახელოწნოს ესტუმრნენ, სადაც მნიშვნელოვანი ურთიერთობები დაამყარა.
ლევანის სახელოსნოს სტუმრობდა მსახიობი ბრუკ შილსიც, მას ნამუშევრის შეძენა სურდა, მაგრამ მსახიობის მისვლამდე სურათი რამდენიმე წუთით არდე ამერიკელმა არტ კოლექციონერმა შეიძინა. მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველ მხატვართან შეხვედრა “Tribeca Ball 2016”-ისთვის დაგეგმა.
როგორც თავად ლევანი ამბობს, “Tribeca Ball”-ი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ, რამდენიმე დღის შემდეგ იაპონელი კოლექციონერებისგან მიიღო შეკვეთა. მათ ქართველი მხატვრის ნამუშევრები ტოკიოსა და ნიუ-იორკის გალერეებისთვი სურდათ.
ლევან სონღულაშვილის შემოქმედები გერმანელები დაინტერესდნენ და იგი მიუნჰენში მიიწვიეს. იქ “ობააგამოს” დიდ თეატრში ორი თვე გაატარა, სადაც გააფორმა სპექტაკლი “იოზეფი და მისი ძმები”. გერმანიაში ყოფნისას მხატვარი გაეცნო უახლესი ისტორიიდან მნიშვნელოვან ადგილებს. ერთ-ერთი ასეთი იყო, დაჰაუში პირველი საკონცენტრაციო ბანაკი, რომლის მონახილებისას მძიმე ტრაგისზმის მომცველი შოკი მიიღო და შთაბეჭდილებები მაშინვე მხატვრის ტილოზე გადაიტანა. “იქვე შევქმენი ნამუშევარი, რომელმაც საკმაოდ მოწონება დაიმსახურა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ეს ემოცია განელდებოდა და ის უკვე ყალბი იქნებოდა,”- აცხადებს ლევან სონღულაშვილი.
ლევანს არ უყვარს საკუთარი ნამუშევრების გასხვისება, მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ვისთან იდებს ბინას მისი ნახატი. მაგრამ უკვე იმდენი ნამუშავრი დაუგროვდა, რომ გადაწყვიტა მისგან “გათავისუფლდნენ და სხვასთან დაიდონ ბინა.”
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ქართველ მხატვარს ბევრი შეთავაზება აქვს. ნიუ-ორლეანის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, მუსიკოსმა შერონ მარტინმა, 2016 წლისთვის ლევანს მისი შემოქმედების ექსპოზიციის მოწყობა შესთავაზა ჯაზის სამშობლოში, სადაც ვიზუალური ხელოვნების რამდენიმე პროექტი განხორციელდება.
პერსონალური გამოფენის მოწყობა ქართველ მხატვარს ნიუ-იორკის ჩელსის გალერეებმაც შესთავაზეს. ლევანს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ექსპოზიციას უახლოეს მომავალში განახორციელებს.