უკვე ათასი წელია კაცობრიობა იყენებს ძველი რომაელების მიერ დამკვიდრებულ ფრაზას – “გინდა მშვიდობა – მოემზადე ომისთვის”. ამ ერთი შეხედვით, პარადოქსალურ პოლიტიკას, თვისი ლოგიკური საფუძველი აქვს. მართლაც, თუ გყავს ძლიერი არმია, რომელიც ნებისმიერი აგრესორის თავდასხმისგან დაგიცავს,დარწმუნებული იყავი, რომ შენს საზღვრებზე მშვიდობა შენარჩუნდება და ევრავინ გარისკავს მის დარღვევას, საუკუნეების განმავლობაში ადამიანები იმდენად მიეჩვივნენ ამ გამოგონებულ ფორმულას, რომ ისინი სრულიად აშკარა ფაქტებსაც ვეღარ ამჩნევენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ აფორიზმის ავტორები არიან რომაელები, რომლებიც მშვიდობისმყოფელობით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ და მთელი მათი ისტორია მოიცავს ტერიტორიების უპრეცედენტოდ გაფართოებისთვის და შემდეგ მათი შენარჩუნებისთვის ბრძოლებს. ეს ლამაზი ფორმულა სულაც არ ნიშნავდა მშვიდობისკენ სწრაფვას. რომაელებმა ამგვარად სამხედრო მისწრაფებები შენიღბეს, რითაც მომავალში საკუთრი აგრესია გაამართლეს.
რომის იმპერია დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, რასაც ვერ ვიტყვით პრინციპზე, რომელიც ჩვენს რეალობაშიც შესანიშნავად მოქმედებს. ამის ნათელი მაგალითია ცოტა ხნის წინ დასრულებული მარავლანციონალური წრთვნები “ღირსეული პარტნიორი -2020”, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უკვე 5-ჯერ ჩატარდა. ღონისძიება სადღესასწაულოდ და პომპეზურად გაიხსნა და დაიხურა. მასში საქართველოს ყველა მაღალჩინოსანი მონაწილეობდა, ხოლო მაღალი ტრიბუნიდან დამწრეების წინაშე წარსდგნენ: საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე ყოფილი პრემიერ მინისტრი, ქვეყნის მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მხოლოდ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების მონაწილეობა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის ასეთი სამხედრო წვრთნების ჩატარება.
ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, ეს ალბათ, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მთავრობის ქმედებები არ იწვევს ისტერიულ კრიტიკას შეურიგებელი ოპოზიციის მხრიდან, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე მისგან გამოყოფილი, მაგრამ მაინც მასთან სრულ კავშირში არსებული სხვა ოპოზიციური პარტიების სახით. ერთადერთი მიზეზი, რამაც ოპოზიცია აიძულა ჩუმად ეღრჭიალა კბილები, არის ის, რომ “ძვირფასი სტუმრები” სწორედ მათ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელობას უნდა მიეღოთ და გვერდიდან არ ეყურებინათ, როგორ გააკეთებდნენ ამას მათთვის საძულველი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. საქართველოს ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში “ღრმა და მხურვალე მადლიერების გრძნობა” გამოსჭვიოდა მათ მიმართ, ვინც საქართველოს ასეთი “ძვირადღირებული ორკვირიანი საჩუქარი” მიართვა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს სამხედროები და სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა. არსებობს კიდევ ლეგიტიმური სიამაყის გრძნობა, რომელიც “თავისუფლებისა” და “დემოკრატიის” ჯარისკაცებთან ერთად დგომამ აღძრა.
თუმცა, აშშ-ს სამხედრომოსამსახურეების გარდა, წრთვნებში ფრანგი, დიდი ბრიტანელი და პოლონელი კოლეგებიც მონაწილეობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად ქართული მადლიერება დიდწილად აშშ-ს ერგო.
“მადლობას ვუხდი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს და მეგობრულ ქვეყნებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში მათ მტკიცე დახმარებისთვის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
აქ კომენტარის გაკეთება ზედმეტია. თუმცა, თითოეულს უნდა ესმოდეს, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიონი ერთია, ხოლო მეგობრული ქვეყნები, თნდაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, რომ აღარაფერი ვთქვათ “ძმურ” პოლონეთზე, სულ სხვაა. როგორც ოდესაში ამბობენ: ორი დიდი განსხვავება.
ბუნებრივია, ქართული ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებში მუდმივად უნდა გაჟღერებულიყო მთელი ქართული პოლიტიკური სივრცის ცისფერი ოცნება “ნატო”-ში გაწევრიანების თაობაზე. აქ საუბარია, სუფთად ფორმალურ გაწევრიანებაზე, რადგანაც პრაქტიკულად საქართველომ უკვე დიდი ხანია ცალმხრივად თავის თავზე აიღო ნატოს სრულუფლებიანი წევრის ფუნქციები და ისეთი გულმოდგინებით ასრულებს, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დანარჩენ წევრებს არც კი დასიზმრებიათ.
“საქათველო ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს და ჩვენ ნატოში შესასვლელად სტრატეგიულად მზად ვართ. 2020 წლის პარლამენტის სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების შემდეგ ჩვნ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია და რომ ქვეყანა სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას”, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძეს იმის შეხსენება არ აწყენდა,რომ თანამედროვე სამყაროში, პირველ რიგში, ნატოს ძალისხმევით, სამართლიანობის თემა – ეს არის “საუბრები ღარიბების სასარგებლოდ”. საქართველოს პარლამენტის სახელით მრავალნაციონალური წრთვნების წარმატებით დასრულების მილოცვის შემდეგ, მან განაცხადა, რომ “დეოკრატიის განმტკიცების” და “დაცვის”, ასევე “ეკონომიკის განვითარებით“, ხელისუფლება ქმნის “საუკეთესო მომავალს ქვეყნისა და მისი შვილებისთვის”. ეს გასაგებიცაა. აბა, ვინ უარყოფს “წრთვნების ყველაზე ხელსაყრელ გავლენას “ეკონომიკის განვითარებასა და მისი შვილების ბედნიერებაზე”.
ყველა გამომსვლელი, ცხადია, მაღალთანამდებობის პიროვნება იყო, მაგრამ დასკვნით აკორდად ქართული პოლიტიკის “ყველაზე მნიშვნელოვანი და პატივცემული პიროვნების”, აშშ-ს ელჩის საქართველოში კელი დეგნანის სიტყვები გაისმა.
“წრთვნები გულისხმობს არა მხოლოდ ჩვენი ძალების ორმხრივი თავსებადობის განვითარებას, არამედ მკაფიო გზავნილს, რომელიც ეხება პანდემიის მიუხედავად წრთვნების ორგანიზების შესაძლებლობას და ასევე ნებისმიერი აგრესორის შეკავების მკაფიო სიგნალს”, – განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც წრთვნების “ღირსეული პარტნიორი 2020”-ის დახურვის ცერემონიალს დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად სამხედრო წრთვნების გახსნაზე განაცხადა, რომ ისინი ვიღაცის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისაკენ. როგორც დიდმა ანტონ ჩეხოვმა თავის დროზე თქვა, პირველ მოქმედებაში კადელზე დაკიდებული იარაღი მესამე მოქმედებაში აუცილებლად გაისვრის. თუმცა კლასიკოსი სხვა რამეს გულისხმობდა. სამხედროებმა შესანიშნავად იციან, რომ იარაღი ისვრის და ამის ალბათობა პირდაპირპროპორციულია ქვეყნის მილიტარიზაციის და შეირაღების ზრდასთან.
სამხედრო წრთვნები და მანევრები ყოველთვის კონკრეტულად ვიღაცის წინააღმდეგაა მიმართული. აბსტრაქტული სამხედრო მანევრებით ან საბავშვო ბაღის ბავშვები და ან ფსიქიატრიულის პაციენტები ერთობიან. აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა დიპლომატიური არაფრის მთქმელი სიტყვებისგან თავი შეიკავა და ჯარისკაცული გულწრფელობით თითი გაიშვირა პირდაპირ “აგესორისკენ”, რომელიც უნდა გააფრთხილო. მან ისიც ახსენა, რომ წრთვნები პანდემიის პირობებში მიმდინარეობდა.
ელემენტარული ლოგიკა და უბრალო სიფრთხილე, ალბათ, წრთვნების გაუქმების, ან უფრო ხელსაყრელ დროს გადადების სურვილის საბაბი იქნებოდა. გასული თვეების განმავლობაში საქართველო კორონავირუსს წარმატებით უმკლავდებოდა, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებიდან ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. ხოდა, იმტვრიეთ ახლა თავები, შემთხვევითია ეს თუ კანონზომიერება…
დავით კუპატაძე