Illustration: rbc.ru

ამ დღეებში აზერბაიჯანში ისეთივე ვითარებაა, როგორც პანდემიის დასაწყისში. ახლად, ისევე როგორც მაშინ, მოსახლეობის თვალებში პანიკა იგრძნობა და ეჭიდებიან იმედს იმისას, რომ ეს ყველაფერი საშინელი სიზმარია და მალე ყველაფერი დასრულდება. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ორთვიანი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ, მთავრობამ კარანტინის შესუსტების გადაწყვეტილება მიიღო. მოსახლეობამ ცოტათი ამოისუნთქა და აზერბაიჯანში ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მაგრამ ძალიან მალე დაინფიცირების სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა, ეპიდ.ვითარებამ ოპერატიული შტაბი აიძულა მოსახლეობისთვის კარანტინის კვლავ გამკაცრების შესახებ ეცნობებინა. Dalma News-ის რედაქცია შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია დაავადებულთა მკვეთრი ზრდა და არის თუ არა ეს COVID-19-ის გავრცელების მეორე ტალღა.

ამის შემდეგ, მთავრობამ გადაწყვიტა ხალხისთვის სახლებიდან გასვლა სრულად აეკრძალა ბაქოში, სუმგაითში, გიანჯში, ლნკიარისა და აბშერონსის რაიონში. გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ ორ შემთხვევაში: გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ახლო ნათესავის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობა. უქმეებზე დახურეს ყველა მაღაზია, აფთიაქი, კვების ობიექტები, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აიკრძალა საკუთარი ავტომობილით გადაადგილებაც. მუშაობა არ შეუწყვეტიათ საავადმყოფოებს, სამართალდამცავ ორგანოებს, კომუნალურ და საავარიო სამსახურებს, ასევე უწყვეტ წარმოებას. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლი აზერბაიჯანის შსს-ს დაევალა.

 

“დამრღვევები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციული სასჯელაღსრულების კოდექსის 211,1 მუხლის შესაბამისად (ითვალისწინებს ეპიდ.საწინააღმდეგო, სანიტარულ და საკარანტინო რეჟიმს), 100-დან 200 მანათამდე (დაახლოებით, 58-117 აშშ.დოლარი) დაჯარიმდებიან. პოლიცია იმ ქალაქებისა და რაიონების თითოეულ პერიმეტრს გააკონტროლებს, სადაც შეზღუდვები დაწესდება. ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები. ჩვენი მიზანია – არა მოსახლების დაჯარიმება, არამედ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამიტომ, იმედი გვაქვს, მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებას შეგნებით შეხვდება”, – განაცხადა შსს-ს პრეს.სამსახურის ხელმძღვანელმა ეხსან ზახიდოვმა.

ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. პარასკევს ბაზრებსა და მაღაზიებში სერიოზული აჟიოტაჟი იყო. ხალხი საკვებს და პირველადი მოხმარების ნივთებს სტიქიურად ყიდულობდა. მაღაზიების თაროები თითქმის სულ დაცარიელდა. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საკვების ასეთი მასიური შეძენა მიუღებელი იყო.

“ორი დღე ხომ ერთი თვე არ არის. უქმეებზე ხორცის და ცომეულის გარეშე, არავინ მოკვდება შიმშილით. რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი და ხელოვნურად საფრთხის შექმნა”, – წერდნენ სოც.ქსელის მომხმარებლები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი იტყობინება, რომ ინფიცირებულების მკვეთრი ზრდა მოსახლეობის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით არის გამოწვეული.

“მიმდინარე წლის 4 მაისიდან კარანტინის რეჟიმის შესუსტების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები უსაფრთხოების წესებს და კარანტინის რეჟიმს არ იცავდნენ, რამაც დაინფიცირების შემთხვევების მატება გამოიწვია”, – იტყობინება ოპერატიული შტაბი. 

დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა 7 ათასი ადამიანი იყო. შტაბის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონა ვირუსზე დაახლოებით 330 ტესტი ჩატარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზერბაიჯანული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ჰანდე ჰარმანჯის აზრით “სრული იზოლაციის შედეგები 10-14 დღეში გამოვლინდება”. მთავრობა არ გამორიცხავს, რომ დაინფიცირების სტატისტიკის ნეგატიური დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში სრული იზოლაცია კვლავაც გაგრძელდება და მომავალ უქმეებზე ის ქვეყნის სხვა რეგიონებსაც შეეხება.

კარანტინი – პრობლემების მოგვარებას არ ნიშნავს 

Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში ჰამიდ ჰაჯიაგაევმა თქვა ისიც, თუ რატომ მიაჩნია საკარანტინო ზომები უშედეგო და რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს შემოდგომაზე „მეორე ტალღასთან“ დაკავშირებით.

– კარანტინის რეჟიმის შესუსტების დასაწყისიდან აზერბაიჯანში თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება COVID-19-ის გავრცელების ანტირეკორდები. ეს რასთან არის დაკავშირებული?

– მცდარია ის აზრი, რომ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის წყალობით შესაძლებელია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის გავრცელების შეჩერება. ეს ზომები საჭირო იყო იმისათვის, რომ მოგვეგო დრო და შეგვესუსტებინა მასობრივი დაინფიცირება. მსოფლიოში რომელი ინფექცია დამარცხდება სახლში ჯდომით? – არცერთი. კორონა ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი მხოლოდ დაინფიცირების შემდეგ ჩამოყალიბდება. ასე, რომ პრობლემა მაშინ მოგვრდება, როცა მთელი მოსახლეობა ამ ვირუსს გადაიტანს. COVID-19-ის გავრცელების ანტირეკორდი ნორმალურია და ვითარებაც ცხადია. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, მაშინ გრიპის, ტუბერკულიოზის, წითელას, ჩუტყვავილას წინააღმდეგაც ასე უნდა გვებრძოლა, რადგანაც ამ დაავადებებისგან გამოწვეული გართულებები ბევრად უფრო საშიშია, განსაკუთრებით, ბავშვებში.

ჰამიდ ჰაჯიაგაევ

 – რა დამოკიდებულება გაქვთ კარანტინის რეჟიმის გამკაცრებასთან და კერძოდ, უქმე დღეებში მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით?

– ეს უაზრო გადაწყვეტილებაა. განა კორონა ვირუსი მხოლოდ უქმე დღეებში მძვინვარებს?! იმის გამო, რომ მოსახლეობა უქმე დღეებში სახლში იქნებოდა გამოკეტილი და საკვების საყიდლად მაღაზიაშიც კი ვერ შეძლებდა გასვლას, ხუთშაბათს და პარასკევს მასობრივად გამოვიდნენ ქუჩებში: ზოგი სეირნობდა, ზოგი მაღაზიებში საკვების საყიდლად დადიოდა. გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებამ მოსახლეობაში მხოლოდ ნეგატიური აჟიოტაჟი გამოიწვია. 

– ინფიცირებულების რიცხვის ამჟამინდელი ზრდა შეიძლება ვირუსის გავრცელების მეორე ტალღად ჩაითვალოს?

– ერთმნიშვნელოვნად არა. გრიპის, ან ადენოვირუსის რამდენი ტალღა არსებობს წელიწადში? ეს დღემდე არავის დაუთვლია და არც ამის გამო გამოცხადებულა მსოფლიოში საგანგებო ვითარების რეჟიმი. წლის განმავლობაში სხვადასხვა დაავადებას თავისი პიკი და დაღმასვლა აქვს და კაცობრიობა ინფექციებთან ჰარმონიაში ცხოვრობს. სახლში ჯდომა და იმის ლოდინი, თუ როდის დადგება ვირუსის პიკი, ან დაღმასვლა – უაზრობაა. საერთოდ, მოსახლეობის უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს დაინფიცირების და სიკვდილიანობის სტატისტიკა. გგონიათ, მსოფლიომ ებოლა, ღორის, ან ფრინველის გრიპები დაამარცხა? – რა თქმა უნდა, არა! უბრალოდ, ინფიცირებულებზე ყოველდღიურად არავინ საუბრობს, არც მედია აშუქებს ამ ამბავს, არც შესაბამის ტესტებს იღებენ ამა თუ იმ ინფიცირებულებისგან. ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ეს ვირუსები აღარ არსებობს.

– არსებობს მოსაზრება, რომ მოკლე დროში მსოფლიოში ვითარება გაუარესდება. კარანტინი საჭიროა შესაბამისი პალატების მოსამზადებლად, ხელოვნური სუნთქვის აპარატების მოსამარაგებლად, რადგანაც შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება…

– გარკვეულწილად გეთანხმებით. კერძოდ, პალატების მომზადების საკითხში, რადგანაც კარანტინის დაწესებას სხვა ახსნა არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ შემოდგომა და ზამთარი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონია, ვერც კორონა ვირუსის გავრცელებას გავექცევით. თუ მთავრობა “მეორე ტალღის” თავიდან აცილების მიზნით, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ხალხს ისევ სახლებში ჯდომას აიძულებს, მაშინ სხვა კატასტროფასთან გვექნება საქმე. ეს არის ეკონომიკური კრიზისი და განათლების სისტემის სერიოზული პრობლემები. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს რაიმეში დადანაშაულება არასწორი იქნება, რადგანაც მთავრობა მსოფლიო მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებს.

ირადა იმანოვა