ყოველი ისტორიული მოვლენა თავის სიმბოლოს იძენს. დიდმა სამამულო ომმაც, რომელშიც საბჭოთა კავშირის მაშინდელი ყველა ხალხი არა მხოლოდ თავისუფლების და დამოუკიდებლობის, არამედ საკუთარი სიცოცხლის დაცვისთვის იბრძოდა, რის დავიწყებასაც ბოლო დროს ძალიან ცდილობენ, თავისი სიმბოლო შეიძინა. ამ სიმბოლოდ იქცა ორი ახალგაზრდა სერჟანტი: მელიტონ ქანთარია და მიხეილ ეგოროვი. სწორედ ამ ორ ახალგაზრდას მოუწია რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშის აღმართვა, რითაც გერმანული ფაშიზმის კუბოს სახურავზე სიმბოლური ბოლო ლურსმანი დააჭედეს.
საერთო ჯამში, რაიხსტაგზე ასატანად გამარჯვების სიმბოლო 9 ჯგუფს ჰქონდა. მათგან ქანთარია და ეგოროვი ყველაზე იღბლიანები აღმოჩნდნენ, თუმცა მათ ეს წარმატება თავიანთ სამხედრო ცხოვრებით დაიმსახურეს.
მიხეილ ეგოროვი 1923 წლის 5 მაისს, სმოლენშინეს სოფელ ერმოშენკოში უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ კოლმეურნეობაში მუშაობდა. სმოლენსკის ოლქის ოკუპაციის დროს ფაშისტების წინააღმდეგ პარტიზანთა ქვედანაყოფში იბრძოდა და მზვერავად მსახურობდა.
პარტიზანები მტერს წუთით არ აძლევდნენ მოსვენებას და ბატონებად თავს არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრძნობინებდნენ. 1944 წლის დეკემბრიდან, ისევე როგორც პარტიზანების უმრავლესობა, აღნიშნული ქვედანაყოფიც მოქმედ არმიად ჩამოყალიბდა. ამგვარად, ეგოროვი 150-ე დივიზიის 756-ე მსროლელთა პოლკის მზვერავი გახდა. მაშინ არავინ უწყოდა, რომ რამდენიმე თვეში ნაცისტურ იმპერიაზე გამარჯვების სიმბოლოს აღმართვაში მონაწილეობას სწორედ ამ დივიზიის ჯარისკაცი მიიღებდა.
მელიტონ ქანთარია 1920 წლის 5 ოქტომბერს, სოფელ ჯვარში, უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა. დაწყებით განათლების მიღების შემდეგ, ჯარში გაწვევამდე 1938 წელს კოლმეურნეობაში მუშაობდა. ომში 1941 წლის დეკემბრიდან იბრძოდა. იგი პირველი ბელორუსული ფრონტის მესამე თავდამსხმელი არმიის 756-ე მსროლელთა პოლკის 150-ე მსროლელთა დივიზიის მზვერავი იყო.
ეგოროვისა და ქანთარიას ჯგუფს ა.პ. ბერესტი ხელმძღვანელობდა. ამგვარად, ორი სერჟანტის სახრლი კაცობრიობის მსოფლიო ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა. ისინი თავიანთი პატიოსანი სამხედრო ცხოვრებით კოლექტიური და მილიონობით საბჭოთა ადამიანის გმირობის სიმბოლოდ იქცნენ.
1946 წლის 8 მაისს სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის განკარგულებით, რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშის აღმართვისთვის მელიტონ ქანთარიას და მიხეილ ეგოროვს საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები მიანიჭეს. სამშობლოს უმაღლესი ჯილდოს მინიჭებას ეს ადამიანები საერთოდ არ შეუცვლია. მშობლიურ მხარეში დაბრუნების შემდეგ, ეგოროვი რუდნიანის რძის და კონსერვის ქარხანაში მუშაობდა, ხოლო ქანთარია – კოლმეურნეობაში, სადაც 1965 წლამდე დურგალთა განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
1965 წელს ქანთარიამ და ეგოროვმა, თავიანთ მეთაურთან – კონსტანტინე სამსონოვთან ერთად მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დროშა ჩაატარეს. სწორედ ამ შემადგენლობით იგივე მსვლელობა ჰქონდათ 1970 წლის პირველ მაისს, მოსკოვში მშრომელთა დემონსტრაციაზე.
მიხეილ ეგოროვი 52 წლის ასაკში, 1975 წელს 20 ივნისს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამგვარად, ეგოროვი, რომელიც მთელმა ქვეყანამ დაიტირა, მისი დაშლის მოწმე ვერ გახდა და ვერც იმას მოესწრო, თუ როგორ ცდილობენ დიდებული გამარჯვების ტალახში ამოსვრას და ისტორიის ფალსიფიცირებას. ეგოროვი, ვერც იმას მოესწრო, თუ როგორ ჩამოართვეს 1992 წელს ბერლინის საპატიო მოქალაქის წოდება, რომელიც ფაშიზმისგან გერმანელი ხალხის განთავისუფლებისთვის მიენიჭა. როგორც ჩანს, 1992 წელს, დასავლეთში ფაშიზმი უარყოფით მოვლენად ფორმალურადაც კი აღარ ითვლებოდა.
კიდევ უფრო ტრაგიკული იყო მელიტონ ქანთარიას ცხოვრება. იგი აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირეში დასახლდა. იყო საქართველოს სსრ მე-2 – მე-6 მოწვევის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
საბჭოთა კავშირის დაშლამ ქართულ-აფხაზური ომი შესაძლებელი გახადა. ქანთარია იძულებული გახდა ოჯახთან ერთად თბილისში გაქცეულიყო. 1993 წელს, ქანთარია თავის დიდ ოჯახთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მსგავსი ატმოსფერო დახვდა. რუსეთის მაშინდელ ხელისუფლებაში მოდური იყო ტერმინი “წითელ-ყავისფრები”. უკვე მაშინ, დასავლეთი და მასთან უნისონში მომღერალი სხვა ქვეყნები, ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის ტოლობის ნიშნის დასმას ცდილობდნენ. რუსეთში ვეტერანთა კომიტეტის დახმარებით, მელიტონ ქანთარიამ თავისი დიდი ოჯახისთვის გარეუბანში, დროებით საცხოვრებლად ერთოთახიანი ბინა მიიღო. ვეტერანებმა იმდენს მიაღწიეს, რომ სამამულო ომის გმირი საშეღავათო რიგში მოახვედრეს, თუმცა თავად მელიტონი ამას ვეღარ მოესწრო. 1993 წლის 26 დეკემბერს მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე, სადაც იგი დევნილის სტატუსის მისაღებად მიდიოდა, მატარებელში გარდაიცვალა. სამგლოვიარო დარბაზში, სადაც პანაშვიდი ჩატარდა, ოფიციალური პირებიდან არავინ მისულა. აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, მისი საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალვა ვერ მოხერხდა. მელიტონ ქანთარია 1994 წელს, თავის მშობლიურ სოფელ ჯვარში, მესამე სკოლის ტერიტორიაზე გადაასვენეს.
1945 წლის მაისში, თითქოს ყავისფერი ჭირი სამუდამოდ განადგურდა. დღეს უკვე ცხადია, რომ არც ასეა საქმე. მელიტონ ქანთარიას პირადი ტრაგედია დიდი გამარჯვების გმირების დაცინვის ამჟამინდელ ამაზრზენ ფაქტებს და ისტორიის გაყალბების მცდელობას ეხმიანება. ცხადია, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბალტიისპირეთში და უკრაინაში ღიად წამოყვეს თავი ფაშისტურმა ნაკლოვანებებმა და უმოწყალო ომი გამოუცხადეს ძეგლებს, იქნება ეს ბრინჯაოს ჯარისკაცი, თუ ცნობილი მეთაურები: ჩერნიახოვსკი, ვატუტინი, კონევი.
ცნობილი მარშალის, რომელმაც პრაღა გადაარჩინა, ძეგლი ჩამოაგდეს და იმდენსაც კი ბედავენ, რომ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გამოხატულ ნეგატიურ რეაქციაზე. ცხადია, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ჩეხოსლოვაკია ჰიტლერს ყოველგვარი გასროლის გარეშე ჩაბარდა. სლოვაკები მთელი ომის განმავლობაში იბრძოდნენ, ხოლო ჩეხები ვერმახტს ნებაყოფლობით ემსახურებოდნენ. თავიანთი გმირული აჯანყება ოკუპანტების შემდეგ, მათ ბერლინის დაცემიდან სამი დღის შემდეგ დაიწყეს, ხოლო მოკავშირეებად აირჩიეს ვლასოველების დივიზია, რომელიც ასევე ერთგულად ემსახურებოდნენ ჰიტლერს. იქნებ, უკეთესიც იყოს ამ ძეგლების აღება, რადგანაც ბრინჯაოს ჯარისკაცებსაც კი არ ესიამოვნებათ მათ გარშემო არსებული უმადური ატმოსფერო. ივან კონევის ძეგლი – პრაღისთვის დიდი პატივია, თანაც აბსოლუტურად დაუმსახურებელი.
სამწუხაროდ, საქართველოში დღეს, ფაშისტი გარეწრები წმინდა გიორგის ლენტების დახევას ცდილობენ და ერთმანეთს უყვებიან ზღაპრებს იმის შესახებ, რომ გერმანელების გამარჯვების შემთხვევაში ისინი მერსედესებით იმგზავრებდნენ და ბავარიულ ლუდს დალევდნენ. მათთვის უაზრობა იქნება იმის ახსნა, რომ ისევე, როგორც სხვა „უნტერმენშებს“ მათაც მოუწევდათ დაპროექტებულ გიგანტურ საკონცენტრაციო ბანაკებში ამოხოცვა, რათა საცხოვრებელი სივრცე არიული რასისთვის გაეთავისუფლებინათ.
საბედნიეროდ, ამ ადამიანებს ქართველ ხალხთან საერთო არაფერი აქვთ. ქართველი ერი – ეს არის მფრინავი ჭიჭიკო ბენდელიანი, რომელმაც ფაშისტების არაერთი თვითმფრინავი და ბომბდამშენი გაანადგურა, ნაღმტყორცნი ვაჟა ლეჟავა, რომელმაც თავი მტრებთან ერთად აიფეთქა, შოთა გამცემლიძე, რომელიც მტრის ტანკს ყუმბარების შეკვრით შეუვარდა და სხვანი, რომლებმაც ფაშიზმი დაამარცხეს. ამ დიდებული ქართველი გმირების სიაში ყოველთვის განსაკუთრებულად იბრწყინებს მელიტონ ქანთარიას სახელი.
დავით კუპატაძე, სპეციალურად Dalma News-სთვის