ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება. საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალა, “ქართული ოცნების” სახით, ძალ-ღონეს არ იშურებს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოს. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ქართული ღვინის გატანა ხერხდება.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ჩინელები ტრადიციულად, ღვინის აქტიური მომხმარებლები არ არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ბაზარი საქართველოსთვის უპერსპექტივოა. თანამედროვე სამყაროში ღვინო ყოველდღიურობის შემადგენელ ატრიბუტად იქცა, დასავლეთში ღვინის საკვებთან შეხამების ტრადიცია არსებობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ღვინო კომპლექსურია და ბევრ კერძს უხდება, თანაც მრავალფეროვნება არც ქართულ სამზარეულოს აკლია, შესაძლოა ქართულმა ღვინომ შეხების წერტილები ჩინელების მდიდარ სამზარეულოსთანაც მონახოს.

Грузинское вино было представлено на международной выставке CIADE 2016 в Китае

ჩინელების ტრადიციული სასმელია ბეიჯუ, რომელსაც სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურისგან აყენებენ. სპეციალისტების თქმით, ის ქართულ არაყს წააგავს, მაგრამ უფრო არომატულია. ღვინო თანდათან იძენს პოპულარობას თანამედროვე ჩინელ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით კი ქალებში.

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინო აქტიურად 2014 წლიდან გადის. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აქტიურად მართავენ შეხვედრებს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსთან, რომელიც ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას უწევს კოორდინაციას, ასევე, სამთავრობო და ბიზნეს წრეებთან, ორგანიზაციებთან, რომლებსაც ჩინურ ბაზარზე დიდი გავლენა აქვთ, ერთი სიტყვით ხვდებიან ყველას, ვისაც ამ სფეროში სიტყვა ეთქმის.

“ჩინეთის ბაზარი მეტად სპეციფიკურია, რადგან იქ ძალიან ბევრია სახელმწიფო საწარმო. მიუხედავად იმისა, რომ იქაც საბაზრო ეკონომიკაა, სახელმწიფოს კონტროლი და გავლენა მაინც დიდია. აქედან გამომდინარე, თუ სამთავრობო სტრუქტურებს არ დავაინტერესებთ, ძალიან გაურთულდება ქართულ ღვინოს იქ ფეხის მოკიდება”, – აცხადებენ სააგენტოში.

საქართველო ღვინის ექსპორტს მალე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 მილიონიანი მოსახლეობის, ჰუნანის პროვინციაში დაიწყებს, სადაც სიდიდით მესამე სავაჭრო ცენტრის გახსნაზე ქართული ღვინოც იყო წარმოდგენილი. ქართული ღვინის სივრცე ასევე გაიხსნა შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში მდებარე ღვინის ცენტრში, სადაც ამ ეტაპზე ქართული ღვინის 10 კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი.

4535345“შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების, კერძოდ, ჩინეთში ქართული ღვინის გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით”, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.

სტატისტიკას რაც შეეხება, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,3 მლნ ბოთლი (0,75) ღვინო, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-მდეა გაზრდილა.

ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ჩინეთში – 207%-ით (2 391 981 ბოთლი), საფრანგეთში – 332%-ით, აზერბაიჯანში – 217% -ით, ისრაელში – 150%-ით, ხოლო რუსეთში – 87%-ით. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულში არიან: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულში არიან: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ლატვია.

236871814როგორც Dalma News-ს საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ განუცხადა, მაისის ბოლოდან შევიდა ძალაში ცვლილება, რომელიც ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციაზე მოსაკრებლის მოხსნას გულისხმობს. მანამდე ქართული წარმოების ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ჩინეთში, 20%-იანი დაბეგვრით შედიოდა, რაც გავლენას ახდენდა ფასწარმოქმნაზე. ზოგი პროდუქცია კი 30-40 %-ზე მეტითაც იბეგრებოდა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ ეს სასიკეთო ცვლილება სერიოზული მოტივაცია იქნება ინვესტორებისთვის. დაინტერესდებიან საქართველოში საწარმოების გახსნით. ამას ემატება აბრეშუმის გზით ტრანსპორტირება, რაც შედარებით იაფი ჯდება. ერთი სიტყვით საქართველო სასურველი პარტნიორი ხდება ბიზნესის საწარმოებლად, მაგრამ როდის აისახება ეს წარმატება ადგილობრივ მოსახლეობაზე, სადაც ჯერ კიდევ მწვავედ დგას უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულება უდიდესი მიღწევაა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩინურმა პროდუქციამ დიდი ხანია დაიპყრო ქართული ბაზარი და 1,4 %-იანი დაბეგვრის პირობებში თითქმის განთავისუფლებული იყო გადასახადისგან.

1468838082.49

ჩინეთს სჭირდება საქართველო, თუ საქართველო – ჩინეთს?

გიგა ბუკიას აზრით, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, ჩინეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზარი, თუ საქართველოსთვის – ჩინეთის.

“ჩვენი ეროვნული ვალუტის საშველი ექსპორტის ზრდაში და იმპორტის კლებაშია. ეს არ არის ერთ-ორ წელიწადში მოგვარებადი გადაწყვეტილება. ჩინეთი დაინტერესებულია საქართველოში გადიოდეს აბრეშუმის გზა. მათ იციან, რომ საქართველო ძლიერი და საიმედო პარტნიორია”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე, ჩინელი, ინდოელი თუ თურქი ინვესტორების მიმართ ქსენოფობიური მიდგომის წინააღმდეგია, თუმცა მიაჩნია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ, პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების დასაქმებაზე უნდა იზრუნოს და გარკვეული კვოტების ფარგლებში შემოიყვანონ უცხოელი სპეციალისტები.

aJa-polit-2ექსპერტი საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობას მიესალმება და მიაჩნია, რომ ჩინეთის ბაზარი არა მხოლოდ ქართული ღვინისთვისაა პერსპექტიული, არამედ სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობისთვისაც. მისივე ინფორმაციით, ჩინელები დასავლეთ საქართველოში ჩაის პლანტაციების გაშენებასაც გეგმავენ და ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ რა ფორმით გაფორმდება ხელშეკრულება.

“ჩვენ სუვერენიტეტი იმისთვის არ გვინდა, რომ მხოლოდ დროშები ვაფრიალოთ და ჰიმნები ვიმღეროთ ამაყად. სუვერენიტეტი იმისთვის გინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, თვითონ განვსაზღვროთ ეკონომიკური პოლიტიკის ყველა ნიუანსი და მიმართულება. უწინარეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ადგილობრივი მუშახელი დასაქმდეს. ეს უნდა იყოს ხელშეკრულებაში მკაფიოდ გაწერილი და ეროვნულ ინტერესების შესატყვისი”, – მიაჩნია ვაჟა ბერიძეს.

მისივე თქმით, ქართული ღვინო წარმატებით გადის ჩინეთში, თუმცა, გლეხის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ არა, ასეთი ხელშესახები სურათი ნაკლებად უკვეთება.

როგორც Dalma News-ს ვაჟა ბერიძემ განუცხადა, ჩინელების ღვინოს ტრადიციულად არ მოიხმარენ, ის მათი ყოველდღიურობის ატრიბუტი თანდათან ხდება. მაგრამ ყოველმა მეათე, ან მეასე ჩინელმა ერთი ბოთლი ქართული ღვინო რომ დალიოს, საქართველოს თავისივე რესურსი არ ეყოფა მათი ბაზრის მოსამარაგებლად.

რუსული ბაზარი რეალურად არსებული ბაზარია, იქ, ქართული პროდუქციის მიმართ წლობით ჩამოყალიბებული განწყობა არსებობს. ანალიტიკოსის აზრით, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ თუ ეცდება, ჩინეთისთვის არაფერს წარმოადგენს საქართველოსთვის ხელის წაშველება.

“ჩინელი ინვესტორები, საქართველოს წინა ხელისუფლების პირობებშიც საკმაოდ აქტიურობდნენ. შეიძინეს ტყეები, მიწები… აქტიურად ხსნიდნენ სავაჭრო ობიექტებს. თბილისში „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის გახსნაც მოისურვეს. მერე “ოლიმპიური ქალაქი” ააშენეს, სადაც 129 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას აპირებდნენ, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხვათა შორის, მაშინ ადეკვატურად იმოქმედა ჩინურმა მხარემ და ერთ მშვენიერ დღეს, უკვე დეზერტირების ბაზართან აღარ შეიმჩნეოდა ჩინელების სიმრავლე”,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ანალიტიკოსის აზრით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი სფეროები, რომლის აღორძინებას, ვერც სამამულო ინვესტიციებით შეძლებენ და არც სახელმწიფოს აქვს საკმარისი ფინანსები ამისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების მოძებნა, რომლებსაც ეროვნულ ინტერესებზე მორგებულ ხელშეკრულებებს შესთავაზებენ.

ამ თვალსაზრისით ანალიტიკოსი დადებითად აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ მიწა უცხოელებზე არ გასხვისდება და მიაჩნია, რომ მიწის გაყიდვა დიდ ინვესტიციებს ვერ მოიტანდა და მარტივად განიავდებოდა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საარსებო რესურსი, რომელიც ასევე, ეროვნული უსაფრთხოების კომპონენტია.

გიორგი ქართველი