ამბარცუმიანის სახელობის ბიურაკანის ასტროფიზიკური ობსერვატორია 1946 წელს დაარსდა, თუმცა, ოფიციალურად ათწლეულების შემდეგ გაიხსნა. ის სომხეთის მეცნიერების ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი საუკეთესო დაწესებულებაა. ობსერვატორია ზღვის დონიდან 1490 მეტრზე, არაგაცის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. ობსერვატორიის შენობის კომპლექსი აღიარებულია არქიტექტურულ ძეგლად და პირველი, რაც თვალში გხვდება, ეს არის საბჭოთა სტილის არქიტექტურა. შენობა, რომელიც უკვე თითქმის 50 წლისაა, შესაძლოა შიგნიდან არც თუ ლამაზად გამოიყურება, გარედან საკმაოდ შთამბეჭდავია. მოწითალო-მოვარდისფრო ქვა, ფართო კიბე დიდი კარებით, სვეტები და მაღალი სართულები. 2015 წელს ბიურაკანის ობსერვატორიას რეგიონალური ასტრონომიული ცენტრის სტატუსი მიენიჭა.
როგორც სერიოზულ სამეცნიერო დაწესებულებას შეჰფერის, ობსერვატორიაში ბიბლიოთეკა დაარსდა, სადაც თავს იყრიდა, როგორც ადგილობრივი და კავშირის სხვა ასტროფიზიკური ცენტრის თანამშრომლების ნამუშევრები, ასევე, შესაბამისი თემების სამეცნიერო ლიტერატურა მთელი მსოფლიოდან. 1957 წელს, ცნობილ ჟურნალ Nature-ში ობსერვატორიის სპეციალისტებმა ერთ-ერთი ავსტრალიელი სპეციალისტის ჩანაწერები აღმოაჩინეს, სადაც საუბარი იყო იდეალური ნახევარსფეროს სახის ძირითადი სარკითა და ორი სარკით რადიოტელესკოპის სამეცნიერო პერსპექტივებზე. მიკროტალღური რადიოგამოსხივების ციურ წყაროზე დაკვირვებას ავსტრალიელი მეცნიერი, მოცემული პროგრამის მიხედვით, სპეციალური ფორმის მცირე სარკის გადაადგილებას სთავაზობდა.
იმავე წელს პარის ჰერუნი მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის რადიოტექნიკური ფაკულტეტი დაამთავრა, სადაც აკადემიკოს კოტელნიკოვის ხელმძღვანელობით, დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის ანტენის შემუშავებაზე მუშაობდა. ახლად გამომცხვარი რადიოფიზიკოსი სომხეთში გაანაწილეს. ბიურაკანის ობსერვატორიაში ახალი დაწყებული იყო რადიოასტრონომიის განყოფილების შექმნა.
ზემოთ აღნიშნული ჟურნალის ჩანაწერები პარისის ხელში მოხვდა და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ავსტრალიელი სპეციალისტის მიერ აღწერილი რადიოტელესკოპი სისრულეში მოეყვანა და სიზუსტის დონისთვის მიეღწია, რაც აუცილებელია მიკროტალღოვან დიაპაზონში ასტროფიზიკური ინფორმაციის ეფექტიანად შეკრებისთვის. პარის გერუნის ამ თემატიკით, სავსებით სამართლიანად მოელოდნენ იმ აღმოჩენებს, რომლებიც მსოფლიო დონის სამეცნიერო აღიარების ღირსი იქნებოდა.
ბიურაკანის ობსერვატორიამ მოსკოვის შესაბამის ორგანიზაციას 200 მეტრის დიამეტრის ნახევარსფეროს ფორმის რადიოტელესკოპის კონსტრუქციის პროექტი შეუკვეთა. ტელესკოპის მშენებლობა შეფერხებებით მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ წარმატებით დასრულდა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რადიოფიზიკური ცვლილებების თანამშრომლების ძალისხმევით. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც გერუნმა დააარსა და თავად ხელმძღვანელობდა. გერუნმა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სერიოზულ სამეცნიერო-საწარმო დაწესებულებად აქცია, რომელიც სერიოზულ ფულს შოულობდა თავდაცვითი მრეწველობის სფეროში მიღებული შეკვეთებით.
ტელესკოპის ნახევარსფეროს დიამეტრი 54 მეტრზე დაიყვანეს და მოსკოვურ პროექტში პრინციპული ცვლილებები შეიტანეს. 1986 წელს რადიოტელესკოპი მზად იყო, რომელიც აღიარეს გამოგონებად და სსრკ-ს სახელმწიფო რეესტრის გამოგონებათა სიაში “პ.ჰერუნის სარკიანი რადიოტელესკოპის” სახელით შეიტანეს.
ისე გამოვიდა, რომ კონსტრუქციის პროექტში ჩადებული საბოლოო სიზუსტის პარამეტრების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამის მიუხედავად, გერუნის მიაჩნდა, რომ რადიოტელესკოპს განასხვავებს რეკორდულად დაბალი, საკუთარი ხმაურის ტემპერატურა, რომელიც საშუალებას იძლეოდა დაერეგისტრირებინა მიკროტალღური, ე.წ. სამყაროს რელიქტური გამოსხივება, რომლის აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში შემთხვევითი აღმოჩენა ფიზიკაში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. გერუნის მიერ ჩატარებულმა აზომვებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო, რაც უაპელაციო განცხადების მიზეზი გახდა.
“რაკი ჩემმა აზომვითმა სამუშაოებმა სამყაროს რელიქტური გამოსხივება ვერ აღმოაჩინა, ის უბრალოდ არ არსებობს”, – განაცხადა სპეციალისტმა.
იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, როგორ მუშაობდა გერუნი რადიოტელესკოპის მშენებლობასთან დაკავშირებული რთული პრობლემის გადაჭრაზე, შეიძლება ერთი მაგალითი მოვიყვანოთ. საჭირო იყო ასობით დიდი ალუმინის პანელის გამოთავისუფლება, საიდანაც შემდეგ ორმოში უდიდესი ნახევარსფერო უნდა შეგროვებულიყო. აშენდა სახმელეთო და კიდევ ერთი ქარხანა, სადაც დაამონტაჟეს რუსეთიდან ჩატანილი მაღალხარისხიანი ხისა და მეტალის წრიული სადურგლო დანადგარი გამოთავისუფლებული პანელების ზედაპირის საჭირო სიზუსტემდე მისაყვანად. გერუნმა დიდი ხნის ძიების შემდეგ კანაკერის ალუმინის ქარხანაში ალუმინის გადამსხმელი გამოცდილი სპეციალისტი იპოვა. გერუნი და მის მიერ შერჩეული ოსტატი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიეღოთ. მათ ალუმინის დანაკარგების გარეშე გადასასხმელად საჭირო განსაკუთრებული თვისებების მიწა რუსეთიდან ჩაიტანეს.
საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ-ში ბევრი სპეციალისტი მუშაობდა, რომლებიც გერუნის, რადიოტელესკოპის მთავარ კონსტრუქტორს ემორჩილებოდნენ. პარის გერუნიმ თავისი ნიჭის, შრომისმოყვარეობის, იმავდროულად გადაჭარბებული ძალაუფლების და რთული ხასიათის წყალობით, შექმნა ურთულესი კონსტრუქციის უნიკალური რადიო ოპტიკური ტელესკოპი, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი რადიოტელესკოპიც არის.
ახლა კი, უკიდეგანო სამყაროზე დაკვირვების ეს უნიკალური პროექტი, რომელმაც უძლიერეს მიწისძვრას და სომხური დამოუკიდებლობის “ცივ და ბნელ წლებს” გაუძლო, ინვესტორს და თავის მეორე ვარსკვლავურ დაბადებას ელის.
ეს საოცარი ობიექტი ქვეყნის არც ერთ ტურისტულ რუკაზე არ არის აღნიშნული, ხოლო სახელმწიფო მნიშვნელობის ქუჩებისგან, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი დაფიქსირება, ძალზედ შორს არის. ყველაფრის მიუხედავად, გერუნის სარკეებიანი რადიოტელესკოპი შთამბეჭდავია თავისი ზომებით და შემქმნელის მეცნიერული ფიქრების სითამამით. არაგაცის მთაზე მდგარ ადამიანის ხელით შექმნილ რკინის ამ ნაგებობას, ის დროც ახსოვს, როდესაც საბჭოთა კავშირის ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების ერთ-ერთ უდიდეს ცენტრს წარმოადგენდა.
სხვათა შორის, პარის გერუნის დის შვილი, ტექნიკური მეცნიერების კანდიდატი არევიკ სარქისიანი, ხშირად იმეორებს ინტერვიუებში, რომ მაგალითად, ვიეტნამთან ომში გამარჯვება, დიდწილად სომხური რადიოფიზიკის დამსახურება იყო, რომელმაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ავტომატური კომპლექსი შექმნა. მის შექმნამდე ჩვენი სამხედროები, პირობითად 20-25 ამერიკული თვითმფრინავიდან, საშუალოდ ერთს აფეთქებდნენ, რადგანაც რადიოლოკატორების ანტენები, რბილად რომ ვთქვათ, კარგ მდგომარეობაში არ იყო.
“ვითარება მაშინ შეიცვალა, როდესაც ჩვენი კომპლექსები პირდაპირ ვიეტნამის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პოზიციებზე დამონტაჟდა. ამით ჩვენ აშშ-ს ათი წლით გავუსწარით”, – აცხადებს სარქისიანი.
იგი სომხეთის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგია და სპეციალიზირებული უნივერსიტეტებისთვის ლექციების კურსს – “ანტენური საზომები” კითხულობს, რითაც პარის გერუნის სამეცნიერო სკოლის განვითარებას განაგრძობს.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ტელესკოპის მუშაობისთვის საჭირო დაფინანსების არქონამ გამოიწვია ის, რომ 2011 წელს მეცნიერებმა მისი დაკონსერვება და პროექტისთვის ინვესტორების ძებნა გადაწყვიტეს. სხვადასხვა გაანგარიშებით, ინსტრუმენტის ინფრასტრუქტურის განახლებას დაახლოებით 25 მილიონი დოლარი დასჭირდება.
გერუნის რადიო ოპტიკური ტელესკოპის განახლების შემთხვევაში, იგი რადიოტელესკოპების საერთაშორისო ქსელის უმნიშვნელოვანესი ბირთვი იქნება თავისი ზეგრძელი ბაზით. ამას გარდა, ანტენა სავსებით გამოსადეგია ისეთ საკითხებში, როგორიცაა შორეული კოსმოსური კავშირი, ციური ობიექტების რადიოლოკაცია, კოსმოსური ფრენების მართვა და ასევე გლონასის ინფრასტრუქტურა დედამიწაზე.
…სიმბოლური, მისტიკური, უცნაური – როგორც გნებავთ – ეპილოგი: საქმე იმაშია, რომ ტელესკოპის აგების შემდეგ გაირკვა, რომ მისი ცენტრის გავლით, არსებული მერიდიანი ზუსტად XIII საუკუნეში აგებული ტეგერის მონასტრის ხეობის ჯვრის ქვეშ გადის. ღვთის წყალობით, სხვაგვარად შეუძლებელია…
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა