ცნობილი რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო, 2017 წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა. იგი რუსული პოეზიის აღორძინების ხანის წარმომადგენლებს – ბელა ახმადულინას, ანდრეი ვოზნესენსკის და რობერტ როჟდესტვენსკის შორის ერთ-ერთია, რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა. ევტუშენკოს შესახებ ბევრი რამ დაწერილა, ბევრი ბინძური ჭორიც გავრცელებულა. ბრწყინვალე პოეტის და “მსოფლიოს მოქალაქის” 85 წლიან ცხოვრებაში ადვილად შეიძლება გავრცელდეს დამსახურებული და დაუმსახურებელი ამბები.
დიახ, ევგენი ევტუშენკოს “მსოფლიოს მოქალაქეს” უწოდებდნენ. თავისი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. მეგობრები ყველგან შეიძინა და მთლიანად ეს პლანეტა შეიყვარა. პოეტის სიყვარულის გეოგრაფიას, არც სამხრეთ კავკასია აკლდა. ევტუშენკო ხშირად სტუმრობდა ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკას, სადაც პოეტის გული ახლებურად აძგერდებოდა ხოლმე. ცხადია, პირველ რიგში, იგი ცდილობდა კოლეგებსა და ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებს შეხვედროდა. მაგალითად, აზერბაიჯანში, სადაც სომხეთსა და საქართველოზე ხშირი სტუმარი იყო.ად ჩადიოდნეა, გაიცნო ახალგაზრდა მწერალი ჩინგიზ აბდულაევი. შემდეგ დაწერა ლექსი, რომელიც აზერბაიჯანელი მწერლის დეტექტიური რომანის გმირ – დრონგოს მიუღძვნა.
ევგენი ევტუშენკოს გულსა და სულში განსაკუთრებულ ადგილს საქართველო იკავებდა. ეს ქვეყანა ყოველთვის მაგნიტივით იზიდავდა რუს პოეტებს. საქართველოს თემა ევტუშენკოს პოეზიაში, მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისიდანვე, 1950-იან წლებში იჩენს თავს. ამ ქვეყნის მიწამ და მასზე მცხოვრებმა ხალხმა ახალგაზრდა ევტუშენკოს პოეზიას ენით გამოუთქმელი სიმდიდრე შესძინა. მით უფრო, რომ ამის მიღმა ორ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი, მჭიდრო და კულტურული ურთიერთობა დგას.
ევტუშენკოს რუსული სული, რომელიც რუსული ლიტერატურის უძველეს ტრადიციებს მისდევდა, ქართულ კულტურას გამოეხმაურა. შემთხვევითი არც ის იყო, რომ თავისი დაბადების 70 წლის იუბილე პოეტმა სწორედ თბილისში აღნიშნა. ევტუშენკოს იუბილე ვლადიმერ მაიაკოვსკის დაბადების 110 წლის იუბილეს დაემთხვა, ამიტომ საქართველოში ჩასვლისთანავე ევგენი ალექსანდრეს ძე, პირველ რიგში ბაღდადში, რევოლუციონერი პოეტის პატარა სამშობლოში ჩავიდა.
სხვათა შორის, ევგენი ევტუშენკომ პირველი სამამულო ლიტერატურული პრემია სწორედ საქართველოში მიიღო. 1981 წელს, გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილ ტრადიციულ დღესასწაულზე, საბჭოთა პოეზიაში ოცდაათწლიანი მუშაობისთვის, გალაკტიონის სახელობის ჯილდო გადასცეს. ამგვარად გამოხატა ქართველმა ხალხმა მადლიერება პოეტისადმი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობების განვითარების, ქართული პოეზიის პოპულარიზაციის და კულტურებს შორის დიალოგის საქმეში.
ევტუშენკოს შემოქმედებით ცნობიერებაში მყარად გაიდგა ფესვები რუსეთის და საქართველოს საუკუნოვანმა კულტურულმა, განსაკუთრებით სულიერმა კავშირებმა. “რუსული და ქართული პოეზიის მეგობრობა არის არა მხოლოდ სუფრასთან ლხენა, არამედ ერთმანეთის ტრაგედიის გაზიარება”. ევტუშენკოს მხატვრული დიალოგები ჰქონდა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებთან, პაოლო იაშვილთან, მიხეილ ჯავახიშვილთან და მათ რუს მეგობარ – ბორის პასტერნაკთან და სხვა მრავალთან, რომელთა სახელებიც ორი ქვეყნის კულტურული ტრადიციებისთვის კარგად არის ცნობილი.
“საქართველომ რამდენიმე წლით ადრე დამაჯილდოვა ცხოვრების რენესანსული შეგრძნებით, რომელიც ჩემმა ქართველმა მეგობრებმა თავიანთი მეგობრობით მასწავლეს. მე პოეზიის უიშვიათესი ხანდაზმული წარმომადგენელი ვარ და ეს საქართველოს საჩუქარია. თუმცა, საქართველო არ ყოფილა ერთადერთი ადგილი, სადაც სუფთა და უტყუარ ნოტს ვიჭერდი. არ მინდა კაცობრიობის დანარჩენმა ნაწილმა მიწყინოს. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაშია ცრუ ნოტები, თუმცა, მადლობა ღმერთს, სუფთა ნოტებიც არის! ასეა რუსეთშიც. და მაინც, თითოეული ერი ასახვას თავის საუკეთესო ადამიანებში ჰპოვებს”, – ამბობდა ევგენი ევტუშენკო თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ევტუშენკომ თავის ყველაზე გამორჩეულ “კავკასიურ” ნაწარმოებში – “Пушкинский перевал” აღწერა მოგზაურობა საქართველოსა და სომხეთში. პოემაში ავტორი ხიდს აშენებს აწმყოსა და მომავალს, ტრადიციებსა და თანამედროვეობას შორის. ეს მისი ლექსების რომანტიკურ სუნთქვაში ვლინდება. იგი პეიზაჯების აღსაწერად მოძველებულ ლექსიკას იყენებს და ერთმანეთს ერწყმის რეალიზმი და რომანტიზმი, პროზა და ლირიკა.
“Пузатые марани по бокам просили их похлопотать – хоть разик! – но, вежливо сигналя ишакам, упрямей ишака трусил наш газик.
А солнце все вздымалось в синеву,
А Грузия, лилась, не прерываясь, и как трава вливается в траву, и как строфа вливается в строфу,
В Армению она переливалась”.
ევტუშენკოსთან ერთად საქართველოდან სომხეთში “გადავინაცვლოთ”.
“И верю я — настанет день, когда
Границ не будет — только арки радуг,
Исчезнут в мире злоба и вражда
И я прижмусь щекою к Арарату.
А если нет — лишь бы хватило сил!
Пусть надорвусь, пусть мой хребет дробится
Я Арарат на плечи бы взвалил
И перенес его через границу…”
“სომხური ენა არ ვიცი, მაგრამ რუსულად ნათარგმნი სომხური პოეზია, მისი კლასიკოსებით დაწყებული, ყოველთვის ახდენდა ჩემზე ღრმა შთაბეჭდილებას, მიუხედავად იმისა, რომ ენობრივი დანაკარგი ყველაზე მაღალი დონის თარგმანშიც არსებობს. უძლიერესი კლასიკოსის – ისააკიანით დაწყებული, რომელმაც რუს კლასიკოსებთან ერთად გამჭვირვალობის ძალა დაამტკიცა, ჩერენცის დაძაბული დრამატული ძალით და შემდეგ პარუირ სევაკიანის გამჭოლი, შიშველი აღმსარებლური სტიქიით დამთავრებული, სომხური პოეზია ყოველთვის ინახავდა თავის თავში ემოციების და ფიქრების ერთობლიობას, როგორც დიდებული ეროვნული კულტურის მემკვიდრეობით კურთხეულ ბუნებრივ საქორწინო კავშირს”, – ეს სიტყვები ევტუშენკომ სომხეთთან და მის ლიტერატურასთან გაცნობისთანავე წარმოთქვა.
ევგენი ევტუშენკო პირველად სომხეთში, 1959 წელს, ავეტიკ ისააკიანის დაკრძალვაზე ჩავიდა. ამ სამწუხარო ფაქტმა დიდი როლი ითამაშა პოეტისთვის სომხეთის აღქმაში.
“ეს ძალიან ჰგავდა სიკვდილზე პოეზიის გამარჯვების სამგლოვიარო ცერემონიალს. სომხეთის სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ათობით ათასი ადამიანი დიდებული ვარპეტისთვის (ოსტატი – რედ.) პატივის მისაგებად ჩამოვიდა. ჩემს საუკუნეში მომხდარი ზოგიერთი სხვა დაკრძალვისგან განსხვავებით, არასოდეს შემინიშნავს რომ ხალხი აქეთ-იქით მიდი-მოდიოდეს, ერთმანეთს ეჯახებოდეს და საფეხბურთო-საესტრადო ცნობისმოყვარეობას ავლენდეს. ადამიანები თავიანთ მწუხარებას დიდებულად, თავშეკავებულად გამოხატავდნენ, მიჰყვებოდნენ მის ნელ დინებას და ამ საერთო მწუხარებაში პოულობდნენ, როგორც ნუგეშს, ისე ერთობას, შესაძლოა მომავალი ერთობის იმედსაც, კიდევ უფრო ყოვლისმომცველს. ნეტარია პოეტი, რომელიც ყოველდღიურობით დანაწევრებულ ადამიანებს ერთიანობის შეგრძნებას ჩუქნის – თუნდაც, მხოლოდ იმ დროს, როდესაც პოეტის სხეული მიწას ებარება, მისი ნაწილი ხდება. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს წარსდგა ჩემს წინაშე სომეხი ერის სული მთელს მსოფლიოში ისტორიულად ტრაგიკულ გაფანტულობაში და იმავდროულად ერთობის უცვლელი, შესაძლოა კიდევ უფრო გამძაფრებული წყურვილით. მშობლიური მიწისადმი გრძნობებში ყოველთვის შედის ერის სულის გაგება, ხოლო ერის სული წარმოუდგენელია პოეზიის გარეშე, ამიტომაც ისააკიანის კუბოზე მოხვედრილი სომხური მიწის თითოეული გოჯი იყო არა ცოცხალი მიწის მკვდარ სხეულთან შეხება, არამედ – ცოცხალი მიწის ცოცხალ მიწასთან”.
და კიდევ: “ხალხის გაგება არ შეიძლება, მხოლოდ ზოგადი კატეგორიებით ფიქრით. ზოგჯერ – საბედნიეროდ, ზოგჯერ – სამწუხაროდ, ნებისმიერ ერთან ჩვენი ურთიერთობა ბევრად არის დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანთან პირველ შეხვედრაზე. გამიმართლა, რომ პირველი სომეხი, რომელიც გავიცანი და რომელსაც დავუმეგობრდი, იყო გამოჩენილი პოეტი და ადამიანი, პარუირ სევაკი”.
ევტუშენკომ სომხეთში გაიცნო პარუირ სევაკი და ოვანეს შირაზი, გევორქ ემინი, ამო საგიანი და სილვა კაპუტიკიანი, არნო ბაბაჯანიანი. ამ უკანასკნელმა პოეტის რამდენიმე ლექსზე სიმღერა შექმნა, რომლებიც შემდგომში ამ ქვეყნის ლეგენდებად იქცნენ. ამიტომაც გახდა სომხეთი, პოეტის შემოქმედების და ფირების ნაწილი. არ გვჭირდება იმის გაგება, თუ რას გრძნობდა და ფიქრობდა ევტუშენკო ამერიკაში გატარებული წლების განმავლობაში – საქართველოზე და სომხეთზე შეყვარებულმა პოეტმა იმდენი ლექსი დაწერა, რომ მხოლოდ რუსეთზე დაწერილი ლექსები აღემატებოდა. იყო, თუ არა თოვლი იქ, შორს, მშობლიური ციმბირის მსგავსი “თეთრი თოვლი” – ესეც ვერ შეიტყო და დარჩეს იმ საიდუმლოდ, რომელიც მან თან წაიღო. საკუთარ უსიცოცხლო სხეულზე მიწის მიყრა პოეტმა უცხო ქვეყანას კი არა, მშობლიურ პერედელკინოს უანდერძა.
მოამზადა რუბენ გულმისარიანმა