შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, აზერბაიჯანი ცდილობს რუსულ-თურქული კონფლიქტისაგან თავი მაქსიმალურად შორს დაიჭიროს და მოძმე თურქებსა და “ჩრდილოეთელ მეზობელს” შორის ურთიერთობა ისე დააბალანსოს, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს.
მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კერძოდ, სირიაში მიმდინარე პროცესებია. კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც “თამაშში” ღიად ჩაერთო რუსეთი, თუმცა, არც მანამდე მოუწყენია ვინმეს: რეგიონალური და გარე მოთამაშეები ამ ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებდნენ.
სირიის ომში მონაწილეობასთან დაკავშირებით კრემლის გადაწყვეტილებამ, კასპიის ზღვიდან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დარტყმებმა თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად მიუახლოვდა სამხრეთ კავკასიის საზღვრებს ახლოაღმოსავლური კონფლიქტი. რუსეთი, ირანთან და თურქეთთან ერთად, მესამე ქვეყანაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამ არასტაბილურ რეგიონში.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის გადაწყვეტილება სირიული ოპერაციის დაწყების თაობაზე, აუცილებლად შეეხებოდა თურქეთის რეგიონულ ამბიციებს, რომლისთვისაც სირია სასიცოცხლოდ მნიშვნელოლვანი ინტერესების სფეროშია მოქცეული. ამ მიზეზით თურქეთისა და რუსეთის ინტერესების შეჯახება გარდაუვალი იყო, რაც ბუნებრივია ვერც აზერბაიჯანს დატვოვებდა განზე. რუსეთი ხომ აზერბაიჯანის ჩრდილოეთელი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია ბევრ საკითხში, ხოლო თურქეთი ტრადიციული სტრატეგიული მოკავშრე და “ძმობილი”. თურქეთს აზერბაიჯანი სჭირდება, როგორც სტრატეგიულად, ისე ეკონომიკურად, რათა უზრუნველყოს თურქული საქონლის გასვლა შუა აზიაში; ხოლო რუსეთს – როგორც ყოფილი საბჭოთა ქვეყანა და შუა აზიასთან, ირანთან, ინდოეთთან და ა.შ. დამაკავშირებელი რგოლი.
უბედურება მოხდა. თურქეთმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება სულ უფრო ჩაიხლართა და დაიძაბა, ხოლო აზერბაიჯანი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, აზერბაიჯანი ცდილობს რუსულ-თურქული კონფლიქტისგან თავი მაქსიმალურად შორს დაიჭიროს და მოძმე თურქებსა და “ჩრდილოეთელ მეზობელს” შორის ურთიერთობა ისე დააბალანსოს, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს. ბაქოს პოზიცია ნაწილობრივ მომგებიანია მოსკოვისთვისაც და ანკარასთვისაც, რადგანაც ერთ-ერთი მხარის მიერ ცალმხრივი არჩევანის გაკეთება მეორესთვის აზერბაიჯანის დაკარგვის ტოლფასია.
ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტი, რომელსაც კრემლიდანაც ადევნებენ თვალს.
ჩახლართული თამაში…
თურქეთის პრეზიდენტის აზერბაიჯანული ვიზიტის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა, გამოცემა “თუმცა, ევრაზიას” მთავარმა რედაქტორმა სემიონ ურალოვმა განაცხადა, რომ ერდოღანმა მოკავშირეების ძიებაში რეგიონალური ბანქოს გადათამაშება დაიწყო. “რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის პირობებში აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა თურქეთისთვის. ამიტომაც ანკარას ორი სტრატეგია აქვს: სთხოვოს ბაქოს შუამავლობა მოსკოვთან კონფლიქტის მოგვარებაში, ან აზერბაიჯანთან ანტირუსული მიმართულების ალიანსის შექმნა სცადოს”, – ამბობს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, თუ ანკარა “სამშვიდობო” სტრატეგიას აირჩევს, შედეგი მალე გამოჩნდება, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის შუამავლური ინიციატივის სახით. „იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ალიანსის შექმნას, ბაქოს რამოდენიმე რთული სცენარის ელი. მთავარი რისკი კი სამხედროზე მეტად პოლიტიეკუნომიკურ სფეროშია. თურქულ-აზერბაიჯანული ალიანსის შექმნა იმას გამოიწვევს,რომ რუსეთის ხელისუფლება შეზღუდვებს დააწესებს აზერბაიჯანულ ბიზნესსა და შრომით მიგრანტებზე. განსაკუთრებით შეიძლება დაზარალდეს მსხვილი სავაჭრო-სამეურნეო კაპიტალი მოსკოვში. აზერბაიჯანული დიასპორა ეთნიკური და სამოქალაქო საბჭობლოების შორის რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება”, – დასძინა ურალოვმა.
ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთთან ალიანსის შეკვრას შედეგად ირანთან ურთიერთობების გართულება მოჰყვება, რომელიც სირიის კონფლიქტში რუსეთს უჭერს მხარს. “ანკარასთან ალიანსის გამო, ბაქოს სამი არამეგობრულად განწყობილი ქვეყნის გარემოცვაში აღმოჩნდება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანში, ისევე, როგორც ირანში შიიზმის რელიგიური მიმდინარეობა დომინირებს, ანუ ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობის გართულებას მორწმუნეები, თანამორწმუნეებთან კონფლიქტად აღიქვამენ”, – ამბობს პოლიტოლოგი.
ანალიტოკოსის აზრით, რუსეთსა და თურქეთს შორის კონფლიქტში ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში აზერბაიჯანი აღმოჩნდა. “ერთი მხარეს ხვდება კულტურულ-ენობრივი კომპლიმენტარიზმი თურქეთთან, ხოლო მეორე მხარეს არის რელიგიურ-ტერიტორიალური სიახლოვე ირანთან და კულტურულ-ენომიკური სიახლოვე რუსეთთან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული დისპორასა და მოსკოვში აზერბაიჯანული კაპიტალის საკითხიც. ვფიქრობ, ბაქოს უმაღლესი ხელმძღვანელობა უკეთ ხედავს წინააღმდეგობრივ მურგვს, რომელიც კიდევ უფრო აიბურდა ტიგროსს, ევფრატს, სირიის უდაბნოსა და სამხრეთ კავკასიას შორის. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და ძალთა ობიექტურად გადანაწილების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ”, – აცხადებს ურალოვი.
თურქეთს რუსეთთან ომი არ სჭირდება
Dalma News-სთან საუბარში პროგრესის ხელშეწყობის ამერიკულ-აზერბაიჯანული ფონდის მთავარმა ექსპერტმა ალექსეი სინიცინმა განაცხადა, რომ ერდოღანის ვიზიტი აზერბაიჯანში პირველ რიგში, თურქეთ-აზერბაიჯანის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის ჩატარებით აიხსნება.
“როგორც ცნობილია, საბჭო ორმხრივი ურთიერთობების ყველა სპექტრზე-ეკონომიურ, პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობს. ცხადია, ყველა ეს საკითხი დაგეგმილ საპრეზიდენტო სამიტზე განიხილება”, – განაცხადა მან.
პოლიტოლოგის თქმით, ვიზიტი ზოგიერთ უხოურ მედიაში მთელ რიგ სპეკულაციას გამოიწვევს, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ნებისმიერი სახით დარღვევაში მხოლოდ “ანკარას გრძელ ხელს ხედავენ”. “სინამდვილეში ასე არ არის. თუ თურქეთს რუსეთთან კონფრონტაციის ზონის გაფართოვება სჭირდებოდა მოსკოვისა და მისი თურქულენოვანი მოკავშირეების ურთიერთობების ფორმატში, ეს ასეც მოხდებოდა და ფართო საზოგადოება რუსეთის თურქულენოვანი ქვეყნებისადმი ურთიერთობების სერიოზული “მსხვრევის” მოწმე გახდებოდა”, – ამბობს ესქპერტი.
სინიცინმა ასევე დასძინა, რომ ანკარას მიერ სომხეთზე ზემოქმედების ჯერ-ჯერობით არანაირი ფაქტი არსებობს და თურქეთ-სომხეთის საზღვარზე მშვიდობა სუფევს. თურქულ მედიაში ერევნის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ კამპანიას არავინ აწარმოებს.
პოლიტოლოგის აზრით, სირიის პრობლემატიკაზე აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების “საათების სინქრონიზაცია” აუცილებლად შედგება. “პირველ რიგში, მოსალოდნელია უსაფრთხოების მიუნჰენის კონფერენცია. მეორე რიგში, თუმცა, ეს უფრო მნიშვნელოვანია, აზერბაიჯან-თურქეთის სამიტის დასაწყისისთვის ცნობილი იქნება სირიაში 2016 წლის პირველი მარტისთვის ცეცხლის შეწყვეტის რუსული გეგმის განხილვის შედეგები და ამასთან დაკავშრებული სირის კრიზისის გადაჭრაში ჩართული ყველა მხარის ოფიციალური პირების შეფასებები”, – მიაჩნია ანალიტიკოსს.
მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გეგმას პროამერიკული კოალიციაც მიიღებს, თუმცა რუსეთის წინადადებაში რაიმე კორექტივების შეტანის დრო მაინც იქნება. ეს კი ხელს შეუწყობს სირიის პრობლემის შედარებით მნიშვნელოვანი გარე მხარეების – ვაშინგტონის, ანკარასა და მოსკოვის პოზიციების დაახლოებას.
“ამ შემთხვევაში ძალზედ დასაფასებელია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოსაზრება, რომელსაც საკმაო წარმოდგენა აქვს სირიის პრობლემატიკის მიმართ რუსეთის ხედვაზე. საქმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სირიაში განვითარებული მოვლენების კრიტიკულ მომენტში, ოფიციალურ ბაქოს შეუძლია დაძაბულობის განმუხტვის პროგრამა თუ არა, სულ მცირე რუსეთსა და თურქეთს (სხვათა შორის, სამხედრო თვალსაზრისით, დღეისთვის ყველაზე ძლიერ ევროპულ ქვეყნებს) შორის რაღაც კონსესუსი შესთავაზოს კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად. ბაქოს თავისი მეზობლებისთვის ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე შუამავლობა მათი ურთიერთობების აღსადგენად და ვფიქრობ, რომ ის არ დააყოვნებს და ამ შესაძლებლობით ისარგებლებს”, – დაასკვნა ექსპერტმა.
ანკარასა და მოსკოვს შორის კრიზისის უკუსვლის შესაძლებლობა არსებობს
ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ საუბრისას პოლიტოლოგმა ილგარ ველიზადემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ-თურქული და აზერბაიჯანულ-რუსული მიმართულებები აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან.
“თითოეულს თავისი ისტორია, დინამიკა და განვითარების საკუთარი ვექტორი აქვს. ისინი, ვინც კარგად ვერ ერკვევიან ამ ურთიერთობებში, ხშირად შეცდომით ასკვნიან, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის გართულებას აუცილებლად აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობის გართულება მოჰყვება, რაც სწორი ნამდვილად არ არის. ამ თვალსაზრისით, თურქეთის პრეზიდნეტის აზერბაიჯანულ ვიზიტს თავისი სპეციფიკა აქვს და ემყარება რესურსების იმ ბაზას, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს შორის ბოლო 20-25 წლის განმავლობაში შეიქმნა”, – ამბობს ილგარ ველიზადე.
ექსპერტი არ ამტკიცებს, რომ რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საერთოდ არ შეეხება ბაქო-ანკარას ურთიერთობას, მაგრამ საუბარია ცალკეული მიმართულებების, მაგალითად, ენერგეტიკის, ან ტრანსპორტის სფეროში ცვლილებებზე.
მისივე თქმით, ყველა ამ პროექტს დიდი ხნის ისტორია აქვთ და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის კრიზისის შედეგად არ შექმნილა.
“იგივე შეიძლება ითქვას თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. ჩნდება წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კავკასიიდან რუსეთის გასაძევებლად თურქეთის გეგმებში აზერბაიჯანმა შესაძლოა რაღაც ადგილი დაიკავოს. ეს წინადადებები სპეკულაციური მგონია და მათ არაფერი აქვთ საერთო რეალურ სამის ვითარებასთან. გარდა ამისა, ღია ომამდე საქმე არ მივა. ამით არც ანკარა და არც მოსკოვი არიან დაინტერესებულები”, – მიაჩნია პოლიტოლოგს.
ანალიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ ვითარების მასმედიაში გაბუქების ფონზე, გაზპრომი თურქეთში გაზის მიწოდებას ზრდის, ხოლო რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ თურქული ნაკადის პროექტი ამიერიდან გაუქმებული კი არ არის, არამედ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით გადაიდო.
“ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კრიზისი შესაძლოა უკუსვლით წავიდეს, თუმცა ამისთვის საჭირო ძალისხმევა უნდა მომწიფდეს”, – განაცხადა ველიზადემ.
P.S. ეპილოგის ნაცვლად ვიტყვი, რომ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან თანამშრომლობით უფრო ბევრს მოიგებენ, ვიდრე ომით. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნებს შორის ომი საერთოდ არ არის საჭირო და მას არც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დიახ, პრობლემები არსებობს, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია საერთო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი კი რუსეთსა და თურქეთს შორის არც ისე ცოტაა.
ნიჯატ გაჯიევი