2015 წელი სომხეთისთვის მართლაც დატვირთული იყო, რაღაც ახალი მოვლენა ცხოვრების ყველა სფეროში მოხდა: საპროტესტო აქციები, საერო ფენის ქალთა ვიზიტები როკ-მუსიკის კერპებთან, პრესტიჟული პრემიები, პერსპექტიული აღმოჩენები მეცნიერებაში და რაც მთავარია, წლის ბოლოს სომხეთში სახალხო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგადაც ქვეყანამ სახელმწიფო მმართველობის ფორმა შეცვალა და ამით საკუთარი პოლიტიკური ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა.

მათთვის, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა, ან ვერ მოასწრო ცხელ-ცხელ ახალ ამბებს გასცნობოდა, Dalma News-ი შედარებით ხმაურიანი, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ.

მარადიული ცეცხლი, მემორიალი “ციცერნაკაბერდი”

დავიწყოთ თავიდან, 2015 წლის დადგომისთანავე მომხდარი მოვლენით. საუბარია ოსმალოს იმპერიაში სომხების გენოციდის 100 წლისთავზე. მთელი წლის განმავლობაში სომეხი ერისთვის ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ღონისძიებები იმართებოდა.

დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალი მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით

ბოლო აკორდი იყო 24 აპრილი, როდესაც ოფიციალური ხსოვნის დღეს ქვეყანაში რუსეთის, საფრანგეთის, სერბეთისა და კვიპროსის პრეზიდენტები ჩავიდნენ სომხების გენოციდის 100 წლისთადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. სახელმწიფო მეთაურების გარდა სომხეთს მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ოფიციალური პირები და დელეგაციები ესტუმრნენ. გაიმართა მემორიალ “ციცერნაკაბერდ”-ის ყვავილებითა და გვირგვინებით შემკობის ცერემონიალი, რის შემდეგაც უცხო სახელმწიფოების პრეზიდენტები სიტყვით წარსდგნენ.

ჩირაღდნებით მსვლელობა – 2015 წლის 24 აპრილი, ერევანი

საღამოს კი მოეწყო მსვლელობა ტრადიციული ჩირაღდნებით ასობით ათასი ადამიანის მონაწილეობით.

 

ხმაური მოჰყვა 12 აპრილს, რომის პაპ ფრანცისკის ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში გამოსვლას, რომელმაც ქადაგების დიდი ნაწილი ოსმალოს იმპერიაში სომხების მასობრივ ხოცვას მიუძღვნა და ამ მოვლენას “მეოცე საუკუნის პირველი გენოციდი” უწოდა. ამას ვატიკანსა და თურქეთს შორის დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა, რაც მოსალოდნელი იყო. სომხეთში კი პაპის ინიციატივამ აღფრთოვანება და უსაზღვრო მადლიერება გამოიწვია.

რომის პაპი ფრანცისკი და სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ II

ას წლისთავთან დაკავშირებით სომხეთში გასტროლები გამართა ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა System Of A Down, კონცერტი 23 აპრილს, ღია ცის ქვეშ ერევნის მთავარ მოედანზე გაიმართა, რასაც დაახლოებით 50 ათასი მაყურებელი დაესწრო. კონცერტის დროს გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი არც ერევნელი და არც მეზობელი ქვეყნებიდან – საქართველოდან და ირანიდან ჩასული მაყურებლისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ როკ-კერპები თავიანთ ისტორიულ სამშობლოში პირველად გამოდიოდნე , თანაც სომხებისთვის ძალზედ ემოციური დღის წინ, გასაკვირი არ არის, რომ ძლიერი ემოციები გამოიწვია.

სერჟ ტანკიანი და დარონ მალაკიანი – მღერიან და ლანძღავენ ამერიკის მთავრობას (სომხურსაც მათ შორის)

მნიშვნელოვან ღონისძიებებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც. 2015 წელს 70-ზე მეტი ღონისძიება მოეწყო, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები სოჭში, კონკურსები, ფესტივალები, ხსოვნის დღეები, რადიომაუწყებლობის ციკლი, გამოფენები, კონცერტები, ძეგლის გახსნა, სამეცნიერო კონფერენციები, ყვავილებით შემკობა, ჟურნალ “ერევნის” სპეც.ნომრის – “100 წერილი ფრონტიდან” გამოშვება და ა.შ.

ჩვენი ვეტერანები გამარჯვების დღეს გამარჯვების პარკში – პატივისცემა მათ

დიდი სამამულო ომის ვეტერანები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. 9 მაისს კი სომხეთის დელეგაციამ, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართულ დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტი სარგსიანი მსოფლიოს სხვა ქვეყნის კოლეგებთან ერთად სამხედრო აღლუმსაც დაესწრო. აღლუმში სხვათაშორის, სომხეთის შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობდა.

ყველაზე დიდი ეკონომიკური მოვლენა იყო სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლა. 2 იანვარს სომხეთი ოფიციალურად შეუერთდა სტრუქტურას, რომელშიც იმ დრიოსთვის უკვე იმყოფებოდა რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის ოქტომბერში მოეწერა, რის შედეგადაც სომხეთი გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, თუმცა წლის ბოლომდე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის აღმასრულებელ ორგანოში შეკვეცილი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.

სომეხმა და რუსმა ეკონომისტებმა ევრაზიის განვითარების ბანკის მონაცემების საფუძველზე მოამზადეს სომხეთის რამდენიმეწლიანი ეკონომიკური ზრდის მიახლოებითი შეფასება, რომლის თანახმადაც სომხეთმა 2015-2016 წლებში პირდაპირი ფინანსური სარგებელი უნდა მიიღოს რუსული ენერგორესურსების შემცირებული ტარიფებითა და მოსაკრებელით. ამავდროულად გათვალისწინებულია ბრილიანტის ნედლეულზე მოსაკრებელის გაუქმება.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი-ქვეყნების ლიდერების ჯგუფური

ექსპერტების აზრით, სომხეთისთვის ეკონომიკური სარგებლის მომტანია პირველ რიგში, რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოვება და საინტეგრაციო პროექტის ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავება. საინტეგრაციო სცენარის ამგვარად განვითარების შემთხვევაში სერიოზული მიღწევების პროგნოზების გაკეთება სავსებით რეალურია. მოსალოდნელია ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პროექტში მონაწილეობამ სომხეთი ყაზახეთთან და ბელორუსთან დააახლოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზები ყოველთვის არ მართლდება და ყველაფერი არც ისე იდეალურადაა, რუსეთის ეკონომიკაში ნეგატიური ტენდენციების გამო, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლით სომხეთს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები მიეცა ენერგომატარებლებზე დაბალი ფასების, საბაჟო და სხვა ბარიერების მოშლის, კაპიტალისა და მუშა ხელის გადაადგილების თავისუფალი მომსახურების წყალობით.

როგორც ევრაზიის ეკონომიკური კომისიის კოლეგიის წევრმა არა ნრანიანმა ნოემბერში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ესპორტის წილი გაიზარდა კავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი რუსეთში. შეიქმნა ხელსაყრელი საინვესტივიო ფონი, რაც უკავშირდება, როგოც სომხეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას, ისე ირანთან თანამშრომლობის პერსპექტივებს, გაიზარდა სომხეთისადმი კავშირის ქვეყნებიდან ტურისტების დაინტერესების დონე.

2015 წელს ენერგეტიკის სფეროში ძალზედ მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენები მოხდა. მათ შორის მნიშვნელოვანია ორი: პირველი – დახურული საააქციო ორგანიზაცია “სომხეთის ელექტროქსელების” ვალებმა და ელექტროენერგიაზე ტარიფის შესაძლო გაზრდამ მთელს რესპუბლიკაში საპროტესტო აქციების პროვოცირება მოახდინა. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ჰიდროელექტროსადგურის ვოროტანის კასკადის ამერიკელებისთვის მიყიდვა.

ფორმალურად ყველაფერი 7 მაისს დაიწყო, როდესაც “სომხეთის ელექტროქსელების” მონოპოლურმა ოპერატორმა, რომელმაც 250 მილიონი დოლარის დავალიანება დააგროვა, სომხეთის მომსახურების რეგულირების სახელმწიფო კომისიაში განცხადება შეიატანა 1 კვტ-ზე ტარიფის 40%-ით მომატებასთან დაკავშირებით, ანუ დღის საათებში ფასი 41,85 დრამიდან 58,93 დრამამდე გაიზრდებოდა, ხოლო ღამის საათებში – 31,85-დან 48,93-მდე.

სახელმწიფომ სომხეთის მომსახურების რეგულირების სახელმწიფო კომისიის სახით, გადაწყვიტა წინადადება დაეკმაყოფილებინა, მაგრამ ნაწილობრივ. 9 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა განაცხადა, რომ ელექტროენერგია 6,93 დრამით (16%) გაძვირდებოდა. ამის საპასუხოდ “სომხეთის ელექტროქსელებში” განაცხადეს, რომ ასეთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდნენ ხარისხიან და სტაბილურ მომსახურებას.

ფოტო. მიტინგის დაშლა

ცხადია, ამ ყველაფერმა ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.

დემონსტრანტები სომხეთის მომსახურების რეგულირების სახელმწიფო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ და გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. მიტინგების დროს პოლიციამ 6 დემონსტრანტი დააკავა. 19 ივნისს საპროტესტო მოძრაობა სომხეთის სხვა ქალაქებს – გიუმრისა და ვანაძორსაც გადაედო. პროტესტანტები აცხადებდნენ, რომ არ აპირებდნენ “სომხეთის ელექტროქსელების” ვალების გადახდას. საპროტესტო აქციების დროს გაისმა კომპანიის ნაციონალიზაციისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა. 20 ივნისიდან აქცია “მჯდომარე” ფაზაში გადავიდა. 23 ივნისის დილას პოლიციამ ერევნის ცენტრში პროტესტანტები წყლის ჭავლით დაშალა. აქციის 237 მონაწილე დააკავეს. 23 ივნისის საღამოს საპროტესტო აქცია განახლდა და ბარიკადები აიგო. მომიტინგეთა რაოდენობამ 20 ათას ადამიანს მიაღწია.

27 ივნისს სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ენერგოტარიფების გაზრდის საკითხი საერთაშორისო აუდიტის ჩატარებამდე გადაიდო, რიც შემდეგაც დემონსტრანტთა რიგები საგრძნობლად შემცირდა. მიტინგები სრულად 6 ივლისს შეწყდა. დაახლოებით იმავდროულად გახდა ცნობილი, რომ დახურული სააქციო საზოგადოება “სომხეთის ელექტროქსელები”-ს კომპანია სომხური წარმოშობის რუსმა მილიარდელმა, Tashir Group-ის დამფუძვნებელმა და მფლობელმა სამველ კარაპეტიანმა შეიძინა. იმედი ჰქონდათ ის ვალებსაც გაისტუმრებდა, მაგრამ ოლიგარქმა განაცხადა, რომ მთლიანი დავალიანებიდან მხოლოდ 30 მილიონ აშშ.დოლარს გადაიხდიდა.

Deloitte Consulting-ის მიერ ჩატარებული აუდიტის პირველი დღის შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანიის ვალი სრულად უნდა დაეფარათ. ამ ეტაპზე ნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჰიდროელექტროსადგურ ვოროტანის კასკადის ამერიკელებისთვის მიყიდვის შეთანხმება. ერთ-ერთი ვერსიით, ამ შეთანხმების შედეგად მიღებული თანხა ($180 მილიონი) უნდა გაეგზავნათ ჰიდროელექტროსადგურის დავალაინების დასაფარად. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურდა. ამგვარად, დემონსტრაციებმა სასურველი შედეგები ვერ გამოიღო.

ვნებათაღელვა ჩაცხრა. საზოგადოების მთერი ყურადღება მთავარ შიდაპოლიტიკურ საკითხზე, კერძოდ კი საკონსტიტუციო რეფორმებზე გადაერთო.

5 ოქტომბერს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ხმათა უმრავლესობით ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც სომხეთი მმართველობის საპარლამენტო, არჩევნების არაპირდაპირ სისტემებზე გადავიდოდა. შედეგად შემცირდებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილება და უფრო მეტი როლი პარლამენტს, მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს მიენიჭებოდა.

რეფორმებს მხარს უჭერდნენ რესპუბლიკური პარტია, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია “დაშნაკცუტიუნი” და პარტია “აყვავებული სომხეთი”. ხოლო პარლამენტში წარმოდგენილი პარტია “მემკვიდრეობა”, “ორინაც ერკირი” და სომხეთის ნაციონალური კონგრესი წინააღმდეგ გამოვიდნენ. მთელმა რიგმა ძალებმა უარი განაცხადეს საკონსტიტუციო რეფორმების განხილვაში მონაწილეობაზე. რეფორმების გატარებას მოსახლეობის დიდი ნაწილიც ეწინააღმდეგებოდა.

სერჟ სარგსიანი ნამდვილად აფიქსირებს, რომ მომხრეა

პირველი დეკემბრის საღამოს ფრონტმა “ახალი სომხეთი” საკონსტიტუციო რეფრომების ჩაშლის მიზნით სადღეღამისო მიტინგები დაიწყო. ოპოზიციონერები უვადო მჯდომარე გაფიცვებს აანონსებდნენ, მაგრამ მიტინგები მცირერიცხოვანი გამოდგა.

6 დეკემბერს რეფერენდუმმა წარმატებით ჩაიარა. მიუხედავად ჭორებისა, რომ საარჩევნო უბნებზე მასობრივ დარღვევებს ექნებოდა ადგილი, სომხეთი ახალი საკონსტიტუციო რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ცესკო-ს მონაცემებით, სომხეთის საკონსტიტუციო რეფორმას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 63,37%-მა, ანუ 825,521 ათასმა ადამიანმა. წინააღმდეგი კი იყო 32, 32%, ანუ 421,568 ათასი ამომრჩეველი. 2017 წლიდან სომხეთი მმართველობის ახალ ფორმაზე გადავა.

2015 წლის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა იყო კინოფესტივალი “ოქროს გარგარი”. ფესტივალის დატვირთული პროგრამის გარდა საზოგადოების ყურადღება წელს ღონისძიების სპეციალურმა სტუმრებმა, თავისი დროების ულამაზესმა მსახიობებმა, იტალიელმა ორნელა მუტიმ და გერმანელმა ნასტასია კინსკიმ მიიპყრეს. ქალბატონებმა ქათინაურები მიიღეს, თუმცა ფესტივალის მთავარი გმირი კოლუმბიელი რეჟისორი სირო გერი გახდა, რომელიც “ოქროს გარგარით” ფილმისთვის “გველის ჩახუტება” დაჯილდოვდა.

ნასტასია კინსკი და ორნელა მუტი ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე

აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ ერევანში შემოდგომით გამართული საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი Yerevan Jazz Fest-2015, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯაზ-მუსიკოსები: ნინო ქათამაძე (საქართველო), სერგეი მანუკიანი (რუსეთი), მარიამ მერაბოვა (რუსეთი), არტურ სატიანი (ლიბანი), ჰიუბერტ ტაბსი (ავსტრია), ლევონ მალხასიანი და ვააგნ აიპაპეტიანი (სომხეთი). ფესტივალის ჰედლაინი ცნობილი მულტიინსტრუმენტალისტი და ვოკალისტი რიჩარდ ბონი (აშშ) იყო, რომლის კონცერტმაც ერევანში ჯაზის თაყვანისმცემლებს შორის ნამდვილი ფურორი მოახდინა.

რიჩარდ ბონა ერევანში

წელს შესანიშნავი ახალი ამბავი გავრცელდა კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროდან. სომეხი გამომგონებლების Triada Studio-ის თამაში Shadowmatic 2015 წლის AppStore-ის საუკეთესო პროგრამებს შორის მოხვდნენ. ზაფხულში კი იგი Apple Design Awards-ის პრემიით – კომპიუტერული თამაშების სამყაროს “ოსკარით” დაჯილდოვდა.

Triada Studio-ს წევრები დამსახურებული ჯილდოთი

ორიგინალური სამგანზომილებიანი თავსატეხი დღემდე აქტუალურია, რაზეც მისი გაყიდვების სიაში პერიოდული მოხვედრა მეტყველებს. თამაში საუკეთესოდ აღიარეს იაპონიაში, ჩინეთში, რუსეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში. რუსეთში Shadowmatic-მა “წლის თამაშის” სტატუსი მოიპოვა.

2015 წელი არ იყო სახარბიელო სპორტის გულშემატკივრებისთვის. ამ სფეროში დიდი მიღწევები არ დაფიქსირდა. თუმცა არის გარკვეულწილად სასიამოვნო ახალი ამბებიც. ზაფხულში სომხეთში მსოფლიო მასშტაბის “ოქროს ფეხი” მოხვდა. საუბარია რუსი ტოპ-მოდელის ირინა შეიკის ყოფილ ბოიფრენდზე, საქვეყნოდ ცნობილ კრიშტიანუ რონალდუზე. ცნობილი ფეხბურთელი და სარეკლამო ვარსკვლავი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად სომხეთში ჩავიდა და 13 ივნისს ადგილობრივი სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩი ჩაატარა 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურის ფარგლებში.

კრიშტიანუ… უბრალოდ კრიშტიანუ…

მატჩი დაძაბული გამოდგა და პორტუგალიის სასარგებლოდ ანგარიშით 3:2 დასრულდა. მთელი შესარჩევი ტურის განმავლობაში ძალზედ წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად სომხეთის ნაკრებს ფინალურ თამაშში ღირსეულად ეჭირა თავი.

სხვათა შორის, საპროტესტო აქციები ფეხბურთის სფეროსაც შეეხო. ეროვნული ნაკრების თამაშით უკიდურესად უკმაყოფილო გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რუბენ აირაპეტიანის გადადგომა და პროფესიონალი მწვრთნელის მიწვევა მოითხოვეს.

სპორტული წარუმატებლობები მეცნიერების სფეროდან მიღებულმა სასიხარულო ამბავმა დააბალანსა. ცოტა ხნის წინათ, ცნობილი გახდა, რომ სომეხმა მეცნიერებმა რადიოაქტიური ნარჩენების ულიტიზაციის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს, რამაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოწონება დაიმსახურა.

პროექტის ავტორის, კომპანიის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ჰამლეტ ოვსეპიანის თქმით, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფარგლებში მათ მიიღეს სპეციალური მეტალის ოქსიდი, რომელიც ქიმიურ რეაქციაში შედის სომხეთის ატომური ელექტროსადგურის რადიოაქტიურ ნარჩენებთან. ექსპერიმენტი სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე უკვე ჩაატარეს, შედეგები საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში ფორუმზე წარადგინეს.

ჯერ-ჯერობით უცნობი ობიექტი უბრალო მოკვდავებისათვის

სომეხი მეცნიერების ნამუშევარმა გააოცა საერთაშორისო სპეციალისტები, განსაკუთრებით იმით, რომ ნარჩენები ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტები. ახლა გამოგონებამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილი რამდენიმეთვიანი სასელთიფიკაციო პროცედურები უნდა გაიაროს. ამ დროის განმავლობაშ კი დაიწყება ახალი ნივთიერების სამრეწველო დანიშნულებით გამოყენების პროცესი, რის შემდეგაც მას სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე დანერგავენ.

და ბოლოს! ერთი შეხედვით არც ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმაო აჟიოტაჟის გამომწვევი მოვლენა – ამერიკული რეალითი-შოუს ვარსკვლავის კიმ კარდაშიანის ვიზიტი სომხეთში. მას თან ახლდა და კლოე, მეუღლე რეპერ კანიე უესტსა და ქალიშვილ ნორტთან ერთად. ხუთი დღის განმავლობაში კარდაშიანების ოჯახი და სომხეთი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვარსკვლავებმა სომხეთის რამდენიმე ღირსშესანიშნაობა დაათვალიერეს, შეამკეს ყვავილებით “ციცერნაკაბერდის” მემორიალი, ივახშმეს ერევნის საუკეთესო რესტორნებში – ერთი სიტყვით, მაქსიმალურად დაუახლოვდნენ თავიანთ ფესვებს.

კიმი და კლოე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე

თუმცა ერევნელებს ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ, გედების ტბაზე გამართული კიმის მეუღლის, კანიე უესტის იმპროვიზირებული კონცერტი, რომელიც წყალში “შავი სიძის” (ასე უწოდა ხალხმა რეპერს) ცნობილი ნახტომით დაგვირგვინდა. ამ კადრებმა მსოფლიო მედია მოიცვა.

კანიე – სველი და კმაყოფილი

ასეთი იყო 2015 წელი სომხეთისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წელმა საფუძველი ჩაუყარა ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ბევრ სხვა პროცესს ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით ის გარდამტეხი იყო. Dalma News-ის რედაქცია შემდგომშიც დავწერთ ყველაფერზე – სასიხარულოზე და არც ისე სასიხარულოზე, მნიშვნელოვანზე და არც ისე მნიშვნელოვანზე!

მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იყო!

ყველას გილოცავთ დამდეგს!