საქართველოს სახელისუფლებო პარტიაქართულ ოცნებაშიპოლიტიკური გადალაგებები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც პარტიიდან ექსპრემიერი გიორგი გახარია წავიდა და პრემიერმინისტრის სავარძელი უკვე მეორედ, ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, “ოცნებაშიძალთა გადანაწილება შეინიშნება. ამ დღეებში თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემაც. მისი უხერხულ ღიმილნარევი ბრიფინგი შთამბეჭდავი იყო. თალაკვაძე დააქვეითეს და ვიცესპიკერის თანამდებობაზე გადაიყვანეს, სანაცვლოდ კი, კულუარული ინფორმაციით, თბილისის მერობას დაჰპირდნენ. იმასაც ამბობენ, ეს გადაწყვეტილება, „ქართულ ოცნებაშიმიმდინარე შიდა დაპირისპირების გასანეიტრალებლად ღარიბაშვილმა მიიღოო. რას უკავშირდება თალაკვაძის გადადგომა და შეძლებს თუ არაქართული ოცნებათვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე მეტი ხმის მიღებას, ამ საკითხზე Dalma News ექსპერტები, გია აბაშიძე და გია ხუხაშვილი ესაუბრნენ

– პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას წასვლისა და ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ, რა პროცესები მიდის მმართველ პარტიაში, ძალთა გადაჯგუფება მიმდინარეობს?

გია აბაშიძე

გია აბაშიძე: უბრალოდ, მიმდინარეობს პარტიის გადახალისება, რაც ნებისმიერი არჩევნების შემდეგ ხდება. მოარული ჭორები, რომ “ქართული ოცნება” იშლება და რღვევის პირასაა, არ შეესაბამება სიმართლეს.

გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნება” არის ისეთი ტიპის ორგანიზაცია, სადაც ძალების განაწილებაზე საუბარი, თუ ჩვენ სახელმწიფოებრივ პრიზმაში შევხედავთ, ზედმეტია. ეს არის პარტია, რომლის აქციების 100% ეკუთვნის ერთ ადამიანს. იმდენი პრემიერ-მინისტრი მოვინელეთ, რომლებიც თანამდებობიდან წასვლიდან 3 დღეში აღარავის ახსოვდა, რომ, არც არაფერი არ ხდება. შიგნით პატარა ადამიანების ინტრიგები მიდის. გახარიას დროს კიდევ, რაღაც განცდა იყო, რომ ის იყო დამოუკიდებელი, საკუთარი პოლიტიკური სახის მქონე პიროვნება და შეიძლებოდა გველაპარაკა იმაზე, რომ მას ჰქონდა პიროვნული, თუ პოლიტიკური ნება. ღარიბაშვილის პირობებში ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. ბიძინა ივანიშვილმა აღადგინა სრული ძალაუფლება. ამის შემდეგ, ვის სად გადაიყვანს და გადმოიყვანს, ვინ გაებუტება და ვინ განაწყენდება, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.

ირაკლი ყარიბაშვილი და ბიძინა ივანივილი

– პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის წასვლაც პარტიაში მიმდინარე რეფორმის ნაწილია?

გია აბაშიძე: გამომდინარე იქიდან, რომ თალაკვაძე მონაწილეობდა უმწვავეს მოლაპარაკებებში, შევიდნენ რა პარლამენტში ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, გარდა “ენმ”-სა (გამოკლებით, რამდენიმე ინდივიდისა იქიდანაც), იმისათვის, რომ მოლაპარაკებების შემდეგ აღარ დარჩენილიყო ზედმეტი მომენტები, თალაკვაძემ გადაწყვიტა წასულიყო თანამდებობიდან. მმართველმა გუნდმა პარლამენტის სპიკერად შედარებით ნეიტრალური ფიგურა, კახა კუჭავა წარმოადგინა. ის საკმაოდ გამოცდილია საერთაშორისო ურთიერთობებში, დიპლომატიური უნარ-ჩვევები აქვს, მისაღებია დასავლეთელი პარტნიორებისთვის და შედარებით ნეიტრალურია. ბუნებრივია თალაკვაძე პარლამენტში განაგრძობს მუშაობას, მაგრამ პარტიამ საჭიროდ ჩათვალა დათანხმებოდა მის წასვლას თავმჯდომარის პოსტიდან. ამავე დროს ფასდაუდებელი სამუშაო გასწია თალაკვაძემ იმაში, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მიიყვანა ბოლომდე და შეთანხმებაც შედგა.

გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი: ჩემი აზრით, თალაკვაძის გადაადგილება საერთოდ არ არის საინტერესო თემა. გახარია ბევრად წონადი ფიგურა იყო, მაგრამ არც მისი წასვლა დატყობია რამეს. რა თქმა უნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნების” წარმატებაში გახარიას წვლილი იყო და ამიტომ აღარ არის ის პრემიერი. მან გაბედა და ხიბლში შევიდა, ამის შემდეგ მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. ის განწირული იყო. გვახსოვს დღევანდელი პრემიერის – ღარიბაშვილის წასვლაც. გამოვიდა ერთ დღეს, გამოაცხადა იბერიის გაბრწყინების 10-წლიანი გეგმა და 3 დღეში ყურებ ჩამოყრილმა გვაცნობა, – გადავდექიო. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრები ქვეყანაში ინსტიტუციურად პირველი პირები იყვნენ, საერთოდ არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ პოლიტიკაში. კვალის დატოვების ერთადერთი შანსი გაუჩნდა გიორგი გახარიას, ჯერჯერობით მასაც არ აქვს არაფერი. თანაც უნდა დაგვარწმუნოს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკოსია და არა ვიღაცის პროექტი.

გიორგი გახარია

– გახარიას პარტია “ქართული ოცნებისსაპირწონე პოლიტიკურ ძალა იქნება?

გია ხუხაშვილი: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გახარიას პარტია “ოცნების” საპირწონე გახდება, მაგრამ შეუძლია, ამ ისტორიულ პროცესში, “ოცნებიდან” კრიტიკული მნიშვნელობის ელექტორატი წაიყვანოს. რაც საბოლოო ჯამში, ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში მულტიპარტიულ დემოკრატიას უზრუნველყოფს, როდესაც მოგვეცემა შანსი, ერთი გაუგებარი მმართველობიდან მრავალპარტიულ სისტემაზე გადავიდეთ. გახარიას პოლიტიკურ ველზე გამოჩენის შემდეგ, გადამწყვეტი უპირატესობის მიღება “ქართული ოცნებისთვის” უბრალოდ, შეუძლებელი გახდება.

არჩილ თალაკვაძე

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე 2021 წლის არჩევნებშიოცნებისმერობის კანდიდატი იქნება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თბილისის ამჟამინდელ მერ კახა კალაძესა და “ოცნებასშორის ბზარი გაჩნდა?

გია ხუხაშვილი: შეიძლება იყოს კიდეც, ვერაფერს გამოვრიცხავ. თუ “ოცნებაში” ვინმემ, პიროვნული წონა შეიძინა, ასეთი იყო გახარია და ასეთია კალაძე. შესაბამისად შესაძლოა, რაღაც ხდება იქ. პიროვნული მოძრაობა, საკუთარი ნება, ეს დასჯადია “ქართულ ოცნებაში”.

გია აბაშიძე: არანაირ ბზარზე არ შეიძლება საუბარი. ხელისუფლების ოპონენტები ძალიან ცუდად იყენებენ იმ მომენტს, რომ კალაძეს, დროებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად განაგრძობს მუშაობას. ის, რომ კალაძე გახარიასთან იქნება და ოპოზიციაში გადავა არის ჭორები, რომლის მსგავსი არაერთი გვინახავს. ვფიქრობ კალაძე, საკმაოდ ეფექტიანი მერია და იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ 4 წლით იქნება არჩეული დედაქალაქის მერად. ამას არაფერი ეღობება წინ, კალაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, არა მარტო “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა შორის.

კახი კალაძე

როგორც მივაქართული ოცნებათვითმმართველობის არჩევნებამდე, დღეის მდგომარეობით აქვს მას ბგარანტირებული 43%? 

გია აბაშიძე: “ქართულმა ოცნებამ” თავისი სურვილით წარმოადგინა 40%-იანი ჩამკეტი, შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში ეს რიცხვი 43%-მდე მოდიფიცირდა, მაგრამ აქ არის ერთი მთავარი შეკითხვა, – მივალთ კი, ამ 43%-იან ჩამკეტამდე? იმიტომ, რომ ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, ამას სჭირდება 113 ხმა. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი საკმაოდ არასტაბილურია თავისივე პოლიტიკურ შედეგებში, მიჭირს ამის პროგნოზირება. თუმცა სურვილი და რეკომენდაცია, განსაკუთრებით დასავლეთელი პარტნიორებისგან დიდია, რომ ეს ცვლილება მოხდეს.

რაც შეეხება რესურსს, ჩემი აზრით “ქართული ოცნების” პარტიული რეიტინგი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო დაიქსაქსა. თითქმის ჩამოშლილია პარტია “ევროპული საქართველო”, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში საკმაოდ ბევრი მანდატი ჰქონდა, დღეს კი, ფრაქციასაც ვერ ქმნიან. დიდი რღვევაა თავად „ენმ“-ში. ამ ფონზე კიდევ უფრო მყარია “ქართული ოცნების” ის კურსი, რომელიც გახარიას ჰქონდა აღებული, ახლა ღარიბაშვილი განაგრძობს – პანდემიასთან ბრძოლა.

გია ხუხაშვილი: თუ გახარია შემოვა პოლიტიკაში და საპნის ბუშტივით არ მოხდება მისი განეიტრალება, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ 43% „ქართული ოცნებისთვის“ მიუღწევადი იქნება. ბევრი რამ დამოკიდებულია საკუთრივ ოპოზიციის მოქმედებაზე. უნდა ვნახოთ ოპოზიცია რას მოახერხებს, იმიტომ, რომ ოპოზიციაც სამწუხაროდ ბევრ შეცდომას უშვებს.

ქვეყანაში არსებულმა 6-თვიანმა პოლიტიკურმა კრიზისმა დააზარალა თუ არა ოპოზიციაც და “ქართული ოცნებაცდა მთელი ეს დრო, პოლიტიკურ კინკლაობაში ხომ არ გაიფლანგა

გია აბაშიძე: ოპოზიცია ყველაფერს ხელისუფლებას საყვედურობს, იმასაც, რაც სხვათა შორის მისი ბრალია. მაგრამ სააკაშვილის მიზანია, არავითარ შემთხვევაში არ დაიწიოს ბარიერმა და იყოს ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი – “ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. სააკაშვილი ყოველ დღე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, რაც უწინარესად მცირე ოპოზიციურ პარტიებს აზიანებს. კრიზისმა დააზარალა უწინარესად ქართული საზოგადოება. ამ უსაგნო შესვლა-არშესვლის მარჩიელობით დაიღალა ხალხი. მათ უამრავი სხვა მწვავე პრობლემები აქვთ.

მიქეილ სააკაშვილი

გია ხუხაშვილი: ერთი მხრივ “ქართული ოცნება” დაზიანდა, მას არანაირი რესურსი და პოზიტიური დღის წესრიგის არ აქვს, მაგრამ მეორე მხრივ ამ პოლიტიკურმა სანახაობამ საზოგადოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან პოლიტიკურ ურთიერთკინკლაობაზე გადაიტანა, რაც საკმაოდ კომფორტული იყო “ქართული ოცნებისთვის”. ნაცვლად იმისა, რომ კითხვები დასმულიყო სოციალურ პოლიტიკაზე, რაზეც პასუხები “ოცნებას” რეალურად არ აქვს, მთელი ქვეყანა ჩართული იყო პოლიტიკურ ელიტაში მიმდინარე გარჩევებში. რაღაცნაირად, ეს სანახაობა “ქართული ოცნების” რეალურ პრობლემებს ფარავდა, ეს აწყობდათ კიდეც, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მათ აქვთ აუწეველი პრობლემები. სერიოზულად აისახება ეს ამ არჩევნებზეც.

შარლ მიშელის შეთანხმება თუ ამუშავდა, რეალურად საქმე გვექნება არა ადგილობრივ არჩევნებთან, არამედ ეს ფაქტობრივად რეფერენდუმი იქნება. თვითმმართველობის არჩევნებზე წყდება ძალაუფლების ბედი. თუ 43% ვერ გადაილახა, დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც “ქართული ოცნება” უკვე გარანტირებულად წააგებს, ანუ ხელისუფლების გადაბარების პროცესი იწყება. შესაბამისად ამ არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ექნება.

ხელისუფლებას სწორედ რეგიონებში აქვს ძალიან ცუდად საქმე. არჩევნებამდე დარჩენილი დრო ეყოფათ რეიტინგის ასაწევად

გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნება” შეეცდება ფინანსებით გადაწყვიტოს ეს პრობლემები. ერთი მხრივ რეგიონებში ცუდი მდგომარეობა აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ კარგად აქვთ აპრობირებული რეგიონებში ამომრჩევლის ერთჯერადი ყიდვა. ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი ვიცით. როცა ადამიანს ძალიან უჭირს, ის არ ფიქრობს გრძელვადიანზე. გარკვეულწილად, ამით არის განპირობებული ღარიბაშვილის პროექტი – 500 მლნ ლარი 63 მუნიციპალიტეტის განახლებისთვის. ოპოზიციაზეც არის დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ რეგიონებში გასვლას და იქ მუშაობას. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსს ვერაფერს ვამჩნევ. ძალიან გაზარმაცრებულები არიან.

გია აბაშიძე: 2019 წელს თავი იჩინა იმ პრობლემამ, რომელსაც ჰქვია საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ეს აღიარეს „ქართული ოცნების” თავკაცებმა. ვფიქრობ ეს პრობლემა ბოლომდე ვერ მოგვარდება, მაგრამ ის ხარვეზები, რაც რეგიონებში არსებობს, გამოსწორებადია სიღრმისეული ქმედებების წყალობით. ვფიქრობ, რომ არჩევნების მეორე დღეს იქნება იგივე, რაც იყო 2020 და 2019 წლებში, ოპოზიციის ბრალდებები, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს კი, დამკვირვებლები სულ სხვა სურათს დახატავენ. ოპოზიციას დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი