მიმდინარეწლის 30 სექტემბერს, საქართველოს ახალციხის რაიონის სოფელ გუმბურდოში, ღთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში, ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. უწესრიგობის მიზეზი იყო სოფლის მოსახლეობის მიერ ეკლესიაში X საუკუნის, იუნესკოს მიერ დაცული ქვა-ჯვარის (ხაჩკარი) დადგმის მცდელობა. შეტაკებისას, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, ორი – დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მალევე გაათავისუფლეს, გუმბურდოში დაძაბულობა კვლავაც გაგრძელდა. ექსპერტები ინციდენტს მომავალ არჩევნებს, გარეშე ძალების პროვოკაციებს და სხვა მრავალ საკითხს უკავშირებენ. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სომეხმა ექსპერტებმაც გამოთქვეს. საინტერესოა ქართული მხარის მოსაზრებაც.

როგორც ჟურნალისტი ზაზა სვანაძე აცხადებს, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა სახის პროვოკაციები უკვე ბუნებრივი მოვლენაა.

“სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზად არიან. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფლის აღშფოთებულიმოსახლეობა აბსოლუტურად კონკრეტულმა ძალებმა – ამჟამინდელმა ოპოზიციამ, რომელიც 2012 წლამდე ქვეყნის ხელისუფლებაში იყო – მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა გამოიყენეს”, – აცხადებს სვანაძე.

Заза Сванадзе
ზაზა სვანაძე

“საქართველო პატარა ქვეყანაა და არც მრავალრიცხოვანი, თუმცა, მრავალნაციონალური მოსახლეობა ჰყავს. აქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით სომხებიც და ებრაელებიც. თუმცა, არსებობს მეორე მხარეც – საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში სომხურფობიური განწყობაა, თუმცა, ეს აგრესიულად არასოდეს გამოვლინებულა. საქართველოში მთელი რიგი რაიონებია, სადაც სომხები ცხოვრობენ. თბილისში სომხური თეატრი ფუნქციონირებს. არის ასევე სომხური დიასპორაც და მოქმედებს სომხური ეკლესიები. იმის თქმა, რომ ქართველები განსხვავებული აღმსარებლობის მქონე ადამიანებისადმი მასობრივად აგრესიულები არიან – სწორი არ იქნება. თბილისში 2 კილომეტრის რადიუსში სინაგოგა, მეჩეთი და სომხური ეკლესიაა. მაგალითად, 5-6 წლის წინათ, საქართველოში გარეგან მეორის ვიზიტს, რომელიც პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა, დიდი რეზონანსი მოჰყვა.

მაშინ ადგილობრივი მედია იმის შესახებ წერდა, რომ გარეგანი სომხური სამოციქულო ეკლესიის მფლობელობაში არსებული მიწების და მთელი საკუთრების გადაცემას ითხოვდა. ქართულმა საზოგადოებამ ეს მოთხოვნა არაადეკვატურად მიიჩნია. საერთო ჯამში, საქართველოში სომხუროფობიური განწყობა არაპოპულარულია. ჩემის აზრით, ვიღაცას ქართველებს და ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს შორის ურთიერთობის გაფუჭება სურდა. როგორც ვიცი, ქართული მხარე და საპატრიარქო მზად არის ოპტიმალური ვარიანტის შესამუშავებლად. ჩვენ ვითვალისწინებთ არა მხოლოდ მეგობარი ხალხების ინტერესებს, არამედ ოცდამეერთე საუკუნის პრინციპებს და ფასეულობებს”.

Инцидент в Гумбурдо
ინციდენტი გუმბურდოში

ზაზა სვანაძე მზად არის საკმაოდ მკაცრად ისაუბროს კონფლიქტის შესაძლო ინიციატორების შესახებ. “პირადად მე მიმაჩნია, რომ გარკვეული ჯგუფები რელიგიის სახელით, ისტორიული სამართლიანობის ძიებით ხელმძღვანელობენ და ჩვენს ურთიერთობებს აყენებენ ზიანს.ჩემი სიტყვების გამო მკაცრად ნუ განმსჯით. ვიღაცას შესაძლოა ძველმოდურადაც მოვეჩვენო და თქვას – ასე სტანილის დროს, 30-იან წლებში საუბრობდნენო, მაგრამ მავნებელს ეროვნება არ აქვს. მავნებელი შეიძლება ქართველიც იყოს, სომეხიც და რუსიც. შეგიძლიათ ჩემი სიტყვები გადაამოწმოთ. რაიმეს დამალვას არ ვცდილობ, რადგან არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები, ხშირად ვაკრიტიკებ ხელისუფლებას სხვადასხვა ტელეარხის, თუ ინტერნეტრესურსის საშუალებით. დღესდღეობით საქართველოში ქსენოფობიური განწყობებია, საზღვრის გახსნასთან და ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოებასთან დაკავშირებით. ასეა, თუ ისე, ირანიდან და არაბეთიდან ტურისტების ნაკადის შემოდინებასთანერთად ქართული საზოგადოებაც ღელავს.უცხოელები ჩამოდიან, მათ ბევრი ფული აქვთ, ყიდულობენ მიწებს, აშენებენ სახლებს, ხსნიან საკუთარ ბიზნესს და ეს ყველაფერი იმ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და არც თუ სახარბიელო ეკონომიკაა. ვაღიარებ, არც თუ მეგობრულად მივიღეთ ადამიანები, რომლებსაც კარგად არ ვიცნობთ… 27 წელი ისტორიისთვის პატარა დროა. საზღვარი ჯერ კიდევ გუშინ გაიხსნა, აზიური ქვეყნების ტრადიცია და კულტურა ქართველისთვის ჯერ კიდევ გაუგებარი და მიუღებელია. მაგრამ ჩვენ მოგვწონს, თუ არა ეს, ფაქტი ფაქტად რჩება. ამიტომ საქართველოსთვის არც ისე კარგ პერიოდში, სომხებისადმი სიძულვილის გამოსახატავადარც დროა, არც ადგილი და არც მოტივაცია. სომხები ჩვენ გვერდით უკვე საუკუნეებია ცხოვრობენ და ჩვენ – ორივე ერი ქრისტიანები ვართ. ქართველებისთვის კი რელიგიური სიახლოვე ბევრს ნიშნავს, ბოლო დროს ანტისომხურიგანწყობა აქტუალური სულაც არ არის”.

Инцидент в Гумбурдо
ინციდენტი გუმბურდოში

რაც შეეხება თავად ინციდენტს, ჟურნალისტის აზრით, საქართველოს კულტურის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას თავიდანვე შეეძლო ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარება. სომხური სათვისტომო, ჩემის აზრით, ხაჩკარს დადგამს, მაგრამ ამისთვის ორივე კონფესიის იერარქიის კონსულტაცია იქნება საჭირო. საკითხი უკვე გასცდა ლოკალური კრიზისის ფარგლებს და ახლა ის, მხოლოდ რეგიონის გადასაწყვეტი აღარ არის.

ხაჩკართან დაკავშირებულ ინციდენტში მესამე ძალის ჩართულობის მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ვასილ პაპავა: “ეს აზრი მაშინვე ამოტივტივდება თავში, არა იმიტომ, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, არამედ იმიტომ, რომ მალე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უნდა ამოქმედდეს. არ გამოვრიცხავ, ამ ინციდენტში იმ ძალების როლს, რომლებსაც სურთ, არა მხოლოდ აღნიშნული პროექტის, არამედ ნებისმიერი დიდი, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტის და ინიციატივის ჩაშლა”.

პაპავას თქმით, მსგავსი მცდელობები მანამდეც იყო: “ამ შემთხვევაში მთავარი, რა თქმა უნდა, საქართველოს სომხური სათვისტომოს პოზიციაა – წამოეგება გარედან შექმნილპროვოკაციას, თუ სათვისტომოს საკითხებით დაკავდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ გარეშე ძალებს, რომლებსაც მსგავსი კონფლიქტური ვითარების შექმნა პოტენციურად შეუძლიათ, რეგიონში საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ და საქართველოს მოქალაქეების ინტერესები საერთოდ არ აღელვებთ”.

“ინციდენტის და სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ბლოკებში მონაწილეობის მიუხედავად, როგორც საქართველოს, ისე სომხეთს კარგი ურთიერთობები სჭირდება. ასეთი ურთიერთობები კი უფრო მეტად უნდა მყარდებოდეს”, – დარწმუნებულია ექსპერტი.

ამგვარად, ჯავახეთში მომხდარი ინციდენტი ქართული მხარისთვის, არა მხოლოდ აღმაშფოთებელი და ქვეყნის ქართველი და სომეხი მოსახლეობის ურთიერთობის საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არამედ საგარეო ძალების მიერ ინიცირებულია. გარდა ამისა, საქართველოში, არც თბილისსა და ერევანს შორის სახელმწიფო დონეზე არსებულ ურთიერთობას ივიწყებენ. ქართული მხარე მზად არის, არა მხოლოდ კონფლიქტის დეტალები და მიზეზები გამოიძიოს, არამედ დაძაბულობა შემცირდეს და ვითარება გაუმჯობესდეს.

მოამზადა ანტონ ევსტრატოვმა (ერევანი)