ქართველი დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე IDFA Award-ით დაჯილდოვდა. ჯილდო მის პროექტს „ბერლინის მცირე კედელი” გადაეცა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში სექციაში Docu Rough Cut Boutique იღებდა მონაწილეობას.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამარჯვების შემდეგ, თომა ჩაგელიშვილის პროექტი ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მარკეტზეა მიწვეული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად არის აღიარებული.

“ბერლინის მცირე კედელი” ამჟამად მონტაჟის პერიოდშია.