საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სს “თელასის” მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის კომპონენტის შესახებ წინასწარი საჯარო განხილვა 14 აგვისტოს გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – კომისიის დადგენილების გამოსაცემად.

“თელასის” ინფორმაციით, დადგენილების გამოცემის შესახებ მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების-დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად – 2015 წლის 18 დეკემბერია განსაზღვრული.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა და დადგენილების პროექტი კომისიის ვებ გვერდზეა (www.gnerc.org) განთავსებულია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს თავისი მოსაზრება და წინადადება კომისიაში მისამართზე-ა მიცკევიჩის N19. ამასთანავე, დაინტერესებული პირი მოსაზრების წარდგენისას უფლებამოსილია არ მიუთითოს ვინაობა.