საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში კომპანია „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა ხვალ გაიმართება.

როგორც Dalma News -ს სემეკ-იდან აცნობეს, შეხვედრას დაესწრებიან დარგის ექპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები. განხილვა საჯაროა და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია.

“კომისიაში სს “თელასმა” შემოიტანა სატარიფო განაცხადი და სატარიფო მიზნებიდან გამომდინარე საჭიროა სს “თელასის” განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშება და ახალი მაჩვენებლების დადგენა”, – აცხადებენ სემეკ-ში.