ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი სომხეთში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც ქართული დასი 6 სექტემბერს ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლ “მზის სხივით” წარსდგება.

როგორც Dalma News-ს მოზარდმაყურებელთა თეატრიდან აცნობეს, თუმანიანის სახელობის საერთაშორისო საბავშვო თეატრების ფესტივალი “ზღაპრების დღე” 5-11 სექტემბერს ქალაქ ვანაძორში, უკვე მეათედ გაიმართება.