2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 74% გაიზარდა.

2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია ჯამში 143,169 მგზავრი, რაც 74 პროცენტით (60,953 მგზავრით) მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (82,216 მგზავრი).

აღნიშნული მიმართულებით, მგზავრთა ნაკადის მატებას ელიან ზაფხულის სეზონის განმავლობაში.