სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი 13 აგვისტოს რუსეთში მიემგზავრება. უწყების წარმომადგენელი “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელ სერგეი დაკვერტთან გამართავს შეხვედრას.

როგორც Dalma News-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული შეხვედრა ერთობლივი შეთანხმების ფარგლებში გაიმართება და მისი მთავარი თემა ექსპორტის საკითხებზე მსჯელობაა.

“ეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იქნება”, – განმარტეს უწყებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here