სომხეთში ტაქტიკური სამეთაურო-საშტაბო წრთვნები “ელვა – 2015” 3-დან 6 სექტემბრამდე გაიმართება. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისა და საელჩოების სამხედრო ატაშემ 2 სექტემბერს გამართულ  შეხვედრაზე განაცხადეს, – იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

წვრთნები “ელვა – 2015” გეგმიური ხასიათისაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯარის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთისა და საერთოდ რეგიონის გარშემო არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, წვრთნების პირობები და პირობითი მოწინააღმდეგეები მაქსიმალურად რეალურის მსგავსია.