საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას მოწვევით საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრი სერგო კარაპეტიანი.

ოთარ დანელიამ თავის სომეხ კოლეგას დღეს აჭარაში უმასპინძლა, სადაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. მინისტრებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პომიდვრისა და მარწყვის სადემონსტრაციო სასათბურე მეურნეობები და ვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე, ხეხილოვნებისა და ვაზის სადედე, საკოლექციო-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს.

დღესვე, მინისტრებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დახურული ტიპის ზუთხის საწარმო შპს “იხტიოსი” დაათვალიერეს. მეურნეობა 3000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული. ტერიტორიაზე 24 ავ”ი 20 000 ცალი ზუთხია გაშვებული. საწარმომ წელს 42 ტონა თევზის რეალიზაცია განახორციელა.

18 აგვისტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრი სერგო კარაპეტიანი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

საქართველოსა და სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები ხვალ კახეთის რეგიონსაც ესტუმრებიან, სადაც კარაპეტიანს ქართველი კოლეგა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “მექანიზატორის” სერვისცენტრის მუშაობის პროცესს გააცნობს. მინისტრები მესაქონლეობის ფერმას შპს “ყვარლის ბაგას” და ღვინის მწარმოებელ საწარმოს “ქინძმარაულის მარანს” დაათვალიერებენ.

სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი სერგო კარაპეტიანი საქართველოს 16 აგვისტოს ეწვია.