სანამ მსოფლიო ტურბულენტობის ზონაში, კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური შოკებისა და რეცესიის მოლოდინშია, სომხეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრ-ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა და შემდგომი განვითარებისთვის კარგი მაჩვენებლები ფიქსირდება. ამის შესახებ ისაუბრეს ევრაზიის ექსპერტთა კლუბის ექსპერტებმა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იჯევნის ფილიალში, საჯარო ლექციების ციკლის დროს თემაზე: „სომხეთის რესპუბლიკის ინტერესები და მოლოდინები ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში მონაწილეობისგან“

2022 წელი სომხეთისთვის უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატების წელი იყო

2014 წლიდან ევრაზიის ექსპერტთა კლუბი აწარმოებს კვლევებს და საექსპერტო სამუშაოებს, რომლის მიზანია ევრაზიული ინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტების გამოყოფა და ამ პროცესში სომხეთის მიერ საკუთარი ინტერესების და სარგებლის მოძიება და მოპოვება. ამის შესახებ ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა, პოლიტოლოგმა არამ საფარიანმა განაცხადა.

„ჩვენი კვლევები ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ნათლად აჩვენებს, რომ სომხეთი სწორად მოიქცა, როდესაც 2015 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სომხეთის ექსპორტი რუსეთში და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებში თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის ეს ვექტორი ჩვენი ექსპორტის 31%-ს და იმპორტის 41%-ს შეადგენს. რუსეთი სომხური მზა პროდუქციის მთავარი ბაზარია. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მზა პროდუქციის ექსპორტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მზა პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პროცესი ამ მიმართულებით კვლავაც გაგრძელდეს“, – განაცხადა მან.

საფარიანის თქმით, რუსეთი სომხეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორია – რუსული საინვესტიციო პორტფელიო 2 მილიარდი დოლარია. რუსეთი სომხეთში ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სუბიექტია, ხოლო რუსეთის ფედერაცია კვლავაც ყველაზე მიმზიდველი შრომის ბაზარია სომეხი მიგრანტებისთვის და ეს ტენდენცია უახლოეს მომავალში გაგრძელდება.

„ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, რომ სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე ურთიერთობები ძალზედ მნიშვნელოვანია სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, სომხეთში უნდა სუფევდეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არ გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სომხურ-რუსეთის სტრატეგიული ურთიერთობების ფუნდამენტს. სომხეთში კარგად უნდა გაიაზრონ ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული საერთაშორისო პროცესებმა რუსეთთან ურთიერთობა კი არ უნდა დააზარალა, არამედ დააბალანსოს სახელმწიფო პოლიტიკა და ამით ხელი შეუწყოს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება ჩვენს მყიფე რეგიონში“, – განაცხადა მან.

გასულ წელზე საუბრისას არამ საფარიანმა აღნიშნა, რომ 2022 წელი სომხეთისთვის უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატების წელი იყო – ეკონომიკური აქტივობის 14%-იანი ზრდის პირობებში სომხეთის მშპ თითქმის 12%-ით გაიზარდა.

„ეს მართლაც გლობალური მასშტაბის ეკონომიკური მიღწევაა. 2023 წელს გასული წლის ზოგიერთი წარმატებული წინსვლა შესაძლოა გაგრძელდეს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს წელი (წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების პროგნოზით) შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემცირების და თუნდაც რეცესიის წელიწადი. საგრძნობლად შემცირდება ეკონომიკური ზრდა აშშ-სა და ევროკავშირში“, – დასძინა საფარიანმა.

სომხეთის ეკონომიკას შეუძლია მდგრადი ზრდის ტემპები შეინარჩუნოს

საფარიანის ოპტიმისტურ პროგნოზებს მისი კოლეგა, ეკონომისტი თათულ მანასერიანიც იზიარებს: „2022 წლის ზოგიერთი ტენდენცია შესაძლოა 2023 წელსაც გაგრძელდეს. დარწმუნებით შეგვიძლია ბიზნეს აქტივობის შემდგომი ზრდის პროგნოზირება, რომელიც, ამჯერად, შესაძლოა 9 პროცენტზე დაბალი იყოს, თუ არ წარმოიშობა გარე ხელშემწყობი ფაქტორები და წინაპირობები. ჩვენი პროგნოზები გარკვეულწილად განსხვავდება გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებისგან, მაგრამ ისინი პოზიტიური ტენდენციების პროგნოზებს ემთხვევა“, – განაცხადა მან. წარმოიდგინეთ, რომ, მაგალითად, რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპის ბანკმა გასულ სექტემბერში გამოაქვეყნა პროგნოზები იმის შესახებ, რომ სომხეთის ეკონომიკა 2022 წელს 8%-ით გაიზრდებოდა და 2023 წელს 4%-მდე შენელდება. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგნოზი უცვლელი – 4%-ის დონეზე რჩება, ხოლო ვაჭრობისა და მომსახურების ზრდა ორნიშნა ციფრებშია გამოხატული.

მანასერიანმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხისა და ბიზნესის შემოდინებამ გაზარდა მოთხოვნა სამომსახურო სექტორზე, რასაც თან ახლავს ფულადი გზავნილების შემოდინება. სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს რესპუბლიკის მშპ-ს რეალური ზრდა შეადგენდა 14%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტში 7%-იანი მაჩვენებელი და 4%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. იმავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022 წელს სომხეთის 11%-იანი ეკონომიკური ზრდა იწინასწარმეტყველა, მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა – 7%-მდე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – 8%, ხოლო ევრაზიის განვითარების ბანკმა – 12,5%.

სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 7%-ის ოდენობითაა გათვალისწინებული, ხოლო ინფლაცია 4% (±1,5%). გასული წლის დეკემბერში სომხეთის ცენტრალურმა ბანკის პროგნოზებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყნის ეკონომიკა 12,9%-ით გაიზრდებოდა, ხოლო ინფლაცია 9-9,5%-ს შეადგენდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 4,1% იქნება. ასევე მნიშვნელოვანია ყველა ამ პროგნოზის გათვალისწინება გლობალური ეკონომიკური განვითარების ტენდენციების კონტექსტში. კერძოდ, 2023 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 3%-ის ნაცვლად, როგორც ეს ნახევარი წლის განმავლობაში იყო მოსალოდნელი, 1,7%-მდე შენელდება.

გასულ წელზე საუბრისას არამ საფარიანმა აღნიშნა, რომ 2022 წ. სომხეთისთვის უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატების წელი იყო – ეკონომიკური აქტივობის 14%-იანი ზრდის პირობებში, სომხეთის მშპ თითქმის 12-ით გაიზარდა.

„პროგნოზების მიხედვით, 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკა 1,7%-ით, ხოლო 2024 წელს 2,7%-ით გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შენელება ყველგან დაფიქსირდება: შემცირების თვალსაზრისით, 2023 წლისთვის მოწინავე ეკონომიკების 95%-ზე და განვითარებადი ბაზრებისა და განვითარებადი ქვეყნების თითქმის 70%-ზე დაფიქსირდა. ასევე პროგნოზირებულია, რომ მოწინავე ეკონომიკებში ზრდის ტემპები, 2022 წლის 2,5%-დან 2023 წლისთვის 0,5%-მდე შენელდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სომხეთისა და რუსეთის ეკონომიკებისთვის გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. შექმნილი ვითარება აიძულებს რუსეთის ხელისუფლებას გახდეს უფრო ეფექტური, მოძებნოს გამოსავალი და განახორციელოს რეფორმები. უახლოეს მომავალში ,შესაძლოა , ვითარება თანდათან გამოსწორდეს“, – განაცხადა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრმა.

მან წარმოადგინა პროგნოზები, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სომხეთში დაბალანსებული და მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში დადებითი ტენდენციები გაგრძელდეს. თუ მთავრობა რუსეთიდან ჩასული ბიზნესისთვის მიმზიდველი პირობების შექმნას მოახერხებს, მაშინ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების შემდეგ, თუ ინვესტირებული კაპიტალის 10% მაინც დარჩება, ეკონომიკა გაძლიერდება.

„ეს, თავის მხრივ, დადებითად აისახება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რთულ პირობებში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებზე“, – დასძინა მანასერიანმა.

ხალხმა ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის დადებითი ასპექტები უნდა იგრძნოს

ნებისმიერი ინტეგრაციული ერთეული მხოლოდ ადამიანური ურთიერთობებით იქმნება და ამ საკითხში გამონაკლისი არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირია. ამგვარი მოსაზრება სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, საერთაშორისო ექსპერტმა გრიგორ ბალასანიანმა გამოთქვა.

მისი თქმით, ადამიანებმა ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის დადებითი მხარეები ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იგრძნონ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ინტეგრაცია შედგა.

„რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცება უნდა იყოს. საიდუმლო არ არის, რომ სომხეთის რესპუბლიკისა და სომეხი ხალხისთვის სომხურ დიასპორას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ე.წ ოთხმხრივი თავისუფლება სომხური დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებსაც ფესვები ამ რეგიონში აქვთ, შესაძლებლობას მისცემს შექმნან სამრეწველო საწარმოები თავიანთ სამშობლოში და თავისუფლად გადააადგილონ თავიანთი ფინანსური რესურსები და აღჭურვილობა. ზოგადად,სახელმწიფო დიასპორის ფაქტორს ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე ყოველთვის არაეფექტურად იყენებდა. გარდა ამისა, დიასპორის წარმომადგენლები უნდა იყვნენ დამაკავშირებელი რგოლები თავიანთი მშობლიური ადგილისა და საცხოვრებელ რეგიონს შორის, ერთობლივი საწარმოების შექმნისას, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავებისას, გამოფენების მოწყობისა, თუ, სამშობლოში წარმოებული პროდუქციის მარკეტინგის უზრუნველყოფისას“, – განაცხადა მან.

ამიტომ, ბალასანიანი დარწმუნებულია, რომ რეგიონულმა ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს კონკრეტული საინვესტიციო გეგმების შესადგენად. ასევე რეგიონში მოქმედი და არამოქმედი სამრეწველო საწარმოების ინვენტარიზაციისთვის, რათა უზრუნველყოს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპი პოტენციური ინვესტორებისთვის და ამით რეგიონი უფრო მიმზიდველი გახადოს.

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ამისთვის ყველა შესაძლებლობა იქმნება და ამ ყველაფრის გასაკონტროლებლად მხოლოდ მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო. მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში, დიასპორის წარმომადგენლები მუშაობენ, აფორმებენ შეთანხმებებს რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და თემებს შორის თანამშრომლობის შესახებ, ეწყობა ორმხრივი ვიზიტები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შეთანხმებების უმეტესობა უბრალოდ ქაღალდზე რჩება“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შემდეგი საფეხური არის თანამშრომლობა განათლების სფეროში.

„სტუდენტების ურთიერთ ვიზიტები, საზაფხულო თუ ზამთრის სკოლები, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის სამაგისტრო პროგრამების დანერგვა, რა თქმა უნდა, რეგიონის რეპუტაციას გააუმჯობესებს. ის ასევე საშუალებას მისცემს რეგიონის სტუდენტებს უფასოდ ისწავლონ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აიმაღლონ კვალიფიკაცია და თავიანთი მცირე წვლილი შეიტანონ სამშობლოს განვითარებაში”.

შემაჯამებელ სიტყვაში, საერთაშორისო ექსპერტმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობაში „რეგიონული კვლევებისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ რესპონდენტთა ნახევარზე მეტს, 56%-ს, ევრაზიულ ინტეგრაციაზე საკმაოდ დადებითი აზრი აქვს. კითხვაზე, თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს სომხეთის შემდგომი ინტეგრაცია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, გამოკითხულთა 36%-მა აქცენტი რეგიონთაშორის თანამშრომლობაზე გააკეთა.

“ვფიქრობთ, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მიმართულება სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვისაც მისაღებია”.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციების ციკლი ევრაზიის ექსპერტთა კლუბის ორგანიზებით იმართება.

ლინა მაკარიანი