ზოგიერთი საზღვრისპირა სოფლის სახელმწიფო და არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების პირველი კურსუს სტუდენტებისთვის, პირველ სემესტრში სწავლის საფასურს სომხეთის ახალგაზრდული ფონდი გადაიხდის,- იტყობინება ფონდის პრეს-სამსახური.

სამეურვეო საბჭოს კოორდინატორის კარენ ავაგიანის თქმით, ფინანსური დახმარება იმ სოფლებს გაეწევათ, რომლებიც სახელმწიფოს გადაწყვეტილებით სოციალურ დახმარებას ღებულობენ.

ეს სოფლებია: ერასხი, ვაანი, ჩამბარაკი, ხაჩიკი, ხნდზორუტი, სერსი, ნორ აზნაბერდი, ბარდზრუნი, ნერკინ კარმირახპიური, ვოსკევანი, ჩორატანი, კოხბი, ვაზაშენი, ბერკაბერი, ვოხკეპარი, ჩინარი, აცვაბერდი, ცახკავანი, მოსესგეხი, დოვეხი, პარავაკარი, ბერდავანი, კოტი, ბაგანისი, სარიგიუხი, აიგედზორი, კირანცი, აიგეპარი, სევკარი, აიგეოვიტი, ვერიკ კარმირახპიური.

სტუდენტებმა, ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებიდან, ფონდს თავად უნდა მიმართონ და განცხადება 2015 წლის 2 ოქტომბრამდე შეიტანონ. განცხადებას თან უნდა ახლდეს: სტუდენტის პასპორტის ასლი, ერთი ფოტოსურათი 3:4-ზე, საცხოვრებელი ადგილის ცნობა, ცნობა უმაღლესი სასწავლებიდან, ჩათვლის წიგნაკის ასლი. განცხადებები მიიღება ყოველდღე 10:00-დან 17:00 სთ-მდე, შაბათ-კვირის გარდა.