აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი” თურქეთში საზღვაო პორტს ააშენებს, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა «Star»-ს მოემსახურება.

ამის შესახებ “facebook”-ის საკუთარ გვერდზე “სოკარის” შვილობილი კომპანიის, «SOCAR Turkey»-ს ხელმძღვანელი კიანან იავუზი წერს.

მისი ინფორმაციით, ნავთომგადამამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა  დაწყებულია. პროექტის ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ქარხნის გახსნა კი, 2,5 წელიწადშია დაგეგმილი.

კიანან იავუზის თქმით, საზღვაო ესტაკადების მშენებლობა 2017 წლის მაისში დასრულდება.