გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში საქართველოს სკაუტური ბანაკი “გალაქტიკა 2015” გაიხსნა, სადაც, ქვეყნის რეგიონებიდან ჩასული სხვადასხვა ასაკის 400 ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.  ბანაკში აგრეთვე არიან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ჩამოსული ბავშვები.

როგორც Dalma News-ს გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ერთი კვირის განმავლობაში ბავშვები სკაუტურ ცხოვრებას ეზიარებიან. დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი აქტივობები.  
მათივე ინფორმაციით, პროექტი საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული მემორადუმის ფარგლებში ხორციელდება.

ბანაკის გახსნას დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომამდგენლები დაესწრნენ.