ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსში (CWSA 2015) ღვინის კომპანია შუმის ღვინოებმა ერთი ორმაგი ოქროსა (2014 წლის საფერავი) და ორი ოქროს მედალი (2013 წლის წინანდალი, მუკუზანი) მოიპოვა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, CWSA ჩინეთსა და ჰონგ კონგში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ კონკურსადაა მიჩნეული. კონკურსს წინ უძღვის ბრმა დეგუსტაცია, წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი ჟიურის შემადგენლობით.

ჟიური დაკომპლექტებულია ჩინეთის გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებითა (იმპორტიორები, დისტრიბუტორები, საცალოდ მოვაჭრეები და სხვ) და პროფესიონალი სომელიეებით. დღესდღეობით ითვლება, რომ კონკურსში გამარჯვების მოპოვება ჩინეთში ღვინის წარმატებული გაყიდვების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

GWSA წელიწადში ორჯერ იმართება. წელს ქართულმა ღვინოებმა აღნიშნულ კონკურსზე წარმატება უკვე მეორედ მოიპოვა, მათ შორის, კომპანია “შუმმა”, აგრეთვე, “შატო მუხრანმა” და GWS-მა 2015 წლის თებერვალში გამართულ კონკურსში ორმაგი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.