“საქართველოს რკინიგზის” მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები, პირველი ივლისიდან 20%-ით შემცირდა. ცვლილება შეეხო როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის, როგორც სავაგონო, ასევე საკონტეინერო გადაზიდვებს.

როგორც Dalma news-ს კომპანიაში განუცხადეს, ტარიფების შემცირება მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც მათივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე პოზიტიურად აისახება.

“ასევე, განაპირობებს გაყიდვების სამომავლო ზრდას, სარკინიგზო გადაზიდვების სექტორში”, – აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში”.