საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩინელ კოლეგას უსამძიმრებს.

“ვენთვის შოკისმომგვრელია ის ტრაგედია, რომელიც საპორტო ქალაქ ტიანჯინში დატრიალდა. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მინდა მოგისამძიმროთ და გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება დაღუპულთა მგლოვიარე ოჯახებისდა ჩინელი ხალხის მიმართ, დაშავებულებს კი, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.