ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი თურქული ავიაკომპანია BORAJET Airlines იწყებს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით, სტამბული-ბათუმი-სტამბულის მიმართულებით შეასრულებს. ფრენები Embraer E190 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს” მიერ შესაბამისი ნებართვა ავიარეისების განხორციელებაზე უკვე გაცემულია. საჰაერო მიმოსვლა 4 სექტემბრიდან დაიწყო.