საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა “დინამო არენაზე” მიმდინარეობდა.შოტლანდიელთა კარში გოლი 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპზე “დე” ჯგუფში ასპარეზობს. მომდევნო შეხვედრა ქართველ ფეხბურთელებს ირლანდიის ნაკრებთან ექნებათ.  ამ გამარჯვების შემდეგ გუნდს 6 ქულა აქვს.