აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 20 მლნ აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა, რაც  ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებას მოხმარდება.

“აზიის განვითარების ბანკის კომერციული რესურსებიდან  აღნიშნული დაფინანსება ავსებს ბანკის მიერ საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, გზებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის პროექტებს,” – განაცხადა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეითი ჯულიანმა.

ამ პროექტისთვის მომზადებული გარემოს შეფასების დოკუმენტის თანახმად, სესხი უკვე მეოთხე ტრანშია, სრულად დაიხარჯება ბათუმის სანაპირო ზოლის იმ 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გამაგრებაზე, რომელსაც ეროზია ემუქრება. მიუღებლობის შემთხვევაში, ეროზიული პროცესები  ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც გავრცელდება და  ბათუმში ზღვის სანაპიროებს დააზიანებს, რაც თავის მხრივ ტურიზმის განვითარების საინვესტიციო კლიმატზე უარყოფით გავლენას მოახდენს.