სტატისტიკურად 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის ივლისის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეები უფრო ხშირად ტოვებენ ქვეყანას, ვიდრე ბრუნდებიან სამშობლოში. შსს-ს მიერ გასულ წლებში გამოქვეყნებული სტატისტიკით, საქართველოში შემოსულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გამსვლელთა რაოდენობა.

2013 წელს ქვეყნიდან 3219628 ადამიანი გავიდა და 3 207 410 ადამიანი შემოვიდა (სხვაობა 12218).

2014 წელს 3104663 გასვლა და 3090547 შესვლა ფიქსირდება(სხვაობა 14116).

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, სხვაობა  მოქალაქეთა შემოსვლაზე წინა წლებთან შედარებით გაცილებით მეტია – 36160. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ქვეყანა 1717940-მა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, სამშობლოში კი 1681780 მოქალაქე დაბრუნდა.