“საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას კვლავ გააგრძელებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, სააგენტო ipn.ge-სთან საუბარში განაცხადდა.

აბაშიძის თქმით, რუსულ-ქართული დიალოგის გაგრძელებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ნატო-ც უჭერს მხარს.

“მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც გააგრძელებს რუსეთთა პრაგმატულ პოლიტიკას და ნერვებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ექნება,” – განაცხადა აბაშიძემ.