სომხეთის ხელმძღვანელობას სურს ქვეყანაში შესვლის ნებართვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საერთაშორისო პასპორტის გარეშე მისცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს 10 სექტემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ, სომხეთის საგანგებო ვითარებებისა და ტერიტორიული სამმართველოს სამინისტროს მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის მეთაურმა გაგიკ ეგანიანა განუცხადა.

“სომხეთში შესასვლელად მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პასპორტი საკმარისი იქნება. ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები პრობლემა არ არის. ეს საკითხები უმოკლეს დროში მოგვარდება”, – დასძინა მან.

მისივე თქმით, ამგვარად, რუსეთის მოქალაქეებს გაუმარტივდებათ სომხეთში მოგზაურობა. ეს კი თავის მხრივ ტურისტების ახალი ნაკადისა და შესაძლოა, ახალი ინვესტიციების მიზიდვის წყარო გახდეს.

“ტურისტების ძირითადი ნაკადი მეტ-ნაკლებად რუსეთთან გვაკავშირებს. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად შესაძლებელი ლიბერალიზაცია ყველასათვის მომგებიანია. ბუნებრივია, თუ რუსეთის მოქალაქე ადვილად ჩამოვა ჩვენთან, კიდევ ისურვებს გამომგზავრებას”,- განაცხადა ეგანიანმა.