31 ოქტომბერს, ერევანში, მსუბუქი მრეწველობის შესწავლისა და მომსახურების ცენტრი სადღესასწაულო ვითარებაში გაიხსნა. ცენტრი ერევანში გაეროს ინდუსტრიული განვითარების პროგრამის (“იუნიდო”) “მოდერნიზაციისა და გასაღების ბაზარზე ხელმისაწვდომობის ხარჯზე სომხეთის მრეწველობის საექსპორტო-ორიენტირებადი სფეროების კონკურენტუნარიანობის ამაღლების” პროექტის ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული ინიციატივა რუსეთის ფედერაციის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში ორი მილიონი აშშ.დოლარი გამოიყო.

ცენტრის მთავარი ამოცანა სომხური ტექსტილის და ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანიების სპეციალისტების სწავლება და გადამზადებაა, რაც ხელს შეუწყობს ამავე წარმოების პროდუქციის ხარისხის გაზრდასა და წარმოების ხარჯის შემცირებას.

Центр обучения и обслуживания легкой промышленности в Ереване

სომხეთი, საბჭოთა პერიოდში, ტრადიციულად მოწინავე რესპუბლიკად იყო მიჩნეული და ტექსტილის და ფეხსაცმლის წარმოებაში ლიდერობას მყარად ინარჩუნებდა. სომხეთის სსრ-ს მსუბუქ მრეწველობაში 120 ათასი ადამიანი (!) შრომობდა, ხოლო სომხური პროდუქციის ხარისხი მთელს საბჭოთა კავშირში განთქმული იყო.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ისევე, როგორც სხვა სფეროები, ყველა ფაბრიკა და ქარხანა დაიკეტა. მხოლოდ 21-ე საუკუნეში, ბიზნესის განვითარებასთან და რესპუბლიკაში საგარეო დონორების და ინვესტიციების მიზიდვის წყალობით შესაძლებელი გახდა ტექსტილის და ტრიკოტაჟის პროდუქციის წარმოებაზე მუშაობა.

2010 წლის დასაწყისში სომხეთის მთავრობა დაფიქრდა, როგორ დაებრუნებინა წარსული დიდება ტექსტილის სფეროში. სომხეთი არ გეგმავდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაერთიანებას, როცა  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა სომხეთის ტექსტილის, ტრიკოტაჟის და ფეხსაცმლის წარმოების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა.

დოკუმენტის მიხედვით, ათი წლის განმავლობაში 15 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო, თუმცა ერთი პროექტის დიდ ნაწილი მხოლოდ ფარატინა ფურცელზე დარჩა. უცნობია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, 2015 წელს, სომხეთი რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გამხდარიყო. ასეთ შემთხვევაში, უხეშად რომ ვთქვათ, სომხეთი 180 მილიონიანი ბაზრის ტექსტილის და ფეხსაცმლის პროდუქციით უზრუნველყოფის შეკვეთას მიიღებდა. ოფიციალური სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ამ სფეროში საქმე კარგად მიდის, თუმცა 120 ათასი სამუშაო ადგილის შექმნისგან ჯერ შორს ვართ.

2018 წელს, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, აბსოლუტური ლიდერი გახდა. სომხური პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამ ტექსტილის ექსპორტიც (100%-ით) უზრუნველყო: შარშან, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში სომხეთმა ტექსტილის და ფეხსაცმლის პროდუქციის ექსპორტი გააორმაგა, რამაც 153,1 მილიონ აშშ.დოლარს მიაღწია. სომხეთი ეროვნული სტატისტიკური კომიტეტის ინფორმაციით, 2018 წელს, სომხეთიდან ტექსტილის და ტექსტილის პროდუქციის ექსპორტის საერთო მაჩვენებელმა 225 მილიონი აშშ.დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 65,4%-იან ზრდას ნიშნავს.

ამგვარად, სომხური ტექსტილის პროდუქციის ნახევარზე მეტი (68%) ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე მოდის. თუ 2014 წელს სომხეთში, ტანსაცმლის წარმოების მოცულობის ზრდამ, სულ რაღაც 16,ზ% შეადგინა, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს ნიშნული 35-43%-მდე გაიზარდა და დადებითი დინამიკა ახლაც ნარჩუნდება.

საბჭოთა პერიოდზე საუბრისას, უნდა გავიხსენო რეალური ისტორია, რომელიც ერთ-ერთ სომეხ სახელმწიფო მოხელეს ეხება. 70-იან წლებში იგი მივლინებით ლონდონში გაგზავნეს და ბუნებრივია, სახლში სავსე ჩემოდნით (რამდენადაც ეს იმ დროისთვის იყო შესაძლებელი) დაბრუნდა. ევროპაში შეძენილ ნივთებს შორის, მამაკაცის ორი წყვილი წინდა იყო. წარმოიდგინეთ, მათი გაოცება, როდესაც აღმოაჩინეს, რომ წინდები სომხეთში იყო წარმოებული! ვიმედოვნებთ, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც უცხო ქვეყანაში მოგზაურობიდან დაბრუნებულები აღმოვაჩენთ, რომ საზღვარგარეთ შეძენილი სუვენირები და საჩუქრები ჩვენი სამამულო წარმოებისაა.

ლინა მაკარიანი