წახემსების დროა?

სომხეთში ხშირად საუბრობენ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორნების ქსელის გახსნაზე ხშირად საუბრობენ, თუმცა ეს მხოლოდ ჭორის დონეზე. 3-4 წლის წინათ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ ამ ბიზნესის საწარმოებლად შესაბამისი ლიცენზია კომპანია “ტაშირის” ჯგუფმა მიიღო, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ახლა კი ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

სწრაფი კვების ბევრი ობიექტი პატარა სომხეთში

ქვეყანაში McDonald’s-ის ქსელის შექმნის გეგმაზე ინფორმაცია ძირითადად პორტალმა “სპუტნიკ არმენიამ” გაავრცელა და ამ იდეის განმახორციელებლად ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია დაასახელა. სწრაფი კვების ობიექტები დედაქალაქში, დიდ ქალაქებსა და ტურისტულ ადგილებში უნდა გახსნილიყო. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხი საბოლოოდ აპრილში გადაწყდება.

ის, რომ სომხეთში McDonald’s-ი არ არის, გასაგებია. ოფიციალური მონაცემებით, რესპუბლიკაში იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც მოსკოვის ერთ ადმინისტრაციულ ოლქში. აქედან გამომდინარე, ობიექტური მიზეზებით, მოთხოვნაც ნაკლები იქნება. არგუმენტი, რომ სომხეთში ეროვნული სამზარეულოს ტრადიცია მეფობს, არც ისე მყარია, რადგან McDonald’s-ი ბევრ ისეთ ქვეყანაში კვებავს ხალხს, სადაც ეროვნულ კერძებზე მოთხოვნა არანაკლებ მაღალია.

დიეტოლოგებისა და ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, სწრაფი კვება საკმაოდ პოპულარულია. ქუჩებში მრავლად იყიდება ნაირ-ნაირი ღვეზელები, მწვადები, ქაბაბები და ჰამბურგერები. მწვადიც თავისი წარმოშობიდან გამომდინარე, სწრაფად შემწვარი ხორცია. კვების ბევრ ობიექტზე მომხმარებლებს ხუთ წუთში მომზადებულ მწვადს სთავაზობენ.

შესაძლოა, თემურ ჭყონიამ კარგად იცის, რასაც აკეთებს. თუმცა, აგიტაციის მიუხედავად, სომხეთში McDonald’s-ს არც ისე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. გემოვნება სხვადასხვაგვარია და პროპაგანდა მათი კორექციის ეფექტიანი საშუალება არ არის.

ერთი ნაჭერი ლავაში და კარგი ხორცი ბურგერის წინააღმდეგ

ლავაშში ნორმალური ყველის გახვევა, ან სახლში წინა დღით ხორცის მომზადება და სამსახურში, ან ლექციებზე ასეთი საკვების წაღებაც ხომ სწრაფი კვებაა. მაგრამ ამას ძალიან ცოტა ადამიანი აკეთებს სიზარმაცის, თუ უხერხულობის შეგრძლების გამო. სამაგიეროდ, უახლოეს დახლებზე ვინ იცის რისგან მომზადებული ღვეზელები ყოველთვის სიამოვნებით.

რუსეთის დიდ ქალაქებში ახლაგაზრდობას 90-იან წლებში McDonald’s-ი გამოჩენასთან ერთად, არ ახსოვს კილომეტრიანი რიგები. ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა სტერეოტიპები, რომ თუ დიდი რიგებია, ესე იგი, კარგი რაღაცის მიღება შეიძლება. ერთი სიტყვით, ბუნებრივი აჟიოტაჟი ატყდა. პეტერბურგის დღევანდელმა McDonald’s-მა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა და შესვენებების საათებში ბევრი სტუმარი ჰყავდათ, ხოლო დანარჩენ დროს – ყოველთვის ირეოდა ხალხი თან წასაღები ყავის საყიდლად. ცხადია, შენობაში სიგარეტის მოწევა აკრძალულია.

ხომ არ მობეზრდა ხალხს? საეჭვოა. ძალიან ბევრი ადამიანი მალევე მიხვდა, რომ მსგავს საკვებს ზიანი მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. თუმცა McDonald’s-ის ბურგერების მოყვარულები, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან, კვლავაც განაგრძობენ წონაში მატებას. პარადოქსი – კაცობრიობა სულ უფრო ინტენსიურად ინტერესდება ჯანსაღი კვების მეთოდიკით, სწრაფი კვების საწარმოები კი მატულობს.

ქუჩაში გაყიდულ ჰამბურგერში შესაძლოა ნებისმიერი ცხოველის ხორცი აღმოჩნდეს, მაგრამ ეს საჭმელი მალფუჭებადია. ამისთვის სულაც არ არის საჭირო ექიმების გამოკითხვა. საკმარისია McDonald’s-ის ჰამბურგერი სახლში მიიტანო, რამდენიმე დღის, თუნდაც ორი კვირის განმავლობაში თეფზე დადებული გააჩერო და იგი საერთოდ არ იცვლის არც ფერსა და არც ფორმას. პურის ნაჭერი ისევ ფუმფულა იქნება, ხოლო პომიდორი და სალათის ფურცლები – ახალმოწყვეტილივით. წარმოგიდგენიათ, ბოსტნეული, ან მწვანილი, რომლებიც ერთი თვეა მაგიდაზე დევს და კვლავაც ახალივით გამოიყურებიან? საინტერესოა, რას უმატებენ…

რა არის ბურგერში?

საეჭვოა, ისეთი კორპორაცია, როგორიც McDonald’s-ია რაიმე აკრძალულ დანამატს იყენებდეს. თუ დანამატი აკრძალული არ არის, სულაც არ ნიშნავს, რომ სასარგებლოა. ქიმიის დამსახურებაა ბოსტნეული მუდამ ახალივით რომ გამოიყურება. არც ის არის საიდუმლო, რომ ზოგიერთი ქიმიური დანამატი მიჩვევასა და დამოკიდებულებას იწვევს, როგორც მაგალითად, ალკოჰოლი, ან ნიკოტინი.

ერევნის ერთი პატარა რესტორნის მფლობელმა, რომელმაც მანამდე სწრაფი კვების ობიექტზეც მუშაობდა, გვითხრა,რომ ნატურალური და ჯანსაღი საკვების მოყვარული სომხებისთვის ცოდვის ტოლფასი იქნება ოკეანის გადაღმელი სუროგატის არჩევა. იგი დარწმუნებულია, რომ „მაკდონალდსი“ მსუქანი მამაკაცებისა და ქალბატონების რაოდენობას გაზრდის, მით უფრო,თუ ერი გენეტიკურად მიდრეკილია სიმსუქნისკენ. ოდესმე თუ გინახავთ სპორტსენი, მძიმე წონიანი კულტურისტის გარდა, რომელიც McDonald’s-ში იკვევება, მიუხედავად იმისა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სპონსორი სწორედ ეს კომპანია იყო?

საქმე იმაშია, რომ McDonald’s-ი ძალიან დიდი რაოდენობით არომატორებსა და გემოს სხვა გამაძლიერებლებს იყენებს. მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფიგურას ვნებს არა რომელიმე ნატრიუმის გლუტამატი, არამედ ბანალური შაქარი, რომელიც ამ კომპანიის აბსოლუტურად ყველა პროდუქტშია დამატებული, მათ შორის დესერტში, სალათსა და სასმელში. ალბათ, საჭირო არ არის იმაზე საუბარი, თუ რას იწვევს შაქრის გადაჭარბებული დოზით მიღება. შაქარდამატებული კალორიული საკვების რაოდენობა მატულობს, ხოლო რესტორანი ფინანსურად მდიდრდება, ადამიანები კი გაცხიმოვნებასთან დაკავშირებულ დამატებით პრობლემებს აწყდებიან.

ავიღოთ მაგალითად, სალათის ფურცელი. ის თავის თავად უკალორიო და სასარგებლო პროდუქტია. McDonald’s-ის მენიუში მისი გამოჩენა ერთი შეხედვით კორპორაციის მიერ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას მიანიშნებს. თუმცა, მხოლოდ სალათით ვერ დანაყრდები, ამიტომ კომპანიის მარკეტოლოგებმა სამომხმარებლო ფსიქოლოგიაზე გადაითამაშეს და ამით მავნებელი საკვების გასაღება უზრუნველჰყვეს. არც მაიონეზით შეზავებული სალათის ფურცლებია სასარგებლო. ბევრად უფრო გემრიელი და სასარგებლოა სახლში მომზადებული, ზეთით, ან იოგურტით შეზავებული სალათის ფურცლები.

რა თქმა უნდა, უსიამოვნებები ელით მათ, ვინც McDonald’s-ს რეგულარულად სტუმრობენ და ასორტიმენტის ცალკეულ დასახელებებს კი არ უკვეთავენ, არამედ მთელ კომპლექსს. ცალკეული კერძები, რომლებსაც მაგალითად კვირაში, ან თვეში ერთხელ მიირთმევთ, სავალალო შედეგს არ გამოიწვევს. თუმცა, თითოეული ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების წესს, რომელშიც კვების მეთოდიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა.

სჭირდება ეს სომხეთს?

სწრაფი კვების სფეროში მოღვაწე ერევნელ ბიზნესმენებს რომ ჰკითხეს, რას ფიქრობენ McDonald’s-ზე, მათ ტაქტიანად განაცხადეს, რომ ეს კონკურენცია მათთვის სასარგებლო იქნება და იქვე დასძინეს, რომ McDonald’s-ი სომხეთში დიდხანს ვერ იარსებებს და ამის მიზეზი, მხოლოდ მომხმარებლის სიმცირე კი არა, სომხების საკვებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება იქნებაო.

იაფიან ღვეზელებს, უყველო მარილიანი ცომით მომზადებულ ხაჭაპურსა და McDonald’s-ის საკვებს თუ შევადარებთ, ეს უკანასკნელი ლიდერობს. არც ერევანსა და არც სომხეთის სხვა ქალაქში, ნამდვილად არ არის იმ დაწესებულებების დეფიციტი, სადაც მომხმარებელი ამჯობინებს საეჭვო ღვეზელების, ბუტერბროდებისა და ჰამბურგერების სწრაფი ბრუნვის ნაცვლად, ხარისხიანი და შეძლებისდაგვარად, სრაფი მომზადების სასარგებლო საკვებით გამოკვებონ.

სომხეთში მხოლოდ ერთ McDonald’s-ს ალბათ, არავინ გახსნის. ეს კორპორაცია სწორედ იმით არის ძლიერი, რომ მას სწრაფი კვების რესტორნების ქსელი აქვს. მათემატიკოსობა არ სჭირდება იმას, რომ ამ ბიზნესის რენტაბელობას მიხვდე. McDonald’s-ის თეორიული მომხმარებლების რაოდენობა ერევანში, სადაც მილიონი მოსახლეა და ტურისტული ნაკადი (მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე მატულობს), მაინც ვერ უზრუნველჰყოფს წარმატებულ ბიზნესს.

თანამედროვე ცხოვრების გიჟური რიტმის პარალელურად სწრაფი კვება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. საზოგადოებრივი კვების ამ სახეობასთან ბრძოლა უაზრობაა. შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებელში გავაღვივოთ პირადი ღირსების გრძნობა და დაფიქრდეს იმაზე, თუ რით იკვებება, ან სად? გარდა ამისა, სწრაფი კვება, თუნდაც ხარისხიანი, სომხეთში ძვირადღირებული ვერ იქნება, პირიქით, რუსეთის დიდი ქალაქებისგან განსხვავებით აქ ბევრად სიიაფეა. ასე, რომ McDonald’s-ს უფლება აქვს მოვიდეს, მაგრამ საეჭვოა დიდხანს გაჩერდეს. ადგილობრივი განსაკუთრებულობები, ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აუცილებლად შეასრულებენ მთავარ როლს ადვილად პროგნოზირებად წარუმატებლობაში.

რუბენ გიულმისარიანი – სპეციალურად Dalma News-ისთვის