სომხეთის ურბანული განვითარების მინისტრმა ნარეკ სარკისიანმა სამუშაო სხდომაზე უახლოესი თვის უმნიშვნელოვანეს ამოცანებს შორის, სამინისტროს მიერ  5 ოქტომბრისთვის დაგეგმილი არქიტექტორის საერთაშორისო დღის პროგრამისა და სომხეთის არქიტექტურის.

ეროვნული ინსტიტუტ-მუზეომის 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან  სამინისტროს ქვედანაყოფებს შესაბამისი მითითებები მისცა.

სომხეთის ურბანული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  სხდომაზე მინისტრმა მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის  საკანონმდებლო ინიციატივებზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის აშენებასა და მიწისძვრის ზონაში სამინისტროს მიერ დაგეგმილ სამუშაოებზე.

სარკსიანმა განკარგულება გასცა, აღირიცხოს ყველა გამოუყენებელი სამრეწველო შენობა, რომლებიც შესაძლოა სერიოზულ ბაზად იქცეს სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ურბანული განვითარების პროექტებს “ძველ ერევანსა” და “ფირდუსზე” და იმედი გამოთქვა, რომ საინვესტიციო პროგრამების  განხორციელებას ხელს შეუწყობს რესპუბლიკაში არსებული მშენებლობების ტემპის ზრდა.