სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სომხეთის ეროვნულ კრებას გადაუგზავნა საკონსტიტუციო რეფორმების პროექტი, რომელზე მუშაობაც დაასრულა პრეზიდენტთან არსებულმა ექსპერტების კომისიამ. საკონსტიტუციო რეფორმების საკითხში პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად პარლამენტში დაინიშნა ექსპერტების კომისიის წევრი ვარდან პოღოსიანი.

მომდევნო კვირიდან სომხეთის პრეზიდენტი აპირებს თათბირის გამართვას ქვეყნის პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, რათა განიხილონ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებები.
პრეზიდენტმა ექსპერტების კომისიას ასევე დაავალა განაგრძონ დიალოგი ევროსაბჭოს საპარლამენტი ასამბლეის ვენეციის ჯგუფთან, იმ საკითხებზე, რომლებთან დაკავშირებითაც შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

15 ივლისს საკონსტიტუციო რეფორმების კომისიამ გამოაქვეყნა სომხეთის ძირითადი კანონის ახალი 7 თავის შეინაარსი, რომლებშიც აღწერილია ქვეყნის კონსტიტუციის საფუძვლები, მოქალაქეების მოვალეობები და ძირითადი თავისუფლების უფლება, საკანონმდებლო ფორმირების მექნიზმები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, პრეზიდენტისა და პარლამენტის ვალდებულებები და უფლებები.

ივლისის ბოლოს საკონსტიტუციო რეფომრების პროფესიულმა კომისიამ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, პარასკევს გამოაქვეყნა სომხეთის ძირითადი კანონის 15 თავი. დოკუმენტი ფაქტობრივად გულისხმობს მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას. 15 ივლისს გამოქვეყნებულ პროექტში 7 თავს კიდევ დაემატა 8. გარდა ამისა, პირველ შვიდ თავში ცვლილებები შევიდა. გამოქვეყნებული თავები შეეხება საკონსტიტუციო წესრიგის საფუძვლებს, ძირითად უფლებებსა და მოქალაქეთა თავისუფლებას, საკანონმდებლო გარანტიებსა და სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს, ეროვნული კრების, პრეზიდენტის, მთავრობის, სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს საბჭოს საქმიანობას, ასევე პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ადამიანის უფლებათა დამცველს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.‏
 
ივლისის ბოლოს ვენეციის კომისიამ გამოქვეყნა სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმების პროექტის წინასწარი შეფასება.

საკონსტიტუციო საბჭოს მუშაობას მიესალმებიან ექსპერტები და აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიასთან ღია დიალოგის წყალობით ტექსტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიის ექსპერტები ზოგიერთი პუნქტის შეცვლის რეკომენდაციას იძლევიან, კერძოდ, როგორიცაა ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა და ეროვნული ასამბლეის დეპუტატად გახდომის უფლების მოხსნა. ექსპერტები ასევე სთავაზობენ გააუქმონ მეორე ტური ორ პარტიას, ან ალიანსებს შორის, რომლებიც არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას დააგროვებენ.

მათი აზრით, უნდა ამოიღონ პარლამენტის ფუნქციონირების განმავლობაში ახალი ფრაქციების შექმნის აკრძალვის შესახებ პუნქტი, რადგან ეს არის პარლამენტის წევრების თავისუფალი მანდატის შეზღუდვა.

რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, პოლიტიკური ორგანოები არანაირად არ უნდა ჩაერიონ მოსამართლეების გათავისუფლების პროცედურასა და სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნაში.

ვენეციის კომისია მოუწოდებს სომხეთის ხელისუფლებას გააგრძელოს დისკუსია ყველა პოლიტიკური ძალასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა თავიდან აიცილონ გაუგებრობები და რეფორმებისთვის ფართო მხარდაჭერა უზრუნველყონ. “ვენეციის კომისია მოხარული იქნება სომხეთის ხელისუფლებასთან ამ მნიშვნელოვან რეფორმაში თანამშრომლობა განაგრძოს”, – ნათქვამია დოკუმენტში.