საქართველოს პარლამენტი საქმიანობას პირველ სექტემბერს, ბიუროს სხდომით განაახლებს, სადაც ცნობილი გახდება მომავალ კვირას, ქუთაისში, გაიმართება თუ არა პლენარული სხდომები.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიას სექტემბრის პირველ სამშაბათს ხსნის და დეკემბრის ბოლოს ხურავს. კანონმდებლები შვებულებაში აგვისტოს დასაწყისში გავიდნენ. პარლამენტის საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს დაიხურა და დეპუტატებმა საქმიანობა ივლისის ბოლომდე რიგგარეშე ფორმატში წარმართეს.