გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ოკაცეს კანიონის ტურისტული ბილიკი დაათვალიერა და იქ ჩასულ ვიზიტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ახალი სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

როგორც Dalma News-ს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, 4 მილიონ 850 ათასი ლარის ღირებულების ოკაცეს კანიონის პროექტი 2014 წლის სექტემბერში დასრულდა და ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ახალი სერვისები ოკაცეს კანიონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესდებას.

ოკაცეს კანიონში კილომეტრამდე სიგრძის კიდული კონსოლური ბილიკი და გადასახედი პლატფორმაა მოწყობილი. აქვე არის ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი და ინტერნეტკაფე. ეზოში მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი, გაკეთდა ქვით მოკირწყლული ბილიკები.