იუსტიციის სამინისტროში “ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმის მეთოთხმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ფორუმის წევრი პასუხისმგებელი უწყებები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე “OGP”-ის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ისაუბრეს და განიხილეს, თუ როგორ მზადდება “ღია მმართველობა საქართველოს” 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შუალედური ანგარიში. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დონორთა მხარდაჭერის საკითხზეც.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OPEN GOVERNMENT PARTNERSHIP – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის ღია მმართველობის პარტნიორობა 66 სახელმწიფოს აერთიანებს.

2014 წელს საქართველო “OGP”-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.