ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გამართა, რის შემდეგაც ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეტანიაჰუს დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შედეგ აზერბაიჯან-ისრაელის დოკუმენტებზე ხელის მოწერის ცერემონიალი გაიმართა.

“აზერბაიჯანის და ისრაელის მთავრობებს შორის სტანდარტიზაციის, შესაბამისობის შეფასების და მეტროლოგიის სფეროებში” შეთანხმებას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და პატენტების საკითხებში რამიზ გასანოვმა და ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრმა ზეევ ელკინმა.

ebfd2e1c74430941c2b53fb7e68562f6“აზერბაიჯანს და ისრაელს შორის შემოსავლების გადასახადების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” კონვენციას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის საგადასახადო მინისტრმა ფაზილ მამედოვმა და ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრმა ზეევ ელკინმა.

“აზერბაიჯანის და ისრაელის მთავრობებს შორის ერთობლივი კომისიის შექმნის” ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის სსმ-მა ელმარ მამედიაროვმა და ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრმა ზეევ ელინმა.

ოფიციალური მოხსენების დროს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ებრაული სათვისტომო აზერბაიჯანული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. “ეს არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საფუძველი. დღეს თქვენაზერბაიჯანში ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდით”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა ისრაელის პრემიერთან მიმართებაში.

ბენიამინ ნეტანიაჰუმ თავის მხრივ, განაცხადა, რომ აზერბაიჯანს და ისრაელს შორის ურთიერთობები ყველა, განსაკუთრებით უმაღლესი ტექნოლოგიების და ენერგეტიკის სფეროში ვითარდება და მტკიცდება.

ისრაელი ასევე განიხილავს აზერბაიჯანიდან დასავლეთში გამავალ მილსადენთან შეერთების შესაძლებლობას, ხმელთაშუა ზღვაში შელფის საბადოებისან ისრაელის გაზის ექსპორტისთვის, – განაცხადა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა ბაქოში.

ნეტანიაჰუს თქმით, დღეს აზერბაიჯანს და ისრაელს შორის ურთიერთობები, ენერგეტიკის სფეროში, აყვავების გზას ადგას და საუბარი მხოლოდ ისრაელის მიერ აზერბაიჯანული ნავთობის, რომელიც იერუსალიმის ნავთობ-იმპორტის მნიშნელოვანი ნაწილია, შეძენას არ შეეხება. პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით შეეხო გაზის ექსპორტისთვის დანადგარების ერთობლივად გამოყენების და აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ გამავალ მილსადენთან ისრაელის საექსპორტო გაზის პოტენციური შეერთების საკითხებს.

“მჯერა, რომ ერთად ბევრს მივაღწევთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, განათლება, IT და სხვა. ჩვენ ნებისმიერ ამ სფეროში თანამშრომლობას მივესალმებით, რადგანაც მიგვაჩნია, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავარი რესურსი არის კონცეპტუალური პროდუქცია, მოძველებულ ინდუსტრიასთან ისე მუშაობა, რომ ის უფრო ეფესტურად ვაქციოთ. ჩვენი რძის პროდუქტები ყოველთვის მაგალითად მომყავს და ყოველთვის ვამბობ, რომ ვამაყობ ჩვენი ძროხებით, რომლებიც ფრანგ, ჰოლანდიელ და ამერიკელ ძროხებზე მეტს იწველიან. მსგავსი რამ ხდება ბევრ სხვა სფეროშიც”, – დასძინა ისრაელის პრემიერმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობს ისრაელთან თავდაცვის მრეწველობის სფეროში და ეს თანამშრომლობა უკვე რამოდენიმე წელია გრძელდება.

“იმისათვის, რომ გაჩვენოთ რამდენად ფართოა ეს თანამშრომლობა, საკმარისია ერთი ციფრის დასახელება. აზერბაიჯანის და ისრაელის კომპანიების მიერ თავდაცვითი აღჭურვილობების შეძენასთან დაკავშირებული დღემდე გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. უფრო ზუსტად კი – 4 მილიარდ 850 მილიონ დოლარს. ამ კონტრაქტების დიდი ნაწილი უკვე რეალიზებულია. ჩვენ ამასთან დაკავშრებით მუშაობას კვლავაც განვაგრძობთ და ამ თანამშრომლობის დონით ძალიან კმაყოფილები ვართ”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

აზერბაიჯანულ-ებრაული ურთიერთობების ისტორია

ისრაელი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც აზერბაიჯანი აღიარა. ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 1990 წელს დაიწყო.

ისრაელის პრემიერ-მინისტი ბენიამინ ნეტანიაჰუ აზერბაიჯანში პირველად 1997 წელს ჩავიდა და ეს ვიზიტი რამოდენიმე საათს გაგრძელდა. მაშინ პრემიერს აწ უკვე გარდაცვლილმა პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა უმასპინძლა. 2009 წელს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი ჩავიდა, მომდევნო წელს კი – ისრაელის სსმ ავიდგორ ლიბერმანი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ Dalma News-სთან საუბარში პოლიტოლოგმა ტოფიგ აბბასოვმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა აბსოლუტური ნდობის დონეზეა და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე შეხვედრამ აჩვენა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები სერიოზულად უდგებიან შესყიდვების ბაზის განვითარების ერთობლივი პოტენციალის გამოყენების საკითხს.

“სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის შემდეგ აშკარაა, რომ ქვეყნები დღემდე აუთვისებელ, ახალ სფეროებშიც დაიწყებენ თანამშრომლობას. ამჟამად სახელმწიფოთაშორისი კომისია ქვეყნებს შორის ურთიერთშეხების ახალ წერტილებს მოძებნის და ურთიერთქმედებებს განავითარებს, რათა ახალ დონეზე გავიდეს”, – დასძინა პოლიტოლოგმა.

t_abbasovმისივე თქმით, შეხვედრის ფარგლებში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიანიშნა ის, რომ აზერბაიჯანის და ისრაელის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვან რლს ასრულებს.

“ისრაელის თავდაცვითი და შეტევითი იარაღი მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის. ჩვენი ქვეყანა არასოდეს მალავდა იმას, რომ ისრაელის იარაღს დიდი რაოდენობით ყიდულობს და რომ ის ჩვენი სახელმწიფოს მოლოდინს სრულად ამართლებს. რაც შეეხება თავად ისრაელს, თავისი წარმოშობის დღიდან ძალიან რთული ურთიერთდამოკიდებულება აქვს მეზობელ არაბულ ქვეყნებთან და ამიტომ ისრაელისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სხვა მუსულმანურ სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. მისთვის აუცილებელია თავისი გავლენის სფეროს გაფართოვება და მუსულმანურ ქვეყნებს შორის პარტნიორების შეძენა”, – ამბობს ექსპერტი.

ისრაელის პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ ირანის რაექციაზე საუბრისას ექსპერტმა განაცხადა, რომ ცალმხრივი შეფასების გაკეთება და იმის თქმა, რომ რომელიმე მხარე ამას ჯიბრზე აკეთებს – არ შეიძლება.

“თითოეულ ქვეყანას საკუთარი ინტერესების განხორციელების გზაზე თავისი მიზანი და პრიორიტეტი აქვს. მოცემულ შემთხვევაში აზერბაიჯანი და ისრაელი ურთიერთქმედებების ხელსაყრელ ნიადაგს პოულობს, ისევე როგორც ირანი -სომხეთთან. ამ პრობლემის სიმწვავის გამყარება არასერიოზულია, რადგანაც ისრაელთან ურთიერთობაზე არც აზერბაიჯანი იტყვის უარს და არც ირანი – სომხეთთან ურთიერთობაზე. ამ რეალიებს ვერსად წაუხვალ”, – ამბობს ანალიტიკოსი.

ირანის რეაქცია

ისრაელის ოფიციალური პირების ვიზიტები ირანს ყოველთვის ძალიან აღელვებდა. ოფიციალური თეირანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშრებით დღემდე უცნობია. ამასთან დაკავშირებით ირანის ოფიციალური პირები საკმაოდ მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ ირანულმა მხარემ რაც არ უნდა თქვას, ოფიციალური ბაქო არ აპირებს თელ-ავივთან ურთიერთობების გაწყვეტას.

ამ საკითხზე საუბრისას პოლიტოლოგ ელჰან შაინოღლუმ განაცხადა, რომ ირანის ოფიციალური პირების მღელვარება აზერბაიჯანში ისრაელის საელჩოს შესაძლო გახსნას უკავშირდება, ხოლო ისრაელის პრემიერის ბოლო ვიზიტმა ეს პროცესი შესაძლოა დააჩქაროს.

400497264“ბაქო ისრაელში საელჩოს გახსნის საკითხში ირანის მკვეთრ პოზიციას ითვალისწინებს. ირანში არ სურთ იმის გაგება, რომ აზერბაიჯანი ისრაელისგან თანამედროვე იარაღს იძენს, რაც ჩვენი ტერიტორიების გასანთავისუფლებლად გვჭირდება. აპრილის ომში ისრაელის იარაღმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ისრაელი აზერბაიჯანული ნავთობის ყველაზე მსხვლი ექსპორტიორია”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ექსპერტმა ასევე დასძინა, რომ ბაქოში ნეტანიაჰუს ვიზიტის ფარგლებში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის განხილვა გაიმართა და აზერბაიჯანმა შესთავზა, რომ მხარეებს შორის შემრიგებლურ მისიას შეასრულებს.

“სინამდვილეში ეს თეირანისთვის მიმართული გზავნილი იყო იმის შესახებ, რომ ოფიციალური ბაქოსთვის სულერთი არ არის მუსულმანური სამყაროს პრობლემები და პალესტინური საკითხი აზერბაიჯანისთვისაც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა შაინოღლუმ.

ისრაელის პრემიერის ბაქოში ვიზიტის მთავარი პუნქტების შესახებ საუბრისას ექსპერტმა ორი პუნქტი გამოყო.

“პირველი: ილჰამ ალიევის განცხადება, აზერბაიჯანის მიერ ხუთ მილიარდ დოლარად ისრაელისგან შეიარაღების შეძენის თაობაზე, რაც მთავარი გზავნილია სომხეთისთვის. ამ განცხადებით პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ აზერბაიჯანს ისრაელისგან “ისკანდეროვის” საწიააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსის შეძენა შეუძლია.

მეორე ფაქტორი ეკონომიკის სფეროს ეხება. ნეტანიაჰუმ პირველმა განაცხადა ისრაელის სურვილის შესახებ, რომელიც აპირებს აზერბაიჯანული მილსადენით, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე გადის, ევროპაში თავისი გაზის მიწოდებას. ამ განცხადებამ თურქეთ-აზერბაიჯან-ისრაელის სამკუთხედი უნდა გაამყაროს, ასევე ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ დონეზე გაიყვანოს”, – დასძინა ანალიტიკოსმა.

ნიჯატ გაჯიევი