აზერბაიჯანის და მთელი რეგიონის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვარშავაში გამართული ნატოს სამიტი იყო, რომელშიც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მეთაურებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ნატოს სამიტების მიმართ რუსეთი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, რადგანაც მათი შედეგების მიხედვით ძირითადი პოლიტიკის ფორმულირებას ახდენს. ამ სამიტში პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრეზიდენტების მონაწილეობა კრემლის დიდ ინტერესს იწვევს, რადგანაც ამჟამად ნატო  დაინტერესებულია რუსეთისათვის იმ ქვეყნების დაპირისპირებით, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ოფიციალურ ბაქოსა და ნატოს შორის ურთიერთობა სავსეა საინტერესო ნიუანსებით. აზერბაიჯანის არმია არაერთხელ მონაწილეობდა ალიანსის მიერ ჩატარებულ სწავლებებში, ასევე ნერგავდა ნატოს სტანდარტებს. იმავდროულად აზერბაიჯანი ნატოს, რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობების დაბალანსებას ცდილობდა და სამხედრო ტექნიკის დიდ ნაწილს რუსეთისგან ყიდულობდა.

ერთი მხრივ, აზერბაიჯანი ავღანეთსა და ერაყში სამშვიდობო კონტიგენტს გზავნიდა, ავღანეთიდან ნატოს სამხედრო ტექნიკის გამოყვანის ლოგისტიკურ მარშრუტს უზრუნველყოფდა და რუსეთის და ირანის უკმაყოფილების მიუხედავად, ალიანსთან ამ საკითხზე თანამშრომლობდა. მეორეს მხრივ, დასავლეთის ძლიერი ზემოქმედების მიუხედავად, აზერბაიჯანი კატეგორიულ უარს აცხადებდა, თავის ტერიტორიაზე განეთავსებინა ნატოს ბაზები, რომლებიც რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

ასეთი სახით დაბალანსებული პოლიტიკა ყოველთვის იწვევდა სხვადასხვა ძალების უკმაყოფილებას, მაგრამ აზერბაიჯანი ყოველთვის არიდებდა თავს, პოლიტიკაში დიდი მოთამაშეების ინსტრუმენტი გამხდარიყო. ამ ქვეყანას დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების საშუალებას მისი ეკონომიკური, უფრო კონკრეტულად კი უცხოური ინვესტიციებისგან დამოუკიდებლობა აძლევს.

ნატოს და აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ საუბრისას პოლიტოლოგმა ილგარ ველიზადემ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტმა მოლოდინი გაამართლა, რადგანაც დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო, ნატოს ე.წ. “აღმოსავლურ ფრონტზე”, კერძოდ ბალტიისპირეთში, რუსეთის შესაძლო სამხედრო-პოლიტიკური აქტივობის რისკების განეიტრალება.

“2014 წლის უკრაინული მოვლენების შემდეგ, ალიანსის მოღვაწეობაში მთავარი ადგილი სწორედ კონფროტაციამ ნატო-რუსეთის ხაზით დაიკავა. რუსეთის საზღვრებთან უშუალო სიახლოვეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებამ, ბლოკში შვედეთის და ფინეთის შესვლის ალბათობამ ბალტიისპირეთის რეგიონში ვითარება დაძაბა. იმავდროულად, ყირიმში რუსეთის ფედერაციის სამხედრო გაძლიერებამ ხელსაყრელი პირობები შექმნა, არა მხოლოდ ნატოს გასაძლიერებლად რუმინეთსა და ბულგარეშთი, არამედ საქართველო-ალიანსის თანამშრომლობის გააქტიურებისთვისაც”, – ამბობს პოლიტოლოგი.

velizadeველიზადეს თქმით, ასეთ პირობებში აზერბაიჯანი, რომელიც ერთი მხრივ, რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში მასშტაბურ პროგრამებს ახორციელებს, მეორე მხრივ კი, ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობს, რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

“რომელიმე მხარის გეგმებში ბაქოს ზედმეტად ჩართვა ინტერესების ბალანსს დაარღვევს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არაპროგნოზირებადი პროცესების ჯაჭვს გამოიწვევს, რაც აშკარად დესტრუქციული ხასიათის იქნება. ეს კი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის კუთხით, აზერბაიჯანის ინტერესებში არ შედის. ამიტომ, ცენტრისგან ძალების თანაბრად დისტანცირება, გარკვეულწილად გამართლებული სტრატეგიაა, რაზეც აზერბაიჯანი უარს ნამდვილად ვერ იტყვის”, – მიაჩნია ველიზადეს.

Dalma News-ი ასევე ესაუბრა სტრატეგიული განვითარების მოდელირების ცენტრის პირველ  ვიცე-პრეზიდენტს (რუსეთი), პოლიტოლოგ გრიგორი ტროფიმჩუკს, რომელმაც ვარშავის სამიტზე განაცხადა, რომ ნატოს და აზერბაიჯანს თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები აქვთ, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის აპრილის ომის შემდეგ.

Trofimchuk“გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ალიანსი დიდი სიფრთხილით ეკიდება იმ ქვეყნებს, რომლებსაც სტრატეგიული პრობლემები აქვთ. ამის საუკეთესო და შედარებით ახალი მაგალითი – უკრაინაა”, – ამბობს პოლიტოლოგი.

ექსპერტმა ასევე დასძინა, რომ  თანამშრომლობა სწორედაც რომ „ცოტათი მხიარული“ იქნება, თუ ამ ტერიტორიულ პრობლემებში რუსეთი, ასე თუ ისე ჩაერთვება, ან ამოქმედდება.

“ანუ, ახლა ყველაფერი პირიქითაა: ნატო მიზანმიმართულად ცდილობს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდეს ასეთ ქვეყნებთან, რათა მათი დახმარებით კიდევ უფრო გაამკაცროს მოსკოვზე ზემოქმედება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის აპრილის მოვლენების შემდეგ, მზად არის 1944 წლის ფორმატს დაუბრუნდეს, ეს თემა ყველაზე მეტად აინტერესებს ნატოს. ცხადია, არსებობს ურთიერთქმედების სხვა მიმართულებებიც: ტერორიზმთან, ნარკოტრაფიკთან ბრძოლა და ა.შ. თუმცა, ყველას კარგად ესმის, რომ ამ შეფასებებით ვერ დაინტერესდება ნატო, სწორედ ამ პარტნიორებთან მუშაობაში”, – განაცხადა ტროფიმჩუკმა.

მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა