“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს უერთდება და საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში 2015 წლის შემოდგომისთვის დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის იბრძოლებს.

როგორც ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპატრლამენტო არჩევნებია.

აქედან გამომდინარე, მისი აზრით, შემოდგომაზე საგარეჯოსა და მარტვილის მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა.

“ორი ახალი პარლამენტარის არჩევა არ შეცვლის ვითარებას და ქვეყანას არსებული კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საკონსტიტუციო მექანიზმს, რათა უხლოეს მომავალში მივაღწიოთ რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მმართველობა, რომელის ყოველი დღე ასე ძვირი უჯდება საქართველოს მოსახლეობას”, – განაცხადა სერგო რატიანმა.