“ქართულ ოცნებას”, რომელიც ქვეყნის სათავეში დაახლოებით 7 წელია იმყოფება, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი არყევს. მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი, ალბათ, პირველად დადგა საფრთხის ქვეშ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს კრიზისი თავად შექმნა. ფორმალური მიზეზი ყველასთვის კარგად ცნობილია. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა და იქიდან რუსულ ენაზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნება” ქვეყნის სათავეში ხალხის ძალიან სერიოზული აღშფოთების შედეგად მოვიდა, რაც მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანმა დიქტატურამ გამოიწვია. მაშინ ამომრჩევლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება იყო. სწორედ ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა “ოცნების” არჩევნებში გამარჯვების საქმეში, რასაც არავინ ელოდა.

“ნაციონალებმა” 2003 წელს ხელისუფლების სუფთად ბოლშევიკური მეთოდებით ხელში ჩაგდების შემდეგ, პარლამენტიდან ყველა მისთვის არახელსაყრელი პოლიტიკოსი გარეთ გამოყარა. “ქართულმა ოცნებამ” თავისი შეურიგებელი ოპონენტები არა მხოლოდ პარლამენტში დატოვა, არამედ ისინი ფაქტობრივად ერთადერთ ოპოზიციად აქცია. გაურკვეველი მიზეზებით – ვაშინგტონიდან იყო ბრძანება, თუ პირადი ინტერესი ჰქონდა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შენარჩუნდა, როგორც პოლიტიკური ძალა. ეს უკანასკნელი განაგრძობდა მწვავე რუსოფობიის სადავეების მართვას და უტევდა მთავრობის ნემისმიერ ინიციატივას, რომლებიც ვითარების შერბილების მცდელობას უკავშირდებოდა.

თავად “ქართული ოცნებაც” შესამჩნევ ტრანსფორმაციას განიცდიდა. ხვდებოდა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსოფობია აუცილებელი კომპონენტი იყო. ამიტომაც, საქართველოს ახალ ხელისუფლებაში რუსოფობიის გრადუსი წლიდან წლამდე იზრდებოდა. სწორედაც ამ ველზე დამატებითი ქულების დაწერის სურვილი შემოუბრუნდათ ცუდად.

საქართველო ორი წლის განმავლობაში ცდილობდა მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის მასპინძლობის უფლების მოპოვებას. ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება, ცხადია, მის პრესტიჟს ამაღლებს, თუმცა ხელისუფლების ჩანაფიქრი სხვა იყო. როგორც ამის შესახებ ღონისძიების მასპინძელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ფორუმზე, სადაც შეკრებილი იყო მსოფლიო მართლმადიდებლობის წარმომადგენლები, ქართულ მხარეს უნდა დაეყენებინა საკითხი, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და მიეღწია ამ მოქმედების საყოველთაო მართლმადიდებლური განსჯისთვის.

ამგვარად, საერთაშორისო კონფერენცია რუსეთზე ზემოქმედების და მისი იმპერიალისტური არსის გამოაშკარავების სერიოზული ბერკეტი უნდა გამხდარიყო. მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის საქართველოში მიპატიჟების ორგანიზატორებმა თავიანთი ქმედება პატრიოტიზმით და სახელმწიფოს ინტერესებით ხელმძღვანელობით ახსნეს.

“ქართულმა ოცნებამ” არ გაითვალისწინა ერთი გარემოება – მისი შეურიგებელი ოპონენტი, რომელიც არასოდეს აპატიებს მას სახელისუფლებო მმართველობის სავარძლების ჩამორთმევას, აუცილებლად გამოიყენებდა თავისი სადისტური მიდრეკილებების და მდიდარი მომმარაგებლის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფორმალურად რამდენიმე პარტიად დაიყო, ამ წლების განმავლობაში რევანშზე ოცნებობდა, მას ყოველ წუთს გეგმავდა და უწესრიგობებს სხვადასხვა მიზეზით აწყობდა. მიზეზებს შორის იყო ლგბტ-გაერთიანების წევრების ვითომდა შევიწროვება, მოზარდებს შორის საქმის გარჩევისას ორი არასრულწლოვანის მოკვლა, ენერგეტიკული საკითხები და სხვადასხვა. ყველაზე მთავარია, მზადყოფნა იმისთვის, რომ სოცქსელის მეშვეობით, ტემპერამენტული რელიგიური ფანატიზმის მქონე ხალხი ქუჩაში გამოიყვანო და უწესრიგობები დაიწყო. ხოლო არეულობის თავიდან ასაცილებლად და წესრიგის დასამყარებლად გაწეული ნებისმიერი მცდელობა მათთვის ტირანიის გამოვლინებაა”.

ის, რომ “ქართული ოცნება” მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ფარგლებში სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობდნენ მოქმედებას, მათ ეს არ აღელვებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესანიშნავი შესაძლებლობა არსებობს. პანკისის ხეობაში წარმოქმნილი კონფლიქტი სათავისოდ ვერ გამოიყენეს, თბილისში გეიაღლუმის დასაცავად ღიად გამოსვლა საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. ამ ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მათ შეუძლიათ პატრიოტიზმის თემის გააქტიურება, რადგანაც “ქართულმა ოცნებამ” ნება დართო რუსეთის წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩამჯდარიყო და იქიდან რუსულად ესაუბრა.

ცხადია, მართლმადიდებლობის საერთაშორისო სესია ჩაიშალა, შენობიდან დელეგატები გაიყვანეს, რუსეთის წარმომადგენლები ქვეყნიდან სასწრაფო წესით გაემგზავრნენ. თითქოს, ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ “ნაციონალებისთვის” ეს მხოლოდ ნაპერწკალი იყო. მათ რუსთაველის გამზირზე მიტინგი მოაწყვეს, რაც დამოუკიდებლობის წლებში იმდენად ხშირია, რომ კიევის მაიდანთან ერთად, უწესრიგობების მხრივ რეკორდებს ამყარებს. ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და ბრბოს პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოუწოდეს.

სპეც.რაზმი ღირსეულად უძლებდა ბრბოს თავდასხმას, რომელიც ყოველ წუთს სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა. სამართალდამცავები საკმაოდ მძიმე დანაკარგს განიცდიდნენ. არეულობის პირველ საათებში დაშავდა 12 დემონსტრანტი და 38 სამართალდამცავი, რომლებიც ცდილობდნენ დემონსტრანტები პარლამენტის შენობის ეზოში არ შეეშვათ.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აღნიშნული შენობის აღების კარგი გამოცდილება აქვს. 2003 წელს ისინი პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა შეაწყვეტინეს, იქიდან მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გააძევეს, ხოლო თავად ვანდალობა და მოროდიორობა დაიწყეს.

პარლამენტის შენობის დაკავება მხოლოდ ერთს – სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით ხელში ჩაგდებას ნიშნავდა, რაც მძიმე სახელმწიფოებრივი დანაშაულია. “ქართულმა ოცნებამ”, შევარდნაძის რეჟიმისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად დიდი სიმტკიცე და გამძლეობა გამოიჩინა. სპეც.რაზმმა ტაქტიკა შეცვალა და პასიური მდგომარეობიდან თავისი მოვალეობის შესრულებაზე გადავიდა, გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მან აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იმოქმედა და სამართლებრივი საშუალებები გამოიყენა, რაც ნორმაა მთელ მსოფლიოში. მსგავს მოქმედებებს თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ – ევროპის ცენტრში, პარიზის ქუჩებში “ყვითელი ჟილეტების” მონაწილეობით. როგორც ყოველთვის, ახლაც “ნაციონალების” ლიდერები, რომლებიც ხალხს შტურმისკენ მოუწოდებდნენ, საფრთხის პირველივე ნიშნებისთანავე, გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ და მხოლოდ მაშინ ჩნდებოდნენ, როცა ვითარება ჩაწყნარდებოდა. ამასთანავე, მათ მომენტალურად შეცვალეს ტონალობა და აქციის მონაწილეების აგრესიული მოქმედებები ხალხის სიბრაზით, ხოლო თავიანთი გამოჩენა სისხლისღვრის თავიდან აცილებით ახსნეს. ეს საზიზღარი და მშიშარა სიცრუე გამოაშკარავდა ვიდეოკადრებით, სადაც ისინი თავიანთ მხარდამჭერებს 7 საათზე მიტინგზე შეკრებისკენ მოუწოდებენ, ხოლო მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ იძლევა პარლამენტის შტურმით აღების ბრძანებას. სისხლისღვრაში დამნაშავეები ახლა მშვიდობისმყოფელთა ნიღბების მორგებას.

საინტერესოა, წაუყენებენ, თუ არა ამ ადამიანებს ბრალს უწესრიგობების მოწყობაში? ჯერჯერობით ისინი კიდევ ახალი მიტინგის გამართვას აანონსებენ. „ქართული ოცნების“ პოლიტ.საბჭო თითქმის მთელი დღით იკრიბება და ეძებს გამოსავალს, იმ რუსოფობიური ხაფანგიდან, რომელშიც თავად მოხვდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

P.S. არის კიდევ ერთი ასპექტი: “ენმ”-სთვის მართლმადიდებლობა ყოველთვის მტერი იყო და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე თავდასხმა – ჩვეულებრივი საქმე. ახლა ისინი ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობენ – მორიგი დარტყმა მიაყენონ მსოფლიო მართლმადიდებლობას. საქართველოში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეას არავითარი მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად, ანტიმართლმადიდებლური განცხადებით გამოვიდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საყურადღებოა, რომ განხეთქილების შემომტანი უკრაინელები, რომლებიც “ენმ”-სთან სოლიდარულები არიან, თავის მხრივ, ძირს უთხრიან მართლმადიდებლობას და მის დისკრედიტაციას ახდენენ.

დავით კუპატაძე (თბილისი)