2 დეკემბერს, ივან ბაგრამიანის დაბადებიდან 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პოკლონაიას გორაზე გამარჯვების მუზეუმის კედლებში საბჭოთა კავშირის გმირის, საბჭოთა კავშირის მარშალის, რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრის, დიდი სამამულო ომის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ლიდერის და გამარჯვების მეთაურთა შორის უკანასკნელი მარშალის – ივან ბაგრამიანისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა.

მარშალ ბაგრამიანს უნიკალური და მდიდარი ბიოგრაფია აქვს, რომელიც სავსეა აღმავლობითა და ვარდნით, წარმოუდგენელი წარმატებებითა და ბედის ტრაგიკულობით. მას ომის პირველი თვეების ყველაზე სისხლიან ბრძოლებში მოუწია მონაწილეობა, სადაც ბაგრამიანმა, მოულოდნელ ბრძოლებში მტრისთვის ძლიერი წინააღმდეგობის მოწყობა მოახერხა.

გერმანულ-ნაცისტური დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლებში მის მიერ ჩატარებულ მრავალ სამხედრო ოპერაციას დღემდე საფუძვლიანად ასწავლიან მსოფლიოს ყველა სამხედრო აკადემიაში, ხოლო ოპერაცია “ბაგრატიონი” ყოველთვის სამაგალითო და მისაბაძი იქნება. ბალტიისპირეთის ქვეყნების განთავისუფლება, კონიგსბერგის “გაუვალი” ციხესიმაგრის ოთხ დღეში აღება – ყველაზე უნიკალური ოპერაციებია, რომლებიც მარშალ ბაგრამიანმა დაგეგმა და წარმატებით განხორციელა.

კარიბის ზღვის კრიზისის დროს, კუბის სანაპიროზე ატომური რაკეტების გადასატანად ჩატარებული საიდუმლო ოპერაცია „ანადირი“ ბაგრამიანის სამხედრო ხელოვნების გვირგვინად შეიძლება ჩაითვალოს. ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ამერიკელებმა ჯერ კიდევ არ იციან, მათ სანაპიროებთან რაკეტები როგორ აღმოჩნდა.

პირველი მსოფლიო ომიდან სამოქალაქო ომამდე და საბჭოთა-ფინეთის ომიდან მეორე მსოფლიო ომამდე, ოთხომგამოვლილი მარშალი ბაგრამიანი საბჭოთა კავშირის ხალხების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.

ფონდის “Heritage and Progress” პრეზიდენტმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა არამაის კამალოვმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა: „დღეს გვაქვს ივან ბაგრამიანის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერა. იგი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დიდ სამამულო ომში თავის გენერლებთან, ოფიცრებთან და სამხედროებთან ერთად დიდ გამარჯვებას მიაღწიეს».

ფილმის პრემიერას დაესწრო სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში ვაგარშაკ არუტუნიანი და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “ეს იყო საბჭოთა კავშირის დიდი მარშალების პლეადა, რომლებმაც გაიმარჯვეს. ეს იყო მსოფლიო გამარჯვება და მსოფლიო ჩვენს მარშალებს აფასებს”.

ფონდის “Heritage and Progress” სამეურვეო საბჭოს წევრმა, ასევე იდეის ავტორმა და ფილმის გენერალურმა პროდიუსერმა, არტურ სოგომონიანმა აღნიშნა, რომ მას გაუჩნდა იდეა გადაეღო ფილმების სერია ხუთივე დიდ მარშალზე, რომლებიც საბჭოთა კავშირს სომეხმა ხალხმა აჩუქა. აღსანიშნავია, რომ ისინი წარმოშობით ყარაბაღიდან არიან. ამ ფილმებში ღრმა აზრია ჩადებული და ეს მხოლოდ მონათხრობი, ან ავტობიოგრაფიები არ არის. ეს არის მარშალების პიროვნებების გამოვლენისა და ილუსტრაციულად ჩვენების მცდელობა.

ჟურნალისტმა აბას ჯუმამ ფილმზე მომუშავე გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა:

“ის, რასაც ერთ ერთ ფილმში მოეყარა თავი: ექსპერტის მოსაზრება, მსახიობების ხელოვნება, დოკუმენტები, მატიანე – ნამდვილი შედევრია“. ხოლო ბაგრამიანის შვილიშვილმა, კარინა ნაჯაროვამ, იმედი გამოთქვა, რომ ბაბუის ცხოვრების ისტორია და სამსახური ახალგაზრდა თაობას კარგ მაგალითად გამოადგება.

ღონისძიების ფარგლებში, სომხეთის ელჩმა რუსეთში და სომხეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვაგარშაკ არუთიუნიანმა არტურ სოგომონიანი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის და ახალგაზრდობის სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებისთვის მარშალ ბაგრამიანის მედლით დააჯილდოვა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გამარჯვების მეთაურის კონევის, ბუდიონის შვილები და შვილიშვილები, საბჭოთა კავშირის გმირები, რუსეთის გმირები, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა შტოს სამხედრო მოსამსახურეები, ჟურნალისტები, ისტორიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და მარშალ ბაგრამიანის ოჯახის მეგობრები.

ფილმი გადაიღო კინოკომპანია „პარტნიორ ფილმმ“ ფონდ “Heritage and Progress-ის ფინანსური მხარდაჭერით.