ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა “მომავლის ბანაკი” ანაკლიაში, რომელმაც 1700-ზე მეტ მოზარდს უმასპინძლა, საზეიმოდ დაიხურა.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ზურაბ ცოფურაშვილი, სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე, კულტურული პროგრამების სამსახურის უფროსი ბაჩი ზურებიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მომავლის ბანაკის მონაწილეებმა და ლიდერება ბანაკის ათი თემატური დღე: გაცნობის, დამეგობრების, ოლიმპიადის, ნორჩი მაშველების, გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობის, სამოქალაქო საზოგადოების, ეკოლოგიის, საქართველოს და დამშვიდობების დღე წარმოადგინეს. სპორტის ხუთ სახეობაში გამართულ სპორტულ ოლიმპიადაში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში გამარჯვებულებული გუნდები მედლებით, თასებითა და წიგნებით დაჯილდოვდნენ.

ელექტრონული წიგნების სახლმა “საბა” ანაკლიის “მომავლის ბანაკის” ყველა მონაწილე მოზარდებს 10 წიგნი უფასოდ გადასცა, რომელიც მათ ინტერნეტსივრცეში აღმოჩნდება. საღამო ფლეშმობითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდაბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი “მომავლის ბანაკს” საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს. “მომავლის ბანაკს” პირველ ნაკადზე – საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული “სპორტული ოლიმპიადის” 12-18 წლის, 288 მონაწილე ესტუმრა.