სომხეთიდან მოსახლეობის ემიგრაცია და ქვეყნის მძიმე დემოგრაფიული ვითარება ყველაზე აქტუალური თემებია, რომლებიც დღეს მედიასაშუალებებით რეგულარულად განიხილება. ამ საკითხებს ხშირად უბრუნდებიან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ისე სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია და მისი ლიდერი, პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი.

რუსეთში დარჩენის სურვილი

სომხეთიდან მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება რუსეთია. ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტისთვის ეთნოპოლიტიკური და რეგიონალური კვლევების ცენტრმა, 2017 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა რუსეთის ფედერაციაში დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან ჩასულ 8 700 მიგრანტს შორის.

გამოკითხულთა 70%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ლეგალურად მუშაობს. მიგრანტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება 2011 წლის მონაცემებთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა და 81,1% (2011 წელს 72,1% ) მიგრანტების მდგომარეობას ახასიათებს, როგორც “კარგი”.

2_migraმკვეთრად გაიზარდა მიგრანტების საშუალო ხელფასიც. 2011 წელს, რუსეთის მოქალაქის საშუალო ხელფასი 24,3 ათას რუბლს, ხოლო მიგრანტის -17,7 ათას რუბლს თუ შეადგენდა, 2017 წელს რუსეთის მოქალაქის საშუალო ხელფასი 35,8 ათასი რუბლი, ხოლო მიგრანტის – 30,1 ათასი რუბლი გახდა.

რაც შეეხებათ სომეხ მიგრანტებს, კვლევების მონაცემებით, ლეგალურად მომუშავე მიგრანტების საშუალო ხელფასი 31,1 ათასი რუბლია, ხოლო არალეგალების – 28,1 ათასი რუბლი. გარდა ამისა, 2016 წელთან შედარებით, წელს მიგრანტების რაოდენობა დაახლოებით 1000 ადამიანით არის შემცირებული.

ამასთანავე, სომხეთიდან წასული მიგრანტების 72,1% რუსეთში სამუდამოდ დარჩენას გეგმავს, 11,9%-ს რუსეთსა და სომხეთს შორის ცხოვრება ურჩევნია, 5,2% აცხადებს, რომ რუსეთში ფულის საშოვნელად არის და რომ შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება, ხოლო 3,3%-ს ჯერ რუსეთში, შემდეგ კი სხვა ქვეყანაში ცხოვრება სურს.

რაც შეეხება რუსული ენის ცოდნას და მის გამოყენებას, სომეხი ემიგრანტების 72,8% (74,1%ის წინააღმდეგ) სამსახურში, ხოლო 16,8% სახლში იყენებს. მეგობრებთან საურთიერთოდ რუსულ ენას, როგორც ძირითადს 24,9% (35,6% იყო 2016 წელს) იყენებს.

ექსპერტის მოსაზრება

როგორც Dalma News-სთან საუბრისას, კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკმა, პოლიტოლოგმა გრანტ მიქაელიანმა განაცხადა, სომხეთიდან რუსეთში საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩასულ მიგრანტებზე ისაუბრა, რომელთა რაოდენობაც მკვეთრად აღემატება ცენტრალური აზიიდან ჩასულ მიგრანტებს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დონე და ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ვითარება ბევრად უარესია, ვიდრე სომხეთში.

“რუსეთში მიგრირებული სომხები თავიანთ თავს სომხეთს არ უკავშირებენ. ისინი რუსეთში დასამკვიდრებლად არიან განწყობილნი. რაც შეეხება ცხოვრების დონეს, სომეხ ემიგრანტებს უფრო მეტი სურთ, ვიდრე სომხეთს აქვს ამის შესაძლებლობები”, – ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება სომხეთიდან ჩასული შრომითი მიგრანტების რაოდენობას, მიქაელიანმა განაცხადა:

457797“რუსეთში არალეგალურად სომხეთის 210 ათასი მოქალაქე მუშაობს. საერთოდ კი, რუსეთში სომხეთის 500 ათასი მოქალაქეა ჩასული და დიდი ალბათობაა იმისა, რომ 100 ათასზე მეტი ადამიანი ჩრდილოვან სექტორში იყოს დაკავებული. 2017 წლამდე სომხეთიდან ჩასული მიგრანტების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდებოდა, ახლა კი ემიგრანტების შემცირების ტენდენცია შეინიშნება და საჭიროა იმის გარკვევა, თუ რამდენად მდგრადია ეს პროცესი”, – დასძინა მიქაელიანმა.

ტრანსფერების ახალი ზრდა

შრომით მიგრანტების პრობლემასთან მჭიდრო კავშირშია ასევე სომხური ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ტრანსფერების საკითხი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, კერძო პირების მიერ სომხეთში გადაგზავნილი ფულადი სახსრების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. ამგვარად, სომხეთის ფინანსთა მინისტრის ვარდან არამიანის თქმით, სომხეთში ტრანსფერების ნაკადი, ბოლო სამ წელიწადში 38%-ით შემცირდა. შედეგად, სომხეთმა 830 მილიონი დოლარი დაკარგა.

თუმცა, წელს ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა: პირველ 6 თვეში სომხეთის საბანკო სისტემაში არაკომერციული მიზნით კერძო პირებს 724,7 მილიონი დოლარი დაერიცხათ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 16,4%-ით აღემატება. ამ თანხიდან 408,6 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადაირიცხა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 15,5%-ით აღემატება.

სომხეთის ეკონომიკაში რუსეთის ფედერაციიდან შრომითი მიგრანტების ტრანფერების როლზე საუბრისას მიქაელიანმა განაცხადა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში რუსეთის ეკონომიკაში არსებული კრიზისის გამო ტრანსფერების ნაკადი მკვეთრად შემცირდა.

“მიმდინარე წელს მაჩვენებელი ისევ იზრდება, თუმცა, ჯერ კიდევ 2013 წლის მაჩვენებლის დონეზე რჩება. ამასთანავე, სომხეთის ეკონომიკამ ტრანსფერების შემცირება საკმაოდ იოლად გადაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ გამოჯანმრთელდა კიდეც – გაიზარდა ექსპორტი, დაეცა იმპორტი. თუმცა, მომავალში მოვლენების განვითარების პროგნოზირება ძალზედ რთულია, რადგანაც ტრაფერების ნაკადი ნავთობის ფასზეა დამოკიდებული”, – დასძინა ექსპერტმა.

არადამაიმედებელი სტატისტიკა და პროგნოზები

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ეკონომიკაზე შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილები დადებითად მოქმედებს, რესპუბლიკიდან მოსახლეობის მიგრაცია უარყოფითად მოქმედებს, როგორც ეკონომიკურ პოტენციალზე, ისე უსაფრთხოების საკითხზე. 90-იან წლებში შობადობის შემცირებამ შეიარაღებული ძალების რიგებში წვევამდელთა გაწვევის პრობლება შექმნა.

ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ბოლო ხუთ წელიწადში სომხეთის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა თითქმის 200 ათასი ადამიანით შემცირდა (2012 წელს 1,418 მილიონი ადამიანიდან – 2016 წელს 1,226 მილიონ ადამიანამდე).

ამასთანავე, სოფლის მეურნეობის სფეროში წლების განმავლობაში ოფიციალურად დარეგისტრირებული მკვეთრი ზრდა (2012-2016 წლებში 6,3%-იანი ზრდა) ეროვნული სტრატეგიული სამსახურის მონაცემების მიხედვით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა 22,7%-ით, რაც დაახლოებით 100 ათასი ადამიანია.

ეს ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ თუ სომხეთის ხელისუფლება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამს და ახალ სამუშაო ადგილებს არ შექმნის, გაეროს ექსპერტების პროგნოზები იმის შესახებ, რომ 2100 წლისთვის სომხეთის მოსახლეობა მილიონით შემცირდება, ბერად უფრო ადრე გამართლდება.

მოამზადა აიკ ხალათიანმა