ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 22 ნოემბერს, ცნობილი მუსიკოსის, ხელოვნებათმცოდნისა და კოლექციონერის იაკობ ზარგარიანის კოლექციის  გამოფენა გაიხსნა. არ დაიჯერებთ და, ჩვენი ხანდაზმული, მაგრამ ჯან-ღონით სავსე იუბილარი კვერცხებს აგროვებს. მისი კოლექცია სავსეა სხვადასხვაგვარი – თეთრი, შავი, წითელი, ფერადი კვერცხებით. გამოფენაზე  სხვადასხვა ზომის, ფორმის, წარმოშობისა და ფილოსოფიური წარწერებით გაფორმებული  940 კვერცხია წარმოდგენილი.

ხუმრობა იქეთ იყოს და კვერცები მართლაც ენით გამოუთქმელი სილამაზისაა. მრავალწლიანი, თავდაუზოგავი და  მტკიცე შრომა! ათასამდე სულ ცოტა დარჩა, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

უნდა გენახათ, ჩვენი ამბის მთავარი გმირი, როგორი ენთუზიაზმით მიუჯდა ფორტეპიანოს. თითოეული დარტყმა კლავიშზე – გულს ეხება – შესვენება.  მოკაკული თითებით სმენასა და გულს იპყრობს. დრო არავის ინდობს. მაგრამ ეს შესრულება! ყველაფერი ისევე მალე სრულდება, როგორც დაიწყო. დრო უმოწყალოა.

ზღვა ემოციებში მთავარი დაგვავიწყდა. მოხატული კვერცხების კოლექცია გამოფენის ერთადერთი ღირშესანიშნაობა არ ყოფილა. ფერადი მრგვალი ობიექტების გარდა ექსპოზიცია  მოიცავს, ჩვენი ამბის მთავარი გმირის 70-ზე მეტ პორტრეტს. თითოეული მათგანი ცნობილი მხატვრების ფუნჯს ეკუთვნის.

საინტერესო თხრობის მოსმენის მოლოდინით აღსავსენი მაესტროს უკან მივყვებით და იმედი გვაქვს, რომ ამჯერად სიტყვაძუნწი არ იქნება.

“მაესტრო, თუ შეიძლება,  პირველი პორტრეტის შესახებ გვიამბე. ვინ დახატა?”

“ყველაზე პირველი ნამუშევარი ჰენრიხ ელიბეკიანს ეკუთვნის. 1961 წელს იგი ჯერ კიდევ უცნობი ახალგაზრდა მხატვარი იყო. ერთხელ სახელოსნოში ვესტუმრე და ჩემი პორტრეტის დახატვა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი. სამწუხაროდ, ის სურათი აღარ არსებობს. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის კიდევ ერთი სურათი მიყვარს. ისიც ჰენრიხ ელიბეკიანს ეკუთვნის. მახსოვს, როდესაც ტილო უკვე მზად იყო, სურათის წამოღება მინდოდა, მაგრამ ავტორმა უარი მითხრა. ამიხსნა, რომ ტილო ჯერ კიდევ სველი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ სურათის წასაღებად მივედი და ბედმა ხელოვნებათმცოდნე კამენსკის შემახვედრა. ჰენრიხმა მას პორტრეტის შეფასება სთხოვა.  კამენსკის თავისი აზრი მისთვის უკვე გაენდო, მაგრამ მხატვარმა  ჩემთვის სთხოვა გამეორება. “ოდესღაც წიგნს თუ დავწერ ჰენრიხ ელიბეკიანზე , ამ ტილოს ცალკე თავს მივუძღვნი”, – თქვა მან.

რაც შეეხება კვერცხების კოლექციას, ეს იდეა ოსტატს 1963 წელს გაუჩნდა.

“შემთხვევით ერთ პატარა ბიჭს ხელში შეღებილი სააღდგომო კვერცხი დავუნახე. საღებავი კიდევ სველი იყო და ხელში ჭერისგან მხატვრულად იყო გადღაბნილი. მაშინ გავიფიქრე, ხომ შეიძლება მხატვარმა  პროფესიონალურად დახატოს და სულაც არ არის აუცილებელი ნახატი სააღდგომო შინაარსის იყოს. გაფიქრება და შესრულება ერთი იყო! მეორე დღეს  მხატვრული დამუშავების ოსტატს ხის კვერცხები შევუკვეთე,  უკანა გზაზე კი შემთხვევით მარტიროს სარიანს (სომხური ფერწერის კლასიკოსს -რედ.) შევხვდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი  და  ვთხოვე ერთ-ერთ კვერცხზე რამე  დაეხატა. მანაც არარატის უდაბნო  დახატა. შედეგმა იმდენად შთამაგონა, რომ  დურგალს კიდევ შევუკვეთე რამდენიმე კვერცხი. სწორედ აქედან დავიწყე მოხატული კვერცხების კოლექციონერობა.  სხვათაშორის, დღეს კიდევ ერთი ნამუშევარი მომიტანეს, რომელიც აუცილებლად შეემატება ჩემს კოლექციას”.

Lina Levine